„თიბისი ბანკი“ ახალ ავტო–განვადებას იწყებს


რადიო "კომერსანტი," FM 95,5

“თიბისი ბანკს” ბაზარზე ავტო-განვადება ექსკლუზიური პირობებით გამოაქვს. “ავტოგანვადების” საგაზაფხულო აქცია “ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან” ერთად ხორციელდება და ავტომოყვარულებს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს 0–დან 12,2%–მდე სთავაზობს.

ბანკში განმარტავენ, რომ ავტომობილის ყიდვისას თანამონაწილეობა მხოლოდ 20%–ია. ავტომფლობელი საჩუქრად „თიბისისგან“ 6–თვიან ავტოდაზღვევას მიიღებს, სურვილის შემთხვევაში ავტომობილს სახლში “თიბისის” სპეციალური შეფუთვით მიიღებს. ამასთან, “თიბისი” ავტოგანვადებისას მომხმარებელს “ჰიუნდაიში” ახალ მოდელ “აი 10”–ს ექსკლუზიურად შესთავაზებს. ახალი აქცია 3 თვე გაგრძელდება.
სრულად ნახვა…

საქართველოში მაღალი კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა არ გაზრდილა

ავტოიმპორტიორები 2010 წელს განსხვავებულად აფასებენ
commersant.ge
მიმდინარე წელი ავტოიმპორტიორებისთვის ერთნაირად წარმატებული არ გამოდგა. კომპანიების ნაწილი კრიზისის დაძლევაზე საუბრობს, ნაწილი კი ასეთ განცხადებებს ნაადრევად მიიჩნევს. ავტოიმპორტიორთა განცხადებით, სხვებზე უკეთეს სიტუაციაში ის კომპანიები არიან, რომელთა პროდუქცია საშუალო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. მაღალი კლასისა და შესაბამისად მაღალი ფასის მანქანებზე კი კრიზისის შემდეგ საქართველოში მოთხოვნა ჯერ კიდევ არ გაზრდილა. 
მიმდინარე წლის შედეგებით „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ კრიზისამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, 2008 წლის მეორე ნახევარში ომმა და ფინანსურმა კრიზისმა გაყიდვების მაჩვენებელი მკვეთრად, თითქმის 50%–ით შეამცირა, თუმცა გაცილებით მძიმე 2009 წელი გამოდგა. ამ წელს გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა პრობლემები პროდუქციის მომწოდებლებსაც შეუქმნა. 2008 წელს ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა და იაპონურმა კომპანიებმა კრიზისთან გასამკლავებლად სამთავრობო დახმარებები მიიღეს. 2009 წელს კი კრიზისი გაღრმავდა და ეს დახმარება შეწყდა. გერმანიასა და იაპონიაში ბევრმა ქარხანამ თანამშრომლები შეამცირა და წარმოება შეზღუდა. ბაზარზე მანქანების დეფიციტი გაჩნდა და გაყიდვებიც შემცირდა. 2010 წლის დასაწყისიდან ვითარება გამოსწორდა. წლის მეორე ნახევრიდან კი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დავით გოგინაშვილის განცხადებით, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიმდინარე წლის 11 თვის ფინანსური მონაცემები გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებს 72%–ით აღემატება. მისი განმარტებით, თუკი 2009–2010 წელი კომპანიისათვის თვითგადარჩენის წელი იყო, მომავალი წელი უკვე გაზრდისა და განვითარების წელი იქნება. ამიტომ „იბერია ბიზნეს ჯგუფს“ 2011 წლისთვის ამბიციური გეგმები აქვს.
კრიზისის ნაწილობრივ დაძლევაზე საუბრობს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ გენერალური დირექტორი დავით გიორგობიანი. მისი თქმით, 2007 წლის მაჩვენებელზე გასვლა ჯერ კიდევ ნაადრევია, თუმცა გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 30%–ით გაიზარდა. გიორგობიანის განმარტებით, „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთვის“ ყველაზე მძიმე 2009 წელი და 2010 წლის პირველი ნახევარი იყო. ზაფხულიდან კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, ზრდის ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კომპანიას კრიზისამდელ მაჩვენებელზე გასვლა არ გაუჭირდება.
გაყიდვების ზრდის ტენდენციას „ტოიოტა ცენტრ კავკასიაშიც“ ადასტურებენ. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი გურჩიანის განცხადებით, მიმდინარე წლის მაჩვენებელი გასული წლისას 10%–ი აღემატება, თუმცა ასეთი ზრდა ძირითადად ბოლო რამდენიმე თვის ხარჯზე დაფიქსირდა. მისი თქმით, თუკი ეკონომიკური აფეთქება არ მოხდა და გაყიდვების ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, 2007 წლის მაჩვენებელზე გასვლისათვის 2–3 წელი მაინც არის საჭირო.
რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ commersant.ge-სთან საუბარში „მერსედესის“ ქართულ წარმომადგენლობაში. „აკა–მერსედესის“ კომერციული დირექტორის ლაშა ლომიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით 2010 წელს კომპანიის გაყიდვები პრაქტიკულად არ გაზრდილა. მისი თქმით, სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა ზაფხულის პერიოდში, თუმცა ბოლო თვეების მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე უარესია. ლომიძის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ „მერსედესის“ მანქანები საკმაოდ ძვირადღირებულია და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. ამ კლასის მანქანების ახლით შეცვლას კი ეს სეგმენტი ფინანსური კრიზისის გამო ისევ სიფრთხილით ეკიდება. მისი თქმით, ძნელია იმის თქმა, როდის დაუბრუნდება კომპანია 2008 წლის მონაცემებს, როცა გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სრულად ნახვა…

