გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია MacOS X პლატფორმისათვის
Mac OS X პლატფორმისათვის, გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია ახალი ინტერფეისით, რომელიც აადვილებს პროგრამის მოხმარებას და უფრო მეტად შეესაბამება Mac სტანდარტებს. პროგრამა ერთ მთლიან ფანჯარაშია გაერთიანებული და სისტემის მისამართების წიგნს იმისათვის იყენებს, რომ მომხმარებელმა შეძლოს დაურეკოს, გაუგზავნოს ტექსტური შეტყობინებები და SMS მეგობრებს მათი სტატუსის მიუხედავად.ახალ ვერსიას უკვე აქვს საკონფერენციო ვიდეო ზარების ფუნქცია - რა თქმა უნდა Skype-ის ბოლო ვერსიასთან Windows-ზე და მიმდინარე ბეტაზე მაკისთვის.ამის გარდა განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: ახალი მართვის პანელი ზარების მართვის ღილაკებით; სწრაფი ძიება ჩატში და ძველი შეტყობინებების მოხერხებული დათვალიერება; შეტყობინებების ოფლაინ მიწოდება;კონტაქტების პერსონალიზაცია; გაწყვეტილ ზარებზე სწრაფი დაბრუნება; მცურავი პანელი „კონტაქტების მონიტორი“, რომელიც ონლაინში მყოფი მეგობრებსა და ჯგუფებს აჩვენებს.
კატეგორია:
ახალი ტექნოლოგიები