პრეზენტაციის მსვლელობისას ხუმრობები დაგეხმარებათ, აუდიტორიის ჩართულობაც არ გაწყენთ. იმისათვის, რომ პრეზენტაციამ ეფექტურად ჩაიაროს, უნდა იყოთ ენერგიული და შეერწყათ აუდიტორიას. როგორც კომპანიის პრეზიდენტი, ადვილია, დავუშვათ, რომ, როცა თქვენი ტუჩები მოძრაობს, ხალხი ყურადღებას გაქცევთ. მაგრამ პრეზენტაციაზე ყოველი დამსწრე ადამიანი ქვეცნობიერად ასეთ კითხვას სვამს: რატომ უნდა მივაქციო ყურადღება?
როცა იწყებთ გამოსვლას იმ აუდიტორიის წინაშე, რომელსაც პრეზენტაციის თემა დიდად არ აინტერესებს, გააცინეთ იქ მსხდომი საზოგადოება. იუმორი, რომელიც თვით-კრიტიკასა და საკუთარი თავის პროტესტს შეიცავს, “ფარ-ხმალს დააყრევინებს” აუდიტორიას და განმუხტავს სიტუაციას. შედეგად დამსწრე საზოგადოება ნდობით აღიჭურვება თქვენს მიმართ და გამოსვლაც სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაივლის. ასევე გამართლებულია ისეთი ხერხების გამოყენება, როგორიცაა საკითხის წამოჭრა და მასზე მსჯელობის პროცესში აუდიტორიის ჩართვა, შეკითხვების დასმა და მოკლე პასუხების მიღება და ა.შ.
გენერალური დირექტორები ამბობენ, რომ მზადყოფნა მნიშვნელოვანია. მაგრამ ისინი ფრთხილად არიან. მეტისმეტად ბევრი გადამეოება და რეპეტიცია საწინააღმდეგო ეფექტს გამოიწვევს. უმთავრესია, დარწმუნებული იყოთ, რომ მზად ხართ შეკითხვებისათვის და კომენტარისათვის პრეზენტაციით დაუფარავი ნაწილიდან. მიეცით პრეზენტაციას უფლება, წავიდეს თავისი დინებით. მაყურებელი პროცესში ჩართულობას იგრძნობს, და ყველანი გაერთობით კიდევაც.
ცოდნა ძალაა. იცოდე შენი საგანი, და უფრო მეტად დამაჯერებელი იქნები. ინფორმაციის ღრმა ცოდნა, რაზეც გაქვთ პრეზენტაცია, გაგხდით ნაკლებად დამოკიდებულს ბარათებსა და PowerPoint-ზე. გახსოვდეთ, რომ PPT მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია, და არა თვით პრეზენტაცია. არასდროს წაიკითხოთ სლაიდებიდან.
თუ თქვენ გაქვთ საუბარი პერსონალთან, ინვესტორთან ან უფრო მაღალი რანგის პირთან, ნაკლებად ნაცნობ აუდიტორიასთან, მათი სურვილი ერთნაირია. მათ არ სურთ ავტომატიკა, მათ უნდათ ცოცხალი ადამიანი, რეალური პირი, ანუ თქვენ.
თუ თქვენ კარგად მომზადებული ხართ და იცით ყოველივე სიახლე ამ სფეროში, თქვენ შეძლებთ გადასცეთ ხელთ არსებული ინფორმაცია კარგად, წყნარად და დამაჯერებლად.
დიდი არაფერია, მაგრამ ეს ელემენტარული რჩევები დაგეხმარებათ, ჩაატაროთ პრეზენტაცია ცოცხლად, დამაჯერებლად და ეფექტურად.