Kia ავტომობილებს აუქციონზე გაყიდის

სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე საავტომობილო კომპანია Kia Motors-ი ახალ ავტომობილებს აუქციონ Ebay-ს საშუალებით გაყიდის, რათა აშშ-ში საკუთარი ბრენდის ცნობადობა გაზარდოს. 
საიტებზე Ebay-სა და kia.ebay.com-ზე საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი უკვე დაარეგისტრირა აშშ-ში „კიას“ 300-მა დილერმა.
ამერიკულ ბაზარზე არსებობის 16 წლის განმავლობაში, Kia-ს წილი შტატებში წელს მაქსიმალურ დონეს მიაღწევს. ბოლო 18 თვის განმავლობაში კი ავტოკონცერნი შვიდ ახალ მოდელს გამოუშვებს, რათა გაყიდვები გაზარდოს. 
უახლოეს მომავალში კომპანია თავისი პირველი სპორტული ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელიც კონკურენციას Mazda MX-5-ს გაუწევს
სრულად ნახვა…

„საქართველოს ბანკი” ავტოსესხებზე უნიკალური შეთავაზების შესახებ აცხადებს

სს “საქართველოს ბანკმა”, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ავტოსესხებზე ახალი შეთავაზების შესახებ განაცხადა. 18 ოქტომბრიდან, “საქართველოს ბანკი” მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შანსს მარტივად შეცვალოს ძველი ავტომობილი ახლით. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს ექნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გასინჯოს და მოირგოს 2011 წლის ავტომობილების მოდელები, რისთვისაც მომხამრებელმა  საკმარისია დარეკოს “საქართველოს ბანკში” 444 444-ზე და ჩაეწეროს Test Drive -ზე, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. Test Drive შედგება ყოველდღე, Toyota-s, Hyundai-ს და Kia-ს ავტოცენტრებში. სურვილის შემთხვევაში, მომხამრებელს აქვს შესაძლებლობა იქვე გაცვალოს საკუთარი ძველი ავტომობილი ახალში. “საქართველოს ბანკი” ადგილზევე, პირადობის მოწმობის საფუძველზე, დააფინანსებს ძველსა და ახალ ავტომობილებს შორის ფასის სხვაობას, ავტოსესხის სპეციალურად ამ შეთავაზებისთვის შექმნილი პირობებით: სესხის გაცემის გამარტივებული პროცედურა, სესხის ვადა - 60 თვემდე, საპროცენტო განაკვეთი - 0%-დან, თანამონაწილოება- შესაძენი მანქანის ღირებულების 20-%-დან. Test Drive-ში მონაწილე 2011 წლის ავტომობილებია Toyota-ს მარკის მოდელები: Yaris, Corolla, Camry, Rav4, Prado, Land Cruiser 200; Hyundai-ს მარკის მოდელები: Sonata, ix35, i20; Kia-ს მარკის მოდელები: Cerato, რომელსაც მალე დაემატება მანქანები Sportage და Optima.



