„საქართველოს ბანკი” ავტოსესხებზე უნიკალური შეთავაზების შესახებ აცხადებს

სს “საქართველოს ბანკმა”, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ავტოსესხებზე ახალი შეთავაზების შესახებ განაცხადა. 18 ოქტომბრიდან, “საქართველოს ბანკი” მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შანსს მარტივად შეცვალოს ძველი ავტომობილი ახლით. შეთავაზების ფარგლებში, მომხმარებელს ექნება არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გასინჯოს და მოირგოს 2011 წლის ავტომობილების მოდელები, რისთვისაც მომხამრებელმა საკმარისია დარეკოს “საქართველოს ბანკში” 444 444-ზე და ჩაეწეროს Test Drive -ზე, რომელსაც ბანკი უზრუნველყოფს. Test Drive შედგება ყოველდღე, Toyota-s, Hyundai-ს და Kia-ს ავტოცენტრებში. სურვილის შემთხვევაში, მომხამრებელს აქვს შესაძლებლობა იქვე გაცვალოს საკუთარი ძველი ავტომობილი ახალში. “საქართველოს ბანკი” ადგილზევე, პირადობის მოწმობის საფუძველზე, დააფინანსებს ძველსა და ახალ ავტომობილებს შორის ფასის სხვაობას, ავტოსესხის სპეციალურად ამ შეთავაზებისთვის შექმნილი პირობებით: სესხის გაცემის გამარტივებული პროცედურა, სესხის ვადა - 60 თვემდე, საპროცენტო განაკვეთი - 0%-დან, თანამონაწილოება- შესაძენი მანქანის ღირებულების 20-%-დან. Test Drive-ში მონაწილე 2011 წლის ავტომობილებია Toyota-ს მარკის მოდელები: Yaris, Corolla, Camry, Rav4, Prado, Land Cruiser 200; Hyundai-ს მარკის მოდელები: Sonata, ix35, i20; Kia-ს მარკის მოდელები: Cerato, რომელსაც მალე დაემატება მანქანები Sportage და Optima.
კატეგორია:
ავტო/მოტო
,
ბანკები