უნიქარდის ახალი აქცია თქვენი უბნის მარკეტებში
ყოველ ჯამურად დაგროვილ 5 ქულაზე დამატებითი 5 ქულა საჩუქრად
უნიქარდმა პარტნიორ სუპერმარკეტებში მორიგი წამახალისებელი აქცია დაიწყო. "უნიქარდის აქცია თქვენი უბნის მარკეტებში" ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და 10 ნოემბერს დასრულდება.
ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი ყოველ ჯამურად დაგროვილ 5 ქულაზე უნიქარდისგან საჩუქრად დამატებით 5 ქულას მიიღებს. საჩუქარი ქულები კი ანგარიშზე მეორე დღესვე დაერიცხებათ.
აქციაში მონაწილეობს ყველა უბნის მარკეტი და სუპერმარკეტი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, მათ შორის, იოლი, იბისი, ბიგ ბენი, მეგამარკეტი, 2 ნაბიჯი, ჯორჯიტა, ბი ენდ ბი, კარიბჭე, კოდა, თეგა, ზემელი, ბიფესი და სხვა 70-ზე მეტი სუპერმარკეტი, გარდა გუდვილისა და ჯი.მარტის სუპერმარკეტებისა.
აქციის პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა შეამოწმოს მარკეტებში ჯამურად დაგროვილი ქულები სმს-ის მარკეტ ან გაგზავნით ნომერზე 5552-ზე.
კატეგორია:
ფასდაკლებები