სრულად ნახვა…

ბილბორდები ავტომობილებზე (ვიდეო)

მარკეტინგის სფეროში ახალი იდეები ყოველტვის საჭიროა. დღემ მე მოგაწვდით კიდევ ერთ იდეას ბილბორდები ავტომობილებზე. ძალიან კარგი სარეკლამო საშუალებაა. ეს უკვე გამოიყენება რამოდენიმე ქვეყანაში, მაგრამ ჯერ საქართველოში არ შემოსულა. (რავი მე არ მინახავს ყოველშემთხვევაში) შეგიძლიათჩამოაყალიბოთ ბანერების სისტემები ავტომობილებზე. ეს იდეა ზალიან საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, რომელტაქ აქვთ მაგალითად ტაქსების ქსელი და აშშ.  იხილეთ ვიდეო აღნიშნულ თემაზე და შეაფასეთ. ვიდეო სრულიადში...





სრულად ნახვა…

ბრილიანტის Mercedes-Benz SL600

მერსედესი უშვებს ბრილიანტისგან გაკეთებულ მოდელს. 
Mercedes-Benz SL600 brilliant
გამოფენაში რომელიც მოეწყო ჩინეთში (ტოკიო) მერსედესმა გამოიყვანა 2 საკმაოდ უჩვეულო და უაზროთ ზვირფასი მოდელები Mercedes-Benz SL600 brilliant. იუველურ მაღაზიაში გაკეთებული ტელეფონები აღარავისთვის აღარაა უცხო. მაგრამ მერსედესმა გააკეთა სუპერ მანქანა. ის არის ბაჯაღლო ოქროსგან გაკეთებული რომელიც მორთულია ბრილიანტებით. მასში არის 300.000 მეტი სვაროვსკის ბრილიანტი. იუველირები არაერთი თვე ალაგებდნენ კრისტალებს მანქანაზე რადგან მიეცად იდეალური ფორმა და მანქანაც მართლა ბრილიანტის ყოფილიყო!
და დამიჯერეთ ამ მანქანის ფასი არის მართლაც ძალიან დიდი.  სურათები სრულიადში


სრულად ნახვა…

ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა (ვიდეოგაკვეთილი)



 ყველამ კარგად იცის ვისაც  უცხოური ავტომობილი ყავს ან ყოლია რომ თანამედროვე ავტომობილები კომპიუტერით არის აღჭურვილი სადაც დევს პროგრამა რომელიც ხელს უწყობს ავტომობილის სხვადასხვა აგრეგატის გამართულ მუშაობას. მაგრამ არც თუ იშვიათად კომპიუტერი სხვადასხვა მიზეზების გამო ხშირად გამოდის მწყობრიდან. 
.           იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიაკითხავთ ავტო ხელოსანს რომელსაც სათანადო ხელსაწყო არ გააჩნია, უარეს შემთხვევაში დეფეკტის მიზეზის პოვნაში, შეიძლება ნახევარი მანქანა დაშალოს და მერე გითხრათ რომ კომპიუტერია დაზიანებული, უკეთეს შემთხვევაში პირდაპირ მიხვდეს და გთხოვოთ კომპიუტერის გამოცვლა, ან კიდევ სადმე დიდ ავტო ცენტრში გაგიშვათ ავტო დიაგნოსტიკაზე. ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა ავტომოყვარული ზარალდება და ზარალი არც თუ ისე ცოტაა რამოდენიმე ასეული დოლარი, გააჩნია რა წლოვანების და რა მარკის ავტომობილს ფლობთ. 
            მაგრამ ყოველივე ასეთი დისკომფორტიდან  არსებობს გამოსავალი კომპიუტერული დიაგნოსტიკა, მცირე ზომის ხელსაწყო რომელშიც ჩაპროგრამებულია სხვადასხვა მარკის ავტომობილის კომპიუტერული პროგრამები, რის მეშვეობითაც შედიხართ ავტომობილის პოგრამის მეხსიერებაში შლით დაზიანებულ პროგრამას და წერთ ახალს, ეს სულ რამოდენიმე წუთის საქმეა ამის შემდეგ თქვენი ავტომობილი ისევ ძველებურად გემსახურებათ 
     რა თქმა უნდა ეს მომსახურეობა ჩვენთან არის მაგრამ ის ძალიან ცოტაა და ძირითადად მსხვილ ავტოცენტრებშია და თავისთად ძვირია .ის თანამედროვე დიაგნოსტიკის მოწყობილობა რომელიც მე მოვიძიე სამხრეთ კორეისია და დაახლოებით 6000დოლარი ღირს
>

