commersant.ge–ს რეიტინგი: მობილური ტელეფონების ყველაზე პოპულარული მოდელები საქართველოში

ჩინურ მობილურებზე მოთხოვნა შემცირდა
საქართველოში ყველაზე კარგად მობილურ ტელეფონებს შორის Nokia 2700 იყიდება, რომელიც 185 ლარი ღირს. მერე ადგილზე ასევე „ნოკიას“ მოდელი 1280–ა, რომლის ფასიც 55 ლარია. მესამე ადგილზე კი გაყიდვების მოცულობით Samsung B7722–ია – ორბარათიანი „დუოს“ ტელეფონი, რომლის ფასიც 566 ლარია. 
რეიტინგი commersant.ge–მ მობილური ტელეფონებით მოვაჭრე რამდენიმე ობიექტის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.
ყველაზე გაყიდვადი მოდელების ხუთეული ასეთია:
Nokia 2700 (185 ლარი) 
Nokia 1280 (55 ლარი) 
Samsung B7722 (566 ლარი) 
Nokia 3730 (196ლარი) 
Samsung E 1080T (55 ლარი)
მომდევნო ხუთეულში შემდეგი ბრენდების მოდელები შედის:
Sony ericsson
HTC 
Philips  
Motorola
Siemens
მობილური ტელეფონებით მოვაჭრე ქსელებში აცხადებენ, რომ ყველაზე ბევრი მყიდველი დაბალფასიან პროდუქციას ჰყავს. 700 ლარზე ძვირადღირებულ ტელეფონებზე კი კლიენტურის 15–20% მოდის.
„ნოკიას“ ცენტრის ხელმძღვანელის ბონდო გოლეთიანის თქმით, საქართველოში მობილური ტელეფონების ბაზარზე დიდი ხანია „ნოკია“ ლიდერია, რაც, მისი თქმით, მოდელების ყველაზე დიდი (60–მდე მოდელი) რაოდენობით და ასევე ფასების ფართო სპექტრით აიხსნება: ცენტრში წარმოდგენილი ტელეფონების ფასები 55 ლარიდან იწყება და 1500 ლარს აღწევს. არის პრემიუმ–კლასის აპარატები, რომელთა ღირებულებაც 3 000 ლარია. 

„ბაზარზე 1998 წლიდან ვართ და გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე კარგი სერვისით გამოვირჩევით - კერძოდ, მომხმარებელს გაყიდვის შემდგომ მომსახურებას ვთავაზობთ, ასევე ლოიალურები ვართ საგარანტიო ვადის შემდგომ პერიოდში მომსახურების დროსაც,“ – აცხადებს გოლეთიანი.
რაც შეეხება კონკურენციას, მთავარ კონკურენტად ის „სამსუნგს“ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ „ნოკიას“ მობილურებს „სამსუნგი“ სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევს, რადგან, მართალია, „სამსუნგი“ სოლიდური ფირმაა, თუმცა პროდუქციის დიდი დივიზიონი აქვს –  იგი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობს,  „ნოკია“ კი მხოლოდ მობილურებზეა სპეციალიზებული. ამიტომაც, ბონდო გოლეთიანის განცხადებით, „ნოკიას“ ხარისხი ამ პროდუქციის ბაზარზე საუკეთესოა.
კომპანია “ტელეფონის” გაყიდვების მენეჯერის დიანა კელასოვას თქმით, ჩინური მობილურები, რომლებიც ერთ დროს საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო, მყიდველებში დიდი მოთხოვნით აღარ სარგებლობს, რადგან ექსპლოატაციის პროცესში ბევრი წუნი აღმოაჩნდა. თანაც, კელასოვას განცხადებით, ეს აპარატები მაღალი გამოსხივებით გამოირჩევა, ამიტომ მომხმარებელს ურჩევს, იგივე ფასად შედარებით დაბალი კლასის, მაგრამ ცნობილი ბრენდების მობილური აპარატები შეიძინოს.
სრულად ნახვა…

გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია MacOS X პლატფორმისათვის

Mac OS X პლატფორმისათვის, გამოვიდა Skype 5.0 ბეტა ვერსია ახალი ინტერფეისით, რომელიც აადვილებს პროგრამის მოხმარებას და უფრო მეტად შეესაბამება Mac სტანდარტებს. პროგრამა ერთ მთლიან ფანჯარაშია გაერთიანებული და სისტემის მისამართების წიგნს იმისათვის იყენებს, რომ მომხმარებელმა შეძლოს დაურეკოს, გაუგზავნოს ტექსტური შეტყობინებები და SMS მეგობრებს მათი  სტატუსის მიუხედავად.ახალ ვერსიას უკვე აქვს საკონფერენციო ვიდეო ზარების ფუნქცია - რა თქმა უნდა Skype-ის ბოლო ვერსიასთან Windows-ზე და მიმდინარე ბეტაზე მაკისთვის.ამის გარდა განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: ახალი მართვის პანელი ზარების მართვის ღილაკებით; სწრაფი ძიება  ჩატში და ძველი შეტყობინებების მოხერხებული დათვალიერება; შეტყობინებების ოფლაინ მიწოდება;კონტაქტების პერსონალიზაცია; გაწყვეტილ ზარებზე სწრაფი დაბრუნება; მცურავი პანელი „კონტაქტების მონიტორი“, რომელიც ონლაინში მყოფი მეგობრებსა და ჯგუფებს აჩვენებს.
სრულად ნახვა…

Facebook-ის ახალი აპლიკაცია Blackberry-ის მომხმარებლებისთვის

კომპანია RIM-ის განცხადებით, ხელმისაწვდომი გახდა Facebook-ის ახალი აპლიკაცია სმარტფონებისთვის Blackberry. ახალი აპლიკაცია აგებულია წინა ვერსიის საფუძველზე და მოიცავს შემდეგ დამატებებს: სანავიგაციო პანელის განახლება, ძიება გვერდების მიხედვით, ინტეგრაცია საერთო საძიებო სისტემასთან, Facebook-ის გვერდზე მეგობრის ფოტოებისა და გვერდების დათვალიერება. აპლიკაციის საშუალებით BlackBerry-ის მომხმარებლები მიიღებენ ავტომატურ შეტყობინებას მეგობრების სიახლეების და სხვა მოქმედებების შესახებ. ახალი აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია BlackBerry App World-ის საშუალებით.
სრულად ნახვა…

ელ. მენიუ


ქართული ფორუმებისა და სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებში ქექვისას ბევრ საინტერესო იდეას შემოთავაზებას და ბიზნეს წააწყდებით. აი ერთ ერთი მათგანი, რომელსაც forum.ge-ზე წავაწყდი. მე კპირდებით რომ საინტერესო წინადადებებს მომავალშიც შემოგთავაზებთ.




სენსორული მართვა
კერძების დათვალიერება
კომპაქტურობა
შეკვეთის გადაცემა wifi ქსელში
ერთიანი ბაზა

ელ-მენიუს საშუალებით ეძლევა შესაძლებლობა დაათვალიეროს კერძები, გაეცნოს კერძის შემადგენლობას,
თავისით გადაფურცლოს მენიუ და გააგზავნოს შეკვეთა სენსორული მენიუს მეშვეობით

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
მის. თბილისი თარხნიშვილის 9 მე-4 სართული
ტელ 855425398
E-mail: llazika@gmail.com




წყარო: http://forum.ge/?f=41&showtopic=34168748


წარმატებები ბიზნესში!!!


რეკომენდირებული სტატია: ბიზნეს ბლოგი
სრულად ნახვა…

ციფრული წიგნების მაღაზია - სინგულარ ჯგუფის ინოვაციური პროექტი

საქართველოში დროთა განმავლობაში ფეხს იკიდებს და საკმაოდ აქტიურად მკვიდრდება e-reader ტექნოლოგიები. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკები დიდი ხანია რაც არსებობს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს ქართველ სტუდენტებსა და ლექტორებში. არაერთი უნივერსიტეტი ავითარებს საქმიანობას ამ მიმართულებით. მაგალითისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2009 წელს შექმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის გამოყენება არამარტო სტუდენტებს, არამედ უცხო ადამიანებსაც შეუძლიათ. ამჟამად, e-reader-ები საქართველოში მცირე რაოდენობითაა და აქედან გამომდინარე წიგნის ბეჭდური ვერსიები უფრო პოპულარულია, ვიდრე ელექტრონული. ის წიგნები, რომლებიც უფასოა, უმეტესად უნივერსიტეტის პროგრამიდან არის ან მხატვრული წიგნებია. ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთადერთია, რომელიც მომხმარებელს ციფრული ფორმატის სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებები და ინტეგრირებული ბიბლიოთეკის სისტემა. ასევე ილიას უნივერსიტეტში იგეგმება ბიბლიოთეკის ელექტრონული პორტალის შექმნა. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტსაც აქვს ონლაინ ბიბლიოთეკა და მას სტუდენტები ძალიან ეფექტურად იყენებენ. უნივერსიტეტს სპეციალური შეთანხმებები აქვს Oxfordjournals-სა და Cambridgejournals-თან. მისი მუდმივი პარტნიორი კი EBSCO გახლავთ. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტმა 1 500 ლარი გადაიხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ჟურნალების წყაროების გამოყენება შეძლებოდათ მათ სტუდენტებს. ილიას უნივერსიტეტისგან განსხვავებით აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკა დახურულია და ამ  მასალებთან წვდომა მხოლოდ საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ. საშუალოდ დაახლოებით 200-300 სტუდენტი იყენებს ბიბლიოთეკას ქართული და უცხოური გამომცემლობების წიგნების წასაკითხად. უნივერსიტეტის სტუდენტები ონლაინ წყაროებს სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლადაც  ეფექტურად იყენებენ. ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს შორის ძალიან პოპულარულია საიტი lib.ge. როგორც lib.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, ონლაინ წიგნების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო ორი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა. საიტს დღეში 4, 4140-ჯერ სტუმრობენ და 5 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ორი წლის წინ ვიზიტორთა რაოდენობა კი 800 მნახველით განისაზღვრებოდა. რაც შეეხება მულტიმედია მასალას, საიტი ამჟამად მუშაობის რეჟიმშია და იგეგმება ონლაინ-ლექციების და სხვადასხვა რეპორტაჟების დამატება.
საქართველოს უნივერსიტეტებში e-reader ტექნოლოგიების დამკვიდრების საკუთარი პროექტი შეიმუშავა სინგულარ ჯგუფმა შ.პ.ს "წიგნის მაღაზიასთან” ერთად. სინგულარ ჯგუფი მუშაობს ციფრული მაღაზიის აპლიკაციის/სერვისის შექმნაზე, რომელიც ინტეგრირებული იქნება ისეთ პოპულარულ e-reader-ებში, როგორიცაა Amazon Kindle-ი. სერვისი შეიქმნება სინგულარში, ხოლო წიგნების მომწოდებელი იქნება შ.პ.ს "წიგნის მაღაზია". ვინაიდან Amazon-ის და სხვა საერთაშორისო წიგნის ონლაინ მაღაზიებში არსებული გადახდის მეთოდები საქართველოში აპრობირებული არ არის, სწორედ ეს გახდა მსგავს სერვისზე მუშაობის დაწყების მთავარი მიზეზი. გარდა ამისა, ბაზარზე არსებულ e-reader-ებს არ გააჩნიათ ქართული უნიკოდ ფონტების მხარდაჭერა. შესაბამისად, ქართული ელექტრონული წიგნების წაკითხვა არსებულ e-reader-ებში შეუძლებელია. საწყის ეტაპზე სინგულარ ჯგუფი გეგმავს სერვისის Amazon Kindle E-reader-ში ინტეგრირებას. როგორც სინგულარ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შამუგია აცხადებს, თავდაპირველად გაჩნდა იდეა, რომ უნივერსიტეტების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებისთვის გაკეთებულიყო e-reader, რომელსაც ექნებოდა ქართული ენის მხარდაჭერა. პროექტი ამჟამად საწყის ეტაპზეა და მიმდინარეობს e-reader-ების პროვაიდერებთან მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ Amazon-თვის ქართული პროექტი დაინტერესებას ვერ გამოიწვევს, სინგულარ ჯგუფის მომავალი გეგმაა რომელიმე პლატფორმის მოდიფიკაცია, რათა შეიქმნას ინტერნეტ-მაღაზია ელექტრონული წიგნებისთვის. იმისათვის, რომ ქართული ელექტრონული წიგნების წაკითხვა ქართულად e-reader-ის საშუალებით მოხდეს, აუცილებელია გაკეთდეს ePab ფორმატის წამკითხავი. საერთაშორისო ელექტრონული წიგნები ePab ფორმატში იყიდება Pearson, Wiley, SAGE და Thompson-ის მიერ. რაც შეეხება ქართულ წიგნებს, ნებისმიერ გამომცემელს მარტივად შეეძლება წიგნების ePab ფორმატში გადაყვანა,  Adobe INDesing-ის ან სხვა პროგრამის გამოყენებით. წიგნების გამოქვეყნების სერვისი იქნება ძალიან მარტივი: გამომცემლები თავიანთ წიგნებს ქართულ საიტზე განათავსებენ, შემდეგ ეს წიგნები ავტომატურად მოხვდება ციფრული მაღაზიის აპლიკაციაში, რომელიც ინტეგრირებული იქნება e-reader-ებში. სერვისის საფასურის გადახდის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება არჩეული წიგნის გადმოწერა.
სინგულარ ჯგუფისა და შ.პ.ს "წიგნის მაღაზიის” ინოვაციური პროექტი საწყის ეტაპზე მხოლოდ ქართული უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა e-reader ტექნოლოგიების წარმატებულად დანერგვის შემდეგ შესაძლოა პროექტი ფართო საზოგადოებაზე ორიენტირებული გახდეს. ამჟამად e-reader ტექნოლოგია განვითარების ეტაპზეა, განსაკუთრებით საქართველოში. ჯერ კიდევ უამრავი კვლევა და სამუშაოა ჩასატარებელი, რათა  e-reader ტექნოლოგიამ დაიმკვიდროს ადგილი. მომავალში ეს ახალი ხელსაწყოები ალბათ კონკურენციას გაუწევს ბეჭდურ წიგნსა და მედიას. სინგულარ ჯგუფისა და შ.პ.ს "წიგნის მაღაზიის” პროექტი გეგმის მიხედვით შემოდგომაზე უნდა დაიწყოს, თუმცა დეველოპმენტის დასრულების ვადები დამოკიდებულია e-reader-ების პროვაიდერებთან მოლაპარაკებების შედეგებზე. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, იგი დამოკიდებულია იმ პლატფორმის ღირებულებაზე, რომლის მოდიფიკაციასაც სინგულარ ჯგუფი მოახდენს. სავარაუდოდ, e-reader-ის ღირებულება 400-დან 500 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც სტუდენტები გადასახადს გადაიხდიან, 4 წლის განმავლობაში ელექტრონულ წიგნებს უფასოდ მიიღებენ.
ავტორი: ირინა ჭოჭუა
სრულად ნახვა…

21– საუკუნის წიგნები

გთავაზობთ კიდევ ერთ ბიზნეს იდეას. როგორც მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოში კლებულობს ტრადიციული ციგნის მკითხველთა რიცხვი. ეს თანამედროვე ტექნიკის, ინტერნეტისა თუ სხვადასხვა ინფორმაციის მირების გაცვლისა და შენახვის საშუალებების განვითარების პირობებში ხდება. რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უკვე გსმენიათ აუდიო წიგნების შესახებ, მაგრამ თუ გიჰიქრიათ მათზე ფულის კეთება. ბიზნეს იდეა მდგომარებს იმაში რომ, თქვენ უბრალოდ აუდიო ფორმატში შექმნით წიგნებს ყველა ასაკის მკითხველისთვის. ყველაზე დიდი აუდიტორია ამ პროდუქციის მომხმარებლისთვის იქნება რათქმაუნდა სტუდენტები და მოსწავლები სწორეთ ამ ასაკის აუდიტორიაზე უნდა იქნეს ზირიტადად ყურადღება გამახვილებული. ასევე შეიძლება საბავშვო წიგნების შექმნა, რომელსაც დარწმუნებული ვარ პოპულარობა არ მოაკლდება ბავშვებში. ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა გარკვეული კაპიტალ დაბანდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია თვითონ ბიზნესმეზე და თავის ალღოზე თუ რა მაშტაბით დაიწყებს იგი ამ საქმეს, რამგან საქართველოში ეს საქმე ჯერ კიდევ არ არის გაკეთებული არ ღირს სერიოზნული ინვესტიციების ჩადება.

რეკომენდირებული სტატია: ტოპ 5 კრუიზი

წარმატებები ბიზნესში
სრულად ნახვა…

იაპონელების ახალი კამერა კედლის იქითაც დაგინახავთ


იაპონიის ეროვნული საზოგადოებრივი ტელევიზიის (NHK) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს "მილიმეტრიანი ტალღის სატელევიზიო კამერა", რომელიც იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც რადარი - გამოსახულების მისაღებად რადიო ტალღებს იყენებს და არა ხილულ სხივს.
24 საათი 20.06.10
იაპონიის ეროვნული საზოგადოებრივი ტელევიზიის (NHK) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კვლევითი ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს "მილიმეტრიანი ტალღის სატელევიზიო კამერა", რომელიც იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც რადარი - გამოსახულების მისაღებად რადიო ტალღებს იყენებს და არა ხილულ სხივს.
ექსპერიმენტული საგნებს იოლად არჩევს ისეთი წინაღობის იქით, როგორებიცაა ბოლი, ნისლი და ასე განსაჯეთ, დაპრესილი ნახერხის კედლის იქითაც შეუძლია მოძრავი ობიექტის დანახვა.
კამერა ასხივებს მილიმეტრიან ტალღებს, რომელთა სიხშირეც 60 გიგაჰერცია. ტალღა ობიექტს ხვდება, მისგან აირეკლება და მას კამერის მიმღები სეგმენტი იჭერს. მიმღებში ხდება მიღებული სურათის დალაგება და ორგანზომილებიან სივრცეში პროექცირება. კამერის თავისებურება ისაა, რომ შეიძლება ვერ გაარჩიოს უძრავი სხეული, მაგალითად კედელი, რომლისგან არეკლილ ტალღასაც მალე ღებულობს. სამაგიეროდ, თვალისთვის უხილავი საგნებიდან მობრუნებული ტალღები მიმღებში დაგვიენებით შედის და შესაბამისად, ისინი სურათში აისახება.
მართალია, კამერის მიერ აღქმული სურათი ბუნდოვანია, თუმცა როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მასზეც ძალიან ადვილია ისეთი ობიექტის გარჩევა, როგორიც მოძრავი ადამიანია. მოკლედ, ტელკომპანია NHK-ს ასეთი კამერა, რეპორტაჟების ჩასაწერად არ გამოადგება. სამაგიეროდ, ეს ტექნოლოგია ნამდვილი მისწრება იქნება სამაშველო სამსახურების, დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებისთვის.
მაგრამ იაპონურ ტელეკომპანიაში ფიქრობენ, რომ მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიის დახვეწით, უფრო მკვეთრი და ხარისხიანი გამოსახულებების მიღება იქნება შესაძლებელი.


სრულად ნახვა…

ინტერენეტით დაპროექტება

თუ გაქვს დიზაინერის ნიჭი ან გყავს ასეთი ხალხი, მაშინ შენ შეგიძლია ძალიან სარფიანი ბიზნესი წამოიწყო. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენს აზრებში საოცნებო სახლი ოტახი ან კიდევ აივანი და აშშ. მაგრამ ეს მაინც ჩვენი წარმოდგენაა. ამ ყველაფერს რაგაც ფორმა და სახე, რო მიეცეს ჩვენ გვჭირდება ადამიანი რომელიც ამას შეზლებს. ვინ უნდა შეძლოს ეს თუ არა დიზაინერმა, როგორც მოგეხსენებათ არსებობს ათასი მიმდინარეობის დიზაინერი სხვადასხვა დარგში. მე კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ინტერიერის დიზაინერებზე მაქვს საუბარი. ე.ი. იდეა


თქვენ უნდა შექმათ საიტი(რაც არც თუ ისეთი რთულია), ამ საიტიდან თქვენ მიიღებთ შეკვეთებს. საიტს რატქმაუნდა სჭირდება პოპულარიზაცია და ამაში ჩვენ SEO დაგვეხმარება ამაზე კი მოგვიანებით გვექნება საუბარი. როცა მორჩებით საიტის ტეხნიკურ მხარეს თქვენ უკვე ჩამოყალიბებური უნდა იყით თუ რომელი პროგრამით იმუშავებთ. ასეთი მილიონობით პროგრამა არსებობს მაგალითად ერთ ერთი მადგანი არის Sweet Home 3D v2.6 Portable (იხილეთ ვიდეო) ძალიან მარტივი გასაგებია და ძალიან პრაქტიკული. იდეა ფაქტობრივად არ მოითხოვს ფულად ინვესტიციას, მაგრამ სჭირდება დრო. ასე რომ თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები ახლავე შეუდექით საქმეს.



რეკომენდირებული სტატია3D პროექტორი (ვიდეო)
სრულად ნახვა…

3D პროექტორი (ვიდეო)

მსოფლიოში 3D ფორმატის ფილმები ძალიან პოპულარული გახდა. ეს ფილმ–ავატარის და მისი შემქმნელების დამსახურებაა. მაგრამს ეს ტენდეცია უკვესხვა მრავალ დარგშიც მკვიდრდება და მათშორის ბიზნესშიც. მე დგეს მინდა შემოგთავაზოთ ამ ერთ სტატიაში 2 ბიზნეს იდეა, რომელიც 3D პროექტორის გარშემო ტრიეალებს. ჯერ ვნახოთ ვიდეო 3D პროექტორის შესახებ შეგვიქმნის წარმოდგენას

ახლა კი იდეები:


იდეა 1:3D პროექტორთან ერთად თქვენ უნდა ფლობდეთ 3D–ანუ უნდა შეგეძლოთ სხვადასხვა გამოსახულებებისა და სცენების შექმნა ან უბრალოდ უნდა გყავდეთ ასეთი ტანამშრომელი. შემდეგ კი თქვენს პროდუქთ შესთავაზებთ კაფეებსა, რესტორნებს და სხვადასხვა ობიექტებს თქვენს მომსახურეობას, რომლებიც გარწმუნებთ უარს არ იტყვიან თქვენს პროდუქციაზე. ანუ თქვენ მოაწყობთ საღამოებს ან შოუებს ამ ობიექტების უშუალოდ შიგნით, მაგ. 3D პროექტორის დახმარებით კაფეში შესული ადამიანი იმოგზაურებს ამაზონის ჯუნგლებში, ანჩინეთის დიდ კედელში, ან ნიაგარის ჩანჩქერის ქვეშ მოყვება და თან საჭმელს მიირთმევს.:) ეს აუცილებრად მოიზიდავს კლიენტებს. ასეთი აპარატურა ebay.com-სა და amazon.com-ზე დაახლოებით 350$– 2 500$–მდე მერყეობს.


იდეა 2: მეორე იდეა ვიდეოზე ნაჩვენები სიტვაციის თითქმის იდენტურია, ანუ თქვენ მოახდეთ სხვადასხვა პროდუქტის რეკლამირებას, ამ შემთხვევაშიც კლიენტები არ მოგაკლდებას, მაგალითად HONAS სურს ტავისი ახალი მანქანის რეკლამირება, რომელიც შემოდის ბაზარზე, თქვენი რეკლამა ეფექტური იქნება კომპანიისთვის, მაგრად აქ უფრო ძვირადღირებული აპარატურა დაგჭირდებათ, რათა უფრო ეფექტურად მოახდინოთ რეკლამირება.


წარმატებები ბიზნესში.

რეკომენდირებული სტატია:კარგი რეკლამირება–წარმატების საწინდარი
სრულად ნახვა…

თანამგზავრული სატელევიზიო ანტენების დაყენება


ალბათ სულ უფრო ხშირად შეგიმჩნევიათ სახლებზე თანამგზავრული ანტენების მომრავლება. სამწუხაროდ საკაბელო ტელევიზიები ზოგიერთ შემთხვევაში არ იძლევიან ყველა მომხმარებლისათვის საინტერესო არხის ნახვის შესაძლებლობას და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საკაბელო ტელევიზია ყოველთვიურ სააბონენტოს ახდევინებს. თანამგზავრული სატელევიზიო ანტენის შემთხვევაში ერთ-ჯერადი გადასახადი აპარატურაშია მხოლოდ საჭირო შემდგომ მიიღებთ არადაშიფრულ არხებს რომელთა რაოდენობა 50-100 შეადგენს.

პარაბოლური ანტენები საკმაოდ გაიაფდა, ჩინეთში მათი ყიდვა რამოდენიმე დოლარად არის შესაძლებელი, აქვს ანტენები ადგილობრივ კომპანიებსაც, უნდა გაერკვეთ აპარატურაში და შეერთების ხერხებში რაც საკმაოდ მარტივია და ინტერნეტში უამრავი საინტერესო სტატიაა განთავსებული. მოიმარაგოთ დრელი სპეციალური სამაგრები და ა.შ შემდგომ კი განათავსეთ განცხადებები გაზეთში სიტყვა და საქმე და სხვა უფასო განცხადებების საშუალებებში. ფული რო გაგიჩნდებათ შეგიძლიათ აგარაკებზე ა4 ფორმატის პლაკატებიც გააკრათ. მოკლედ ბიზნესი შესაძლოა სამაოდ მომგებიანი გამოვიდეს. ამას ისიც ემატება რომ წელიწადში ერთხელ ანტენები კორექტირებას საჭიროებენ და ამაში დამატებითი სააბონენტო შეგიძლიათ გამოართვათ კლიენტებს.
სრულად ნახვა…