„ელიტ ელექტრონიქს“- ში DELL-ისა და ASUS-ის ლეპტოპებზე წამახალისებელი აქცია დაიწყო
დღეიდან ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს.
მენეჯმენტის ცნობით, DELL-ისა და ASUS-ის ნებისმიერი ნოუთბუქის შეძენისას მომხმარებლები სილქნეტის DSL უფასო ინსტალაციასთან ერთად, დამატებით საჩუქრად 2 თვიან ეკონომპაკეტს მიიღებენ. აქცია 1 თვის განმავლობაში გაიმართება და 15 დეკემბერს დასრულდება.”სხვადასხვა ტიპის წამახალისებელი აქციებით მომხმარებლებს ხშირად ვანებივრებთ, ამჯერად მორიგი აქცია კომპიუტერულ ტექნიკაზე დავიწყეთ. გვაქვს სიახლეც - რამდენიმე დღეში ქსელში DELL-ის 35-მდე მოდელიდან, 15 ექსკლუზიური მოდელი გექნება წარმოდგენილი, რომელთა ფასიც 699 ლარიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბრენდის ნოუთბუქები ხარისხის, შესაძლებლობებისა და ფასის საუკეთესო შეფარდებაა” - აცხადებეს კომპანიის დირექტორის პირველი მოადგილე დავით კენჭაძე.DELL-ისა და ASUS-ის გარდა, ”ელიტ ელექტრონის”-ის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია SONY-ს, ACER - ის, HP - ის ლეპტოპების საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები
,
ფასდაკლებები