georgianbusiness.com





რეკომენდირებული სტატიებიhttp://bizideebi.blogspot.com/search/label/ვაჭრობა
სრულად ნახვა…

ეკო–მანქანები. მომავლის ტრანსპორტი

უკვე ბევრი ავტომწარმოებელი ფიქრობს ასეთი მანქანების მასიურ წარმოებაზე, რომელიც იქნება, როგორ ეკონომიური ასევე ზიანს არ მიაყნებს გარემოს. ასეთი მანქანები უკვე არსებობს მაგრამ ჯერაც ვერ იდგამს ფეხს საერტაშორისო ბაზარზე ამიტომაც დროა ალბათ დავფიქრდეთ ამ საკითხზე. ვისაც ეხერხება მათ შეუძლიათ სხვადასხვა ფირმებს შესთავაზონ ასეთი მანქანების დიზანი, ძრავის სახე და აშშ. დარწმუნებული იყავით საინტერესო პროექტის შემთხვევაში ისნი ძალიან სწრაფათ აითვისებენ თქვენ წინადადებას.








სრულად ნახვა…

გააკეთეთ ავტომანქანების სერვისცენტრების ქსელი


ავატომანქანის შეკეთება დღეს ბევრ სირთულეს უკავშირდება. მათ შორის განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის. უსუფთაო გარემო, ნაკლებად სანდო ხელოსნები, რომლეთაგან მნიშვნელოვან ნაწილს ერთი სული აქვს რამე მოგატყუოს და რაც ყველაზე მთავარია არავინ არ არის პასუხისმგებელი შეკეთების ხარისხზე. კარგი იქნება თუ ვინმე გააკეთებს ერთიან ქსელს ისეთი სერვისცენტრების, სადაც ერთიან სტანდარტებში და ერთიანი ბრენდის ქვეში იქნება გაერთიანებული კვალიფიციური ხელოსნები, ადეკვატური გარემო და საიმედო მომსახურება. ამისათვის კი სულ არ არის საჭირო ახალი ცენტრების მშენებლობა.

საკმარისია მოიფიქროთ რამე დასახელება ასეთი ქსელისთვის, იქირავოთ რომელიმე არსებული ერთი ცენტრი და დაიწყოთ მის ბაზაზე მომსახურების სტანდარტების შექმნა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ თქვენი ახალი ბრენდის აქტიური რეკლამირება ერთის მხრივ და თქვენთვის საინტერესო პროფილაქტიკების მფლობელებთან მოლაპარაკებები პარალელურად.

რაც უფრო ცნობადი იქნება თქვენი ბრენდი მით უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების თქვენთვის სასურველი შედეგებით დასრულება. სავარაუდოდ ბევრი მფლობელი მოგაქირავებთ თავის სერვისცენტრს რის შემდეგაც უკვე ხელოსნებთან მოლაპარაკებებზე შეგიძლიათ გადახვიდეთ.

ხელოსნებიდან ყოველთვის ჯობს დაიტოვოთ დაუზარელი და მონდომებული შეგირდები ვიდრე დიდი ხნის გამოცდილი მაგრამ ისეთი ხელოსნები, რომლებისთვისაც თქვენი მომსახურების წესების მიღება ძნელი იქნება.

