ახალი საიტი „სილქ–ტივის“ სერვისისთვის

კომპანია „სილქნეტმა“ სილქ–ტვ–ის სერვისისთვის ახალი ორენოვანი საიტი www.silk-tv.com აამოქმედა. საიტზე წარმოდგენილია არხების სრული ჩამონათვალი ჟანრების მიხედვით, ტარიფები და პაკეტები, სერვისის შეძენის და მოხმარების ინსტრუქციები. ასევე, კალკულატორი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს არხების კომბინაციის შემთხვევაში გამოთვალოს ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი. “სილქ–ტივი” ორ ძირითად პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს: მინი (42 არხი – 15 ლარი) და მაქსი (80 არხი – 25 ლარი). ამავე დროს, „მაქსის“ მომხმარებელმა შესაძლებელია დაამატოს 7 თემატური პაკეტიდან – ფილმები (11 არხი), სპორტი (8 არხი), საბავშვო (3 არხი), ჰობი (8 არხი), პლუსი (5 არხი), 18+ (5 არხი) და მაღალი გარჩევადობის 3 არხი.„ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებულმა ახალმა პროდუქტმა – ინტერაქტიულმა ტელევიზიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. საჭიროდ ჩავთვალეთ ამ პროდუქტისთვის ცალკე საიტი შეგვექმნა, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი არხების ჩამონათვლი, ინსტრუქციები, ტარიფები, საჩუქრები და ფასდაკლებები. მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს ახალ ვებ–გვერდზე ონლაინ–შეკვეთის შესაძლებლობაც აქვს“ – განმარტა „სილქნეტის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა გიზო ცაგარეიშვილმა. სერვისში ჩასართავად მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და მისაღები სამი სხვადასხვა ფორმა: სატელეფონო შეკვეთა 100–400 ზე, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და დააფიქსირებენ განაცხადს; შეკვეთა „ელიტელექტრონიქსის“ მაღაზიებში ან „ვაკის საცურაო აუზზე“ ან შეავსოს ონლაინ განაცხადი ვებ–გვერდზე.ამ ეტაპზე „სილქნეტის“ ტელე–აბონენტთა რიცხვმა ათას გადააჭარბა. აღნიშნული სერვისი, თბილისის მასშტაბით, ორი ტექნოლოგიით – დსლ–ით და ოპტიკური ქსელით მიეწოდება მომხმარებელს.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები
,
ინტერნეტი