სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე საავტომობილო კომპანია Kia Motors-ი ახალ ავტომობილებს აუქციონ Ebay-ს საშუალებით გაყიდის, რათა აშშ-ში საკუთარი ბრენდის ცნობადობა გაზარდოს.
საიტებზე Ebay-სა და kia.ebay.com-ზე საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი უკვე დაარეგისტრირა აშშ-ში „კიას“ 300-მა დილერმა.
ამერიკულ ბაზარზე არსებობის 16 წლის განმავლობაში, Kia-ს წილი შტატებში წელს მაქსიმალურ დონეს მიაღწევს. ბოლო 18 თვის განმავლობაში კი ავტოკონცერნი შვიდ ახალ მოდელს გამოუშვებს, რათა გაყიდვები გაზარდოს.
უახლოეს მომავალში კომპანია თავისი პირველი სპორტული ავტომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელიც კონკურენციას Mazda MX-5-ს გაუწევს