„თეგეტა მოტორსი“ და „იუნიქარდი“ ერთობლივ აქციას იწყებენ


10 თებერვლიდან - 10 მარტამდე „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს 10 %-იან ფასდაკლებას ავტოსათადარიგო ნაწილებსა და სერვისზე. კომპანია მომხმარებელს საჩუქრებსაც შესთავაზებს.
აქციას „თეგეტა მოტორსი“ და „იუნიქარდი“ ერთობლივად ატარებენ.. აქცია ვრცელდება მსუბუქ ავტომობილებზე „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. აქციის ფარგლებში მომხმარებლები მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას  მსუბუქი ავტომობილის სათადარიგო ნაწილებსა და სერვისზე, გასამმაგებულ ქულებს „იუნიქარდზე“ და საჩუქრებს „თეგეტა მოტორსისგან“ სიმბოლურ ფასად, 10 თეთრად. 
სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებშიც „სონაქსის“ პროდუქცია ერთიანდება, დახარჯული თანხის მიხედვით გაიცემა. 10-დან 14 თებერვლამდე აქცია ვრცელდება მხოლოდ ცენტრალურ და ვაკის ფილიალებში, ხოლო 14 თებერვლიდან ძალაში შევა მთელი საქართველოს მასშტაბით. „თეგეტა მოტორსის“ ვერცხლის ბარათის მფლობელები ისარგებლებენ 5%-იანი ფასდაკლებით, ხოლო ოქროს ბარათის მფლობელები მიიღებენ მხოლოდ სასაჩუქრე ნაკრებებს. 
გერმანული ბრენდი „სონაქსი“ ავტომობილის მოვლის უმაღლესი ხარისხის საშუალებებს აწარმოებს. „თეგეტა მოტორსი“ საქართველოში „სონაქსის“ ექსკლუზიური წარმომადგენელია.

სრულად ნახვა…

“მობიფეი" მომხმარებელს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს


“მობიფეი" მომხმარებელს "თბილისი ცენტრალის" მაღაზიებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს.
აქცია დღეს იწყება და 15 მაისამდე გაგრძელდება. "მობიპეით" გადახდის შემთხვევაში "თბილისი ცენტრალში" არსებულ პარტნიორ მაღაზიებსა და სწრაფი კვების ობიექტებში 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ამასთან, მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება "მობიპრიზის" მიმდინარე აქციაში, რომელიც 31 მაისამდე გაგრძელდება და 55 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს გამოავლენს. მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისარგებლებენ "მობიპეით", დასაჩუქრდებიან მობიპრიზებით - როგორიცაა მოგზაურობა თურქეთში, საყოფაცხოვრებო და გასართობი ტექნიკა და სხვა.

სრულად ნახვა…

„ჯინსის“ გალერეაში მომხმარებელი „უნიქარდზე“ გაზრდილ ქულებს მიიღებს

დღეიდან 14 დეკემბრის ჩათვლით „უნიქარდი“ „ჯინსის გალერეის“ მაღაზიათა ქსელში გაზრდილი ქულების აქციას ჩაატარებს. "ჯინსის გალერეის" მაღაზიათა ქსელი მოიცავს რვა მაღაზიას თბილისში და ერთს ბათუმში.
„ჯინსის გალერეის" მომხმარებელს საშუალება ეძლევა, შეიძინოს ექსკლუზიურად წარმოდგენილი  Levi`s-ის,  Dockers-ის, Lee-ს, Wrangler-ის, Rifle-ის, Falke-სა და Burlington-ის  ორიგინალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები და “უნიქარდზე” ყოველ 10 ლარზე 4 ქულა დააგროვოს.
სრულად ნახვა…

უნიქარდის ახალი აქცია თქვენი უბნის მარკეტებში

ყოველ ჯამურად დაგროვილ 5 ქულაზე დამატებითი 5 ქულა საჩუქრად

უნიქარდმა პარტნიორ სუპერმარკეტებში მორიგი წამახალისებელი აქცია დაიწყო. "უნიქარდის აქცია თქვენი უბნის მარკეტებში" ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და 10 ნოემბერს დასრულდება.  

ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი ყოველ ჯამურად დაგროვილ 5 ქულაზე უნიქარდისგან საჩუქრად დამატებით 5 ქულას მიიღებს. საჩუქარი ქულები კი ანგარიშზე მეორე დღესვე დაერიცხებათ. 

