“მობიფეი" მომხმარებელს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს


“მობიფეი" მომხმარებელს "თბილისი ცენტრალის" მაღაზიებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს.
აქცია დღეს იწყება და 15 მაისამდე გაგრძელდება. "მობიპეით" გადახდის შემთხვევაში "თბილისი ცენტრალში" არსებულ პარტნიორ მაღაზიებსა და სწრაფი კვების ობიექტებში 30%-მდე ფასდაკლებას მიიღებენ. ამასთან, მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება "მობიპრიზის" მიმდინარე აქციაში, რომელიც 31 მაისამდე გაგრძელდება და 55 ყველაზე აქტიურ მომხმარებელს გამოავლენს. მომხმარებლები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისარგებლებენ "მობიპეით", დასაჩუქრდებიან მობიპრიზებით - როგორიცაა მოგზაურობა თურქეთში, საყოფაცხოვრებო და გასართობი ტექნიკა და სხვა.

სრულად ნახვა…

თბილისში „ზარას“ მაღაზია გაიხსნება


წლის ბოლომდე თბილისში „ზარას“ მაღაზია გაიხსნება. განცხადება ამის შესახებ ესპანეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.
ვერა ქობალია ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოს უმსხვილესი საცალო ვაჭრობის კომპანიის „ინდიტექსის“ ოფისს ეწვია და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. „ინდიტექსი“ რამდენიმე მსხვილ კომპანიას ფლობს, მათ შორის „ზარას“ და „მასიმო დუტის“. ვერა ქობალიამ მათ ლოჯისტიკური სამრეწველო მიმნართულებით თანამშრომლობა შესთავაზა, რაც საქართველოში სამკერვალო ფაბრიკების გახსნას და წარმოებული პროდუქციის „ინდიტექსის“ ქსელში გაყიდვას გულისხმობს.
ვერა ქობალიას განცხადებით, წლის ბოლომდე „ინდიტექსის“ ერთ-ერთი ბრენდი „ზარა“ თბილისში პირველ სავაჭრო ცენტრს გახსნის
სრულად ნახვა…

ყველაზე გავრცელებული ხარვეზები ქართული კომპანიების სტრუქტურაში

ჟურნალ "სტრატეგია და ორგანიზაციის" მასალები


ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ორგანიზაციული სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული კვადრატებია, რომელსაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მართალია, სტრუქტურა თავისთავად ორგანიზაციის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ერთ–ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომას მასში ადვილად შეუძლია ნებისმიერი სტრატეგია წარუმატებლობისთვის გაწიროს.

რა ხარვეზები გვხვდება ყველაზე ხშირად გვხვდება ქართული კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში?

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ჰქვია გენერალური დირექტორი და მის ერთ-ერთ მოადგილეს (თუ მეტს არა) მასზე ბევრად დიდი გავლენა და მხარდაჭერა აქვს დამფუძნებლებისგან, ვიღაცას ჰქვია პირველი მოადგილე და ყველა დანარჩენ მოადგილეს ბევრად მეტად ეკითხებინ აზრსაც, რესურსებსაც აძლევენ და მოქმედებაშიც უწყობენ ხელს. ხშირად ხდება, რომ რომელიღაც სამსახურის ხელმძღვანელი ბევრად უფრო გავლენიანი ფიგურაა და მეტად ახდენს გავლენას გადაწყვეტილებების მიღებაზე, ვიდრე მისი ხაზოვანი ხელმძღვანელი, კურატორი დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე.

ეს ყველაფერი ხშირად უამრავი გაუგებრობის, კონფლიქტის, უსიამოვნო გარჩევის მიზეზი ხდება. ამცირებს თანამშრომლების, მთელი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოტივაციას, შრომის ნაყოფიერებას, ხელს უწყობს დეზორგანიზაციას და უამრავი დროითი და ემოციური რესურსების კარგვას.

გენერალურ დირექტორთან უშუალოდ დაქვემდებარებული სტრუქტურების მნიშვნელოვანი სიმრავლე ასევე ხშირად აფერხებს ქართული კომპანიების მიმდინარე საქმიანობასაც და განვითარებასაც უშლის ხელს. თავად პირველი პირიც იშვიათად ამბობს უარს უშუალოდ დაიქვემდებაროს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სამსახურები. შედეგად ვიღებთ რიგებს დირექტორის კართან, შეჩერებულ და გადაწყვეტის მოლოდინში მყოფი საკითხების სიმრავლეს, გადაღლილ დირექტორს, რომელსაც აღარავის დანახვა არ სურს.

5-7 უშუალო დაქვემდებარებულზე მეტის ეფექტიანი მართვა, მათთვის საკმარისი დროის გამოყოფა, მათთან ერთად მუშაობა, აქტუალური პრობლემებისა და ამოცანების გადაწყვეტაში საფუძვლიანი მონაწილეობა შეუძლებელია.

ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე პასუხისმგებელი ქვედანაყოფების იერარქიული დაკნინება ასევე ერთ ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა ქართულ კომპანიებში. ხშირად შეხვდებით შემთხვევას, როდესაც ტოპ სამი ან ტოპ ხუთი პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი (თუ უფრო მეტი არა) აბარია გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილის დაქვემდებარებში არსებული ერთ-ერთი დეპარტამენტის ერთ-ერთ განყოფილებას, ან სულაც მის რომელიმე თანამშრომელს