ქსელის გაკეთება უმჯობესია დასაწყისში თბილისში ერთი და დიდ ქალაქებში თითო ცენტრით დაიწყოთ. რის შემდეგაც თბილისში შეიძლება დაამატოთ 2-3 და შედარებით პატარა ქალაქებშიც გააკეთოთ შეზუღული მომსახურების სპექტრის მქონე წერტილები.

ყველაზე მნიშვნელოვანია ბრენდის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა რაც აუცილებლად მოიცავს:

ა) მომსახურების ხარისხის მუდმივ და ძალიან სკურპულოზურ კონტროლს. რაც თავის მხრივ მოიცავს მუდმივ უკუკავშირს მომხმარებელთან;

ბ) ცნობადობის მუდმივ ამაღლებას.

გ) სერვისცენტრების და მომსახურების წერტილების გეგმაზომიერ გაფართოვებას

რაც შეეხება გაყიდვებს. თქვენი უპირველესი კლიენტები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ხარისხიანი მომსახურება უნდა შესთავაზოთ ერთის მხრივ ზარალის შეფასების, ხოლო მეორეს მხირვ ნაავარიები მანქანების აღდგენის მიმართულებით.

მეორე დიდი ჯგუფი იქნება სამთავრობო და კორპორატიული სექტორი, რომელსაც ესაჭიროვება ჩამოყალიბებული იურიდიული სტატუსის მქონე, ხარისხზე პასუხისმგებელი პარტნიორი ავტოპარკის მომსახურებისათვის.

ამ ორი სეგმენტის ათვისების შემდეგ შეგიძლიათ საცალო ბაზაზეც გადახვიდეთ და მოსახლებოს ფართო

ფენებს შესთავაზოთ სტანდარტული ხარისხის, მისაღები ფასების მომსახურება შეკეთების ხარისხის გარანტიით.
სტატიის რეიტინგი

წარმატებები ბიზნესში!!!

წყარო:startup.ge
სრულად ნახვა…

პირადი მძღოლის ალტერნატივა


საჭიროა თუ არა პირადი მძღოლის ყოლა სამსახურში? თუ ეს საშუალო ან დიდი კომპანიაა, რომელშიც თანამშრომლებს პერიოდულად შეხვედრებზე უწევს სიარული ან კიდევ პერსონალს სხვა და სხვა სახის სამეურნეო საკითხებზე რათქმაუნდა მძღოლის ყოლა აუცილებელია. მძღოლი იზრუნებს თქვენს უსაფრთხოდ მიყვანაზე დანიშნულების ადგილას, დაგელოდებათ, ზედმეტ ნერვიულობას აგაცილებთ თავიდან , მითუმეტეს ახლანდელ საცობებში და ა.შ. ამითი იმის თქმა მინდა რომ პირადი მძღოლის მომსახურება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის უკეთ წარმართვისათვის.

ეხლა კი ბიზნეს იდეა: კრიზისის ფონზე კომპანიები სულ უფრო უფიქრდებიან საკითხს, როგორ გააკეთონ ეკონომია. გთავაზობთ შექმნათ ცენტრალიზებული ტაქსების მომსახურების სერვისი.

საჭიროა შეუთანხმდეთ ტაქსო კომპანიებს რომ გადაუხდით თვეში მოჭრილ თანხას მაგ 500 ლარს და როცა თქვენს კლიენტს დასჭირდება ახლოს მდებარე ტაქსი უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას და წამოიყვანოს პიროვნება შეხვდრაზე თუ სადმე კიდე. არც ერთ ტაქსო კომპანიას არ აქვს 100% დატვირთვა, და არც 70%-იც კი. შესაბამისად თქვენი შეთავაზებით მათ დამატებით შემოსავალს პირდება. კონტაქტი შეიძლება ქონდეთ რამოდენიმე კომპანიასთან.

რაც შეეხება კიდე კომპანიებს, მათ უნდა ყოველთვიური მოჭრილი გადასახადი გამოართვათ იმისდა მიხედვით თუ რა დატვირთვა ექნებათ თვის განმავლობაში.

ბიზნენის დაწყებამდე საჭიროა ზუსტი გათვლების გაკეთება.
სრულად ნახვა…