აქციაში მონაწილეობს ყველა უბნის მარკეტი და სუპერმარკეტი, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, მათ შორის, იოლი, იბისი, ბიგ ბენი, მეგამარკეტი, 2 ნაბიჯი, ჯორჯიტა, ბი ენდ ბი, კარიბჭე, კოდა, თეგა, ზემელი, ბიფესი და სხვა 70-ზე მეტი სუპერმარკეტი, გარდა გუდვილისა და ჯი.მარტის სუპერმარკეტებისა. 

აქციის პერიოდის განმავლობაში მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა შეამოწმოს მარკეტებში ჯამურად დაგროვილი ქულები სმს-ის მარკეტ ან  გაგზავნით ნომერზე 5552-ზე.
სრულად ნახვა…

"პოპულში" ფასები ეცემა!


დაზოგვის 4 სხვადასხვა გზა

ბოლო დროს კომპანია "პოპული" თავის მომხმარებელს ბევრი საინტერესო სიახლით ანებივრებს. ყველა შენიშნავდა, რომ "პოპულის" სავაჭრო ქსელმა ვიზუალური ცვლილება განიცადა: შეიცვალა მაღაზიების ფასადები, ლოგოტიპი, კორპორატიული ფერები და სხვა.  თუმცა სიახლე მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით როდია. სიახლეებია "პოპულში" საფასო პოლიტიკის თვალსაზრისითაც, რაც მომხმარებელს ოთხი სხვადასხვა მიმართულებით დაზოგვის საშუალებას აძლევს. 

მაგალითად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ფასი, "პოპული" სთავაზობს აქციას "პოპ-ფასი", რაც ნიშნავს ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასში. თუ მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ბრენდი, "პოპული" სთავაზობს აქციას "პოპ-ბრენდი", ანუ ყველაზე ბრენდულ პროდუქციას საუკეთესო ფასად. ხოლო, თუ მომხმარებელი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც პროდუქციის ფასს, ისე ბრენდს, "პოპული" მას სთავაზობს აქციას - "შოკ-ფასი" - ყოველ ოთხშაბათს, ერთი ბრენდული პროდუქტი წარმოუდგენელ ფასად. და ეს ყველაფერი როდია, ამიერიდან "პოპულის" მიერ წარმოებული ყველა მზა კერძი, საღამოს 8 საათიდან 12 საათამდე, 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. ასე რომ, ეს "პოპულია" - თქვენი ყოველდღიური არჩევანი.

ლიკა მიქაუტაძე (კომპანია "პოპულის" მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი): "დავიწყეთ ახალი საფასო პოლიტიკა, რომელიც მუდმივია და აუცილებლად დააინტერესებს ჩვენს მომხმარებელს. იმისათვის, რომ ვიზუალურ ცვლილებას მოჰყვეს ლოიალური ნაბიჯი მოხმარებლის მხრიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ ფასებზე განსაკუთრებული აქცენტი გაგვეკეთებინა და წამოვიწყეთ კამპანია - "პოპულში" ფასები ეცემა". 

პირველი საფასო სიახლე, რასაც მომხმარებელს ვთავაზობთ, გახლავთ "პოპ-ბრენდი". სწორედ ასე ჰქვია ფასდებულს, რომელზეც გამოსახულია ვარსკვლავი და ის დაახლოებით 200 სხვადასხვა დასახელების პროდუქტს მიენიჭება. ეს ის პროდუქტებია, რომელთაც მომხმარებელი კარგად იცნობს, ბაზარზე ბრენდია და ყველაზე კარგად იყიდება ჩვენს ქსელში, მაგალითად: "რაფაელო", "ნაბეღლავი", "დანონი", "შირნჰოფერი", ზეთი "ოლეინა" და ა.შ. "პოპ-ბრენდის" ფასდებულით აღნიშნულ პროდუქტებს მომხმარებელს ჩვენს ქსელში განსაკუთრებულად დაბალ ფასად შევთავაზებთ. ეს იქნება ფასი, რომელიც ნებისმიერ საცალო მაღაზიას თუ საბითუმო ბაზარს გაუწევს კონკურენციას. 

