„თიბისი ბანკი“ ახალ ავტო–განვადებას იწყებს
რადიო "კომერსანტი," FM 95,5
“თიბისი ბანკს” ბაზარზე ავტო-განვადება ექსკლუზიური პირობებით გამოაქვს. “ავტოგანვადების” საგაზაფხულო აქცია “ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან” ერთად ხორციელდება და ავტომოყვარულებს ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს 0–დან 12,2%–მდე სთავაზობს.
ბანკში განმარტავენ, რომ ავტომობილის ყიდვისას თანამონაწილეობა მხოლოდ 20%–ია. ავტომფლობელი საჩუქრად „თიბისისგან“ 6–თვიან ავტოდაზღვევას მიიღებს, სურვილის შემთხვევაში ავტომობილს სახლში “თიბისის” სპეციალური შეფუთვით მიიღებს. ამასთან, “თიბისი” ავტოგანვადებისას მომხმარებელს “ჰიუნდაიში” ახალ მოდელ “აი 10”–ს ექსკლუზიურად შესთავაზებს. ახალი აქცია 3 თვე გაგრძელდება.
კატეგორია:
ავტო/მოტო
,
განვადება