მილიონრების რიცხვი ყველაზე სწრაფად სინგაპურში იზრდება
გასულ წელს მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 12,2%–ით, 12,5 მილიონამდე გაიზარდა. ამის შესახებ კომპანია Boston Consulting Group–ი იტყობინება. მილიონრების რიცხვის ყველაზე სწრაფი, 33%–იანი ზრდა სინგაპურში დაფიქსირდა. ყველაზე ბევრი, 5,2 მილიონერი აშშ–ში ცხოვრობს, მას კი ჩინეთი მოსდევს 1,11 მილიონერით. რაც შეეხება მილიონრების ჯამურ ქონებას, ის 121,8 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.
BCG–ს შეფასებით, მსოფლიო კეთილდღეობა 2015 წლამდე წელიწადში 5,9%–ით გაიზრდება და ამ პერიოდისთვის 162 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ზრდის ტემპები ყველაზე მაღალი განვითარებად ქვეყნებში – ინდოეთსა და ჩინეთში იქნება. ჩინელი ექსპერტების აზრით, ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ჩინეთის მოსახლეობის კეთილდღეობის დონე სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე სწრაფად იზრდება.
შინამეურნეობებში კი მილიონრების წილი მხოლოდ 0,9%–ია. საინტერესოა, რომ, როგორც კვლევის შედეგები მოწმობს, მდიდარი ჩინელებისთვის პატრიოტიზმი უცხო ხილია. 15 მილიონი და მეტი ქონების მქონე ჩინელების მესამედმა ქვეყანა დატოვა, რისი მიზეზიც პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილებაა. საქმე ისაა, რომ ხელისუფლება საკმაოდ მკაცრად ექცევა მისთვის არასასურველ ადამიანებს, მათ შორის მილიონრებსაც.
კორუფციაში მხილებულ მდიდარ ადამიანებს ციხეში მრავალი წლით სვამენ. მაგალითად, გასული წლის შუა პერიოდში ქვეყნის ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს, კომპანია GOME–ის დამფუძნებელს ხუან გუანიუის უკანონო ოპერაციების გამო 14–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, ჯარიმის სახით მან 88 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინელები ქვეყანაში საკუთარ უძავ ქონებას დაცულად არ მიიჩნევენ, რაც მათი უცხოეთში წასვლის ერთ–ერთი მიზეზია.
კატეგორია:
სხადასხვა