ტექნო ბუმი და ვესტელი ახალ აქციას იწყებენ

საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმსხვილესი მმწარმოებელი ვესტელი ორშაბათიდან ტექნო ბუმის მაღაზიათა ქსელში 32 დიუმიან LCD ტელევიზორებს საქართველოს მოსახლეობას ინოვაციურ ფასად შესთავაზებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ყველას შეეძლება ისარგებლოს ინოვაციური ფასით და სამწლიანი გარანტიით.
კერძოდ, 32 დიუმიანი ვესტელის LCD ტელევიზორის SeZena მხოლოდ 699 ლარად შეგიძლიათ,მაშინ როცა ანალოგიური მონაცემების LCD ტელევიზორების ფასები 850 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. "მაშინ, როცა ახლოვდება ახალი წელი და ახალი ტელევიზორი განსხვავებული მონაცემებით ყველასთვის აქტუალური ხდება, "ტაო პრივატ ბანკის", ვესტელის და ტექნობუმის ერთობლივი პროექტიs მეშვეობით, ორწლიანი შეღავათიანი განვადების ფარგლებში, LCD ტელევიზორი უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
ამ ინოვაციური შემოთავაზებით ყველა ოჯახს საშუალება ეძლევა თვეში მხოლოდ 37 ლარად გახდეს 32 დიუმიანი LCD ტელევიზორის მფლობელი." - აცხადებენ "ტექნო ბუმში".
აქცია აღმაშენებლის ხეივანში მე-13 კილომეტრზე ბუმის საბითუმო ცენტრში დაიწყება, ხოლო მომდევნო დღეებში ტექნო ბუმის სხვა მაღაზიებში გავრცელდება.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები
,
ქართული კომპანიები