ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა (ვიდეოგაკვეთილი)
ყველამ კარგად იცის ვისაც უცხოური ავტომობილი ყავს ან ყოლია რომ თანამედროვე ავტომობილები კომპიუტერით არის აღჭურვილი სადაც დევს პროგრამა რომელიც ხელს უწყობს ავტომობილის სხვადასხვა აგრეგატის გამართულ მუშაობას. მაგრამ არც თუ იშვიათად კომპიუტერი სხვადასხვა მიზეზების გამო ხშირად გამოდის მწყობრიდან. . იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიაკითხავთ ავტო ხელოსანს რომელსაც სათანადო ხელსაწყო არ გააჩნია, უარეს შემთხვევაში დეფეკტის მიზეზის პოვნაში, შეიძლება ნახევარი მანქანა დაშალოს და მერე გითხრათ რომ კომპიუტერია დაზიანებული, უკეთეს შემთხვევაში პირდაპირ მიხვდეს და გთხოვოთ კომპიუტერის გამოცვლა, ან კიდევ სადმე დიდ ავტო ცენტრში გაგიშვათ ავტო დიაგნოსტიკაზე. ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა ავტომოყვარული ზარალდება და ზარალი არც თუ ისე ცოტაა რამოდენიმე ასეული დოლარი, გააჩნია რა წლოვანების და რა მარკის ავტომობილს ფლობთ. მაგრამ ყოველივე ასეთი დისკომფორტიდან არსებობს გამოსავალი კომპიუტერული დიაგნოსტიკა, მცირე ზომის ხელსაწყო რომელშიც ჩაპროგრამებულია სხვადასხვა მარკის ავტომობილის კომპიუტერული პროგრამები, რის მეშვეობითაც შედიხართ ავტომობილის პოგრამის მეხსიერებაში შლით დაზიანებულ პროგრამას და წერთ ახალს, ეს სულ რამოდენიმე წუთის საქმეა ამის შემდეგ თქვენი ავტომობილი ისევ ძველებურად გემსახურებათ რა თქმა უნდა ეს მომსახურეობა ჩვენთან არის მაგრამ ის ძალიან ცოტაა და ძირითადად მსხვილ ავტოცენტრებშია და თავისთად ძვირია .ის თანამედროვე დიაგნოსტიკის მოწყობილობა რომელიც მე მოვიძიე სამხრეთ კორეისია და დაახლოებით 6000დოლარი ღირს > georgianbusiness.com