ანუ იქ, სადაც მომხმარებელი ვარსკვლავიან ფასდებულს ნახავს, ეცოდინება, რომ შეიძენს ცნობილ ბრენდს წარმოუდგენლად დაბალ ფასად.
კიდევ ერთი სიახლე გვაქვს საფასო პოლიტიკაში, ეს არის ფასდებული, რომელზეც გამოსახულია გოჭი-ყულაბა, ანუ ფულის დაზოგვის სიმბოლო. ამ ფასდებულით აღნიშნული პროდუქციის ჯგუფში შესაძლოა ცნობილი ბრენდი არ დაგხვდეთ, მაგრამ აღმოაჩენთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მთელ თბილისში, ამ კონკრეტულ კატეგორიაში ყველაზე იაფი იქნება. 

მაგალითად, თუ პირველ საფასო კატეგორიაში "პოპ-ბრენდი" მოხვდება სარეცხი ფხვნილი "არიელი", "პერსილი" და სხვა ცნობილი ბრენდი, "პოპ-ფასი" ყველაზე იაფფასიან სარეცხ ფხვნილს, მაგალითად, "პემოსს" მიენიჭება. შესაბამისად, თუ "პოპ-ბრენდი" ყველაზე მაღალ და გამოსაჩენ თაროზე დახვდება მომხმარებელს, "პოპ-ფასით" აღნიშნულ პროდუქციას ყველაზე დაბალ თაროზე შემოვდებთ. საბოლოო ჯამში მომხმარებელი გოჭისა და ვარსკვლავის საფასო ნიშნებით შეძლებს სწრაფად დაინახოს და გამოარჩიოს ეს პროდუქცია სხვა კატეგორიის პროდუქტებისგან. 

"პოპულის" მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა არჩევანი საკუთარ ჯიბეს მოარგოს. აღნიშნული საფასო პოლიტიკა პროდუქციის ყველა ჯგუფში გატარდება. კიდევ ერთი სიახლე "პოპულის" საფასო პოლიტიკაში "პოპ-შოკია". დაახლოებით ერთი თვეა, ყოველ ოთხშაბათს, ყველა ჩვენს მაღაზიაში, ერთ კონკრეტულ პროდუქტზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას ვაკეთებთ. ამის შესახებ ერთი დღით ადრე, ჩვენს მომხმარებელს ინფორმაციას რადიოს საშუალებით ვაწვდით.  

მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ასეთი აქცია გვქონდა ბანანზე და კილოგრამს ერთი დღის განმავლობაში 2,49 თეთრად ვყიდდით, აქციაში იყო შაქარიც, რძეც. ეს აქცია პერმანენტულად გაგრძელდება და "პოპულის" შოკური ფასდაკლების აქცია მოიცავს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც ყველაზე ხშირად შედის მომხმარებელთა სასურსათო კალათაში. 

"პოპული" მომხმარებელს დაზოგვის კიდევ ერთ საშუალებას სთავაზობს. ამიერიდან ყოველდღე, საღამოს 8 საათის შემდეგ, ღამის 12 საათამდე, ყველაფერი, რისი წარმოებაც "პოპულში" ხდება: პური, ხაჭაპური, მზა ცხელი თუ ცივი კერძები 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება, რასაკვირველია, ეს ეხება მხოლოდ "პოპულის" მიერ წარმოებულ ცხელ და ცივ კულინარიას.

ახალი საფასო პოლიტიკა აღნიშნული ოთხი მიმართულებით დროში შეზღუდული არ არის და გაგრძელდება მანამ, სანამ მომხმარებელი თავად არ გვიკარნახებს რაიმე ახალს. ყველა ეს სიახლეც ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით დაინერგა, რაც სხვადასხვა გამოკითხვისა და კვლევის საფუძველზე გამოვავლინეთ. მეტი ლოიალობისთვის ქართველი მომხმარებელი ითხოვს მეტ სარგებელს და ეს მეტი სარგებელი ჯამში არის ის კამპანია, რომელსაც ჰქვია "პოპულში" ფასები ეცემა". 

ხალხს აქვს დაზოგვის ოთხი მიმართულება და სურვილის შესაბამისად, შეუძლიათ აირჩიონ ის, რაც სურთ მოცემულ ეტაპზე. ამით "პოპული" კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ქსელი ყველა სოციალური ფენის მომხმარებელზეა გათვლილი. ჩვენ ვართ სახალხო ქსელი და ამ ახალი საფასო პოლიტიკით გვინდა ვაჩვენოთ მომხმარებელს, რომ ლამაზ, კომფორტულ გარემოში გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია სულაც არ ნიშნავს, რომ აქ ფასებიც მაღალია. 

ხალხზე ზრუნვის პოლიტიკას ემსახურება ჩვენი ახალი სწრაფი კვების ობიექტი "გაამოთ", სადაც 6-7 ლარად ადამიანს საშუალება ეძლევა სწრაფად ისადილოს ან წაიხემსოს, ან სულაც ისარგებლოს თაკე აწაყ სერვისით და მოხერხებულად წაიღოს ცხელი თუ ცივი კერძები თან. გაყიდვების სწრაფმა ზრდამ გვიჩვენა, რომ ახლო მომავალში "გაამოთ" კიდევ ბევრ ადგილას გაიხსნება. ასე რომ, "პოპულის" მომხმარებელი აუცილებლად მოარგებს თავის ჯიბეს ჩვენთან არსებულ ფასებს."  

კომპანია "პოპულიმ" ახალი საწარმოც შექმნა, სადაც 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის 4000 კვ. მეტრზე განთავსებული საწარმო, სადაც ხდება ხილ-ბოსტნეულის, ხორცის, თევზის, მზა საჭმელების, პურ-ფუნთუშეულისა და სხვადსხვა პროდუქციის წარმოება და შემდეგ "პოპულის" მთელი სავაჭრო ქსელის ამ საწარმოდან მომარაგება. 

საწარმოში ყველა დეპარტამენტს უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალი ხელმძღვანელობს, რომელიც თავიდან ბოლომდე აკვირდება წარმოების პროცესს. მაგალითად, ხორცის პროდუქტების წარმოებას ბელგიელი სპეციალისტი ხელმძღვანელობს, პურპროდუქტებს - გერმანელი, ხოლო ხილისა და ბოსტნეულისგან დამზადებული პროდუქციის წარმოებას ფრანგი. და რაც მთავარია, ისინი დროებით, კონსულტანტის რანგში მოწვეული სტუმრები კი არ არიან, არამედ "პოპულის" შტატიანი თანამშრომლები. 

"პოპულის" მენეჯმენტის განცხადებით, ამ თანამედროვე გადამამუშავებელი ცენტრის სრული ამუშავება ახალი ტვირთსიმძლავრეებით და საზოგადოებისათვის წარდგენა ნოემბრის შუა რიცხვებამდე  მოხდება.
სრულად ნახვა…

`სილქნეტის` უკაბელო ტელეფონის ფასმა დაიკლო

ნოემბრის თვეში კომპანია „სილქნეტი“ აბონენტებს სხვადასხვა სიახლეს სთავაზობს. ცვლილებები ასევე შეეხო უკაბელო ტელეფონის ფასსაც. ნოემბრიდან მომხმარებლებს „სილქნეტის“ უკაბელო ტელეფონის შეძენა კომპანიის ნებისმიერ სერვის ცენტრში, უკვე 40 ლარად შეუძლიათ, საჩუქრად კი ისინი ყველა მობილურ ოპერატორთან 2 საათამდე უფასო სასაუბრო დროს იღებენ.„სილქნეტის“ უკაბელო ტელეფონის მთავარი უპირატესობა შიდა ქსელში უფასო საუბრებია. მომხმარებლებს საშუალება აქვთ „სილქნეტის“ 450 000 აბონენტთან ისაუბრონ უფასოდ და ასევე ისარგებლონ ყველაზე დაბალი ტარიფებით მობილურსა და საერთაშორისო ზარებზე. აბონენტებს შეუძლიათ სამი პაკეტიდან აირჩიონ მათთვის სასურველი. 15 ლარიანი მომსახურების პაკეტის ჩართვისას, კომპანია აბონენტებს ყოველ თვე მობილურ ოპერატორებთან ნახევარ საათიან სასაუბრო დროს, 150 SMS-ს, 10 %–იან ფასდაკლებას საერთაშორისო ზარებზე და  ოქროს ნომერს გადასცემს საჩუქრად.
სრულად ნახვა…

„ელიტ ელექტრონიქს“- ში DELL-ისა და ASUS-ის ლეპტოპებზე წამახალისებელი აქცია დაიწყო

დღეიდან ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს. 
მენეჯმენტის ცნობით, DELL-ისა და ASUS-ის ნებისმიერი ნოუთბუქის შეძენისას მომხმარებლები სილქნეტის DSL უფასო ინსტალაციასთან ერთად, დამატებით საჩუქრად 2 თვიან ეკონომპაკეტს მიიღებენ. აქცია 1 თვის განმავლობაში გაიმართება და 15 დეკემბერს დასრულდება.
”სხვადასხვა ტიპის წამახალისებელი აქციებით მომხმარებლებს ხშირად ვანებივრებთ, ამჯერად მორიგი აქცია კომპიუტერულ ტექნიკაზე დავიწყეთ. გვაქვს სიახლეც -  რამდენიმე დღეში ქსელში DELL-ის 35-მდე მოდელიდან, 15 ექსკლუზიური მოდელი გექნება წარმოდგენილი, რომელთა ფასიც 699 ლარიდან  დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდის ნოუთბუქები ხარისხის, შესაძლებლობებისა და ფასის საუკეთესო შეფარდებაა” - აცხადებეს კომპანიის დირექტორის პირველი მოადგილე დავით კენჭაძე.DELL-ისა და ASUS-ის  გარდა, ”ელიტ ელექტრონის”-ის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია SONY-ს,  ACER - ის,  HP - ის ლეპტოპების საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
სრულად ნახვა…

„LCD ტელევიზორი ყველასთვის“ ინოვაციურ ფასად

„LCD ტელევიზორი ყველასთვის“ ამ სლოგანით ტექნობუმის მაღაზიათა ქსელში საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილესი მმწარმოებელის ვესტელის აქცია მიმდინარეობს.ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ყველას შეუძლია ისარგებლოს ამ ინოვაციური შემოთავაზებით და 32 დიუმიანი ვესტელის LCD ტელევიზორი შეიძინოს მხოლოდ 699 ლარად, 3 წლიანი გარანტიით, მაშინ როცა ანალოგიური მონაცემების LCD ტელევიზორების ფასები 850 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. პრივატ ბანკის შეღავათიანი განვადებით კი LCD ტელევიზრი ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი გახდა და  მომხმარებელს თვეში მხოლოდ 37 ლარის გადახდა მოუწევს.კომპანია ”ტექნო ბუმის” ინფორმაციით, აღნიშნულ ინოვაციურ შეთავაზებამ მთელი საქართველოს მასშტაბით დიდ ინტერესი გამოიწვია, რამაც ბუმის მაღაზიებში მომხმარებელთა რიგები შექმნა. ამის გამო, ”ტექნო ბუმის”  მენეჯმენტი  ბოდიშს უხდის თითოეულ კლიენტს, თუმცა აცხადებს, რომ ამით ”ტექნო ბუმის” მომსახურების ხარისხი არ შემცირდება.
სრულად ნახვა…

ახალი ფასები ს.ს.გოლეთიანის მაღაზიათა ქსელში!


მიიღე სრული ინფორმაცია ფასების ცვლილების შესახებ.
Nokia X6 - ფასი: 825ლ 789ლ
Nokia X2 - ფასი: 299ლ 282ლ
Nokia N97 Slim (Mini) - ფასი: 977ლ 927ლ
Nokia N900 - ფასი: 1261ლ 1199ლ
Nokia E72 - ფასი: 829ლ 797ლ
Nokia E71 - ფასი: 627ლ 607ლ
Nokia E66 - ფასი: 597ლ 577ლ
Nokia E52 - ფასი: 595ლ 575ლ
Nokia C6 - ფასი: 677ლ 677ლ 
Nokia C5 - ფასი: 415ლ 402ლ
Nokia 7100 SuperNova - ფასი: 178ლ 169ლ
Nokia 7020 Fold - ფასი: 229ლ 225ლ
Nokia 6730 - ფასი: 437ლ 412ლ
Nokia 6710 Navigator - ფასი: 598ლ 565ლ
Nokia 6700 Gold Classic - ფასი: 1111ლ 1000ლ
Nokia 5530 XpressMusic - ფასი: 515ლ 487ლ
Nokia 5130 XpressMusic - ფასი: 237ლ 227ლ
Nokia 2690 - ფასი: 154ლ 149ლ
Nokia 1800 - ფასი: 85ლ 79ლ


სრულად ნახვა…