
უცხოეთში საკმაოდ გავრცელებული ბიზნესია მარწყვის სახლში მოყვანა. ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია, არც საწყისი ფინანსები ესაჭიროება ბევრი და ადგილსაც მცირეს იკავებს.
არსებობს სხვადასხვა მეთოდოლოგია მარწყვის მოყვანისა. ერთ-ერთს მოკლედ გიამბობთ აქ:
პირველ რიგში, საჭიროა რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართი, სადაც შეძლებთ ოთახის ტემპერატურის შენარჩუნებას: ეს შეიძლება იყოს ოთახი, გარაჟი, სხვენი… განოყიერებული მიწა იყრება პოლიეთილენის სქელ პარკებში, რომლებიც პირდაპირ მიწაზე იდება კედლების გასწვრივ. ტომრებზე ჯვარედინი განლაგებით ხდება 7 სანტიმეტრის სიგრძის ჭრილობის გაკეთება, 20-25 სანტიმეტრის დაშორებით, სადაც ხდება თესლის მოთავსება. აუცილებელია მოსარწყავი სისტემის გაკეთებაც.
ერთ კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია საწყის ეტაპზე 10-15 კილოგრამი მარწყვის მოყვანა, სამომავლოდ კი 30-40-ისაც კი. ნაყოფს დაახლოებით 7-9 თვის შემდეგ მიიღებთ. შესაძლებელია სხვადასხვა სეზონისათვის მოიყვანოთ მარწყვი, განსაკუთრებით ძვირი ეღირება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და შემოსავლებიც მეტი გექნებათ.
ეს ბიზნესი არის საკმაოდ მარტივი, ძალიან მცირე თანხები ესაჭიროება დასაწყებად, პროდუქტზეც არსებობს დიდი მოთხოვნა. თუ დაიწყებთ ამ საქმეს, კლიენტები ნამდვილად არ მოგაკლდებათ. გისურვებთ წარმატებებს.
უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ მისამართებზე:
რუსულენოვანი: