წარმოგიდგენს საუკეთესო ბიზნეს სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიას. კრებულში შესულია შემდეგი წიგნები რომლებშიც განხილულია თემები:
1-მარკეტნიგი
2-მენეჯმენტი
3-ეკონომიკური თეორია
4-ბიზნეს გეგმა
5-პრეზენტაცია
6-СV შექმნა
7-კოკურენცილი სტრატეგია
8-ეკონომიკური უსაფრთხოება
9-ბიზნესის დაწყების ფინანსური უზრუნველყოფა
10-კონკურენცია
და უამრავი სხვა საკითხი.
ნაკრებში შესულია:
"წიგნი ბიზნესზე 1"(ქართულად)
"წიგნი ბიზნესზე 2"(ქართულად)
"წიგნი მარკეტინგზე"(ქართულად)
"ლექციები ბიზნესზე"(ქართულად)
"გრეგორ მენქიუ"(ქართულად)
"ლუი ამსტრონგი და ფილიპ კოლერი"(ქართულად და ინგლისურად)
"ფილიპ კოლერი ლექციები"(აუდიო ქართულად)
"ტესტები"(ქართილად)
"ადამ სმიტის თეორიები"(ქართულად)
"45 45-секундная презентация или уроки на салфетках." (რუსულად)
მე მომავალშიც შემოგთავაზებთ ბიზნეს წიგნებს და გამოსაგად სახელმძღვანელობსა, ჩანაწერებს, საჭირო მასალებს.
გადმოწერა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ინტერნეტ ბიზნესი
ელ. წიგნი ინტერნეტ ბიზნესის შესახებ..
მომზადებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.
__________________________________________________________________________________
5 საუკეთესო ბიზნეს წიგნი
ფინანსების ღმერთები: ბანკირები, რომლებმაც მსოფლიო დაღუპეს (Lords of Finance: The Bankers Who Broke the World)
ავტორი: ლიაქუათ აჰმედ (Penguin Press)
1930–იანი ადრეული წლების ეკონომიკური კოლაფსს, როგორც წესი შიდა კატასტროფით ხსნიან. თუმცაღა, ბოლო ხანებში, ეკონომისტებმა ბრალი ნელ–ნელა გადაიტანეს ოქროზე დაფუძნებული გლობალურ მონეტარულ სისტემაზე, რომელიც კარგად მუშაობდა პირველ მსოფლიო ომამდე, თუმცა მის შემდეგ უკვე პრობლემები გამოიწვია. ფინანსების ღმერთებს სწორედ ეს არგუმენტი აქვთ. მაგრამ წიგნი სცდება ეკონომიკას, და ასევე გვაცნობს ოთხი ძირითადი ბანკის საოცარი ხელმძღვანელების ტრაგიკულ ამბავს; მათ ვერ დაინახეს დღიურ ორთოდოქსულობაზე მეტი. ლამაზად და დროულად დაწერილი მოთხრობა, რომელსაც მკითხველი ვერ მოწყდება
აინ რენდი და მის მიერ შექმნილი სამყარო (Ayn Rand and the World She Made)
ავტორი: ანი ც. ჰელერი (Nan A. Talese/Doubleday)
ცუდი ეკონომიკა აინ რენდისთვის, “ჯერ–ჩემი–კაპიტალიზმის” უზენაესი მღვდლისთვის და მისი მემკვიდრეობისთვის კარგი აღმოჩნდა. ჰელერის დიდად საკამათო ნოველისტ–ფილოსოფოსი ავტორიტეტული ბიოგრაფია ხსნის თუ როგორ შესძლო რენდმა მიეზიდა კულტი (მათ შორის ყოფილი ფედერალური რეზერვების პრეზიდენტი – ალან გრინსპენი), რომელიც მისი სიკვდილის შემდეგაც – 1982 წლიდაბ განაგრძობს სიცოცხელს. ჰელერის ნაწერი –აკადემიური და ნოველისტური ზედმიწევნითი გადმოცემა – ფარდას ხდის ცხოვრებას, რომლის თითოეული ნაწილი ისეთივე უცნაურია და ამაღელვებელი, როგორც რენდის ბლოკბასტერი ნოველა The Fountainhead of the Atlas Shrugged. კონსერვატივების ახალი თაობა, და მათ შორის რაშ ლიმბაუგი მას გაჰყვა. რენდის სამყაროში, დახმარება სუსტებისთვის არის. ჰელერის წიგნი გეტყვით რატომ.
ძალიან კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს: ბერნის მედოფის აღზევება და დაცემა (Too Good to Be True: The Rise and Fall of Bernie Madoff)
ავტორი: ერვინ არვედლუნდი (Portfolio)
2009 წელს ერთადერთი ხალხი, ვისაც უხაროდა ბერნი მედოფის გაგება, ეს პუბლიცისტებია, რომლებიც კისრისტეხით გაიქცნენ თავიანთი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინათ ისტორიაში ყველაზე დიდი პონზი სქემის შემოქმედის შესახებ. მედოფმა ინვესტორები $50 მილიარდზე გააცურა. მედოფის შესახებ წიგნებს შორის გამარჯვებულია არვედლუნდი, რომლის გულისშემძვრელი თხრობაც აღგაშფოთებთ და განგარისხებთ მათ სიხარბესა თუ იგნორირებაზე, ვინც ბერნის ამ ყველაფრის გაკეთების საშუალება მისცა. ის განსაკუთრებით კმაყოფილებას იჩენს “დისფუქნციურ” ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომიტეტის მიმართ, მაგრამ არც ისე დიდ თანაგრძნობას იმ ხალხის მიმართ, რომლებმაც უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს მანქანის ყიდვას, ვიდე იმ კაცს, რომელიც მათ ფულს მართავდა. არვედლუნდი ნიღაბს ხდის ნამდვილ დამნაშავეს: სიხარბეს.
რაციონალური ბაზრის მითი (The Myth of the Rational Market)
ავტორი: ჯასტინ ფოქსი (HarperBusiness)
“ფოქსის წიგნი არ არის უსაქმურების საარჯიშო ინტელექტუალურ ისტორიაში, რაც აუცილებელს ხდის ამ წიგნის წაკითხვას, რათა გავიგოთ თუ როგორ არეულობაში ვართ”. ფოქსი, TIME–ის “Curious Capitalist”-ის (ცნობისმოყვარე კაპიტალისტის) კოლუმნისტი, ჩვენი დროის ინვესტიციის ყველაზე დომინანტურ თეორიას იყენებს – რომ ბაზრები ზუსტად ასახავენ ფასიანი ქაღალდებზე ხელმისაწვდომ ინფორმაციას. მან ეს მოახერხა თეორიის მიღმა ექსცენტრიული ეკონომისტების კოლექციების გაცოცხლებით, და ამავდროულად შემოგვთავაზა შეუდარებელი ანალიზი ეფექტური ბაზრის ჰიპოთეზის აღზევებისა და საბოლოო დაცემის შესახებ.
კარტის სახლი: სიამაყის და უიღბლო სიჭარბის ამბავი ვოლ სტრიტზე (House of Cards: A Tale of Hubris and Wretched Excess on Wall Street)
ავტორი: უილიამ დ. კოანი (Doubleday)
ეს ერთ–ერთი წიგნია ორიდან, რომელიც Bear Stearns–ის კოლაფსს მოგვითხრობს – კოანის დიდი საგა ვოლ სტრიტის რენეგატი აქციების სახლის დაცემაზე. ის ალაპარაკებს საოცარ პერსონაჟებს, რომლებიც Bear–ში ბინადრობდნენ – განსაკუთრებით ჯიმი კეინი, მისი ბოლო პრეზიდენტი – და ყვებიან თავის ისტორიებს; ისინი საოცარი ხალხია. Bear-ის ლიდერები საბოლოოდ ხვდებიან, რომ ფასიანი ქაღალდების მოუგებელი ხელი დაურიგდათ. ისინი საკუთარ სიკდილზე გვიყვებიან ციცსიხლიანი მეტოქეების ხელში – ჰყვებიან სიკვდილმისჯილის ბოლო სიტყვას, სანამ განაჩენი აღსრულებაში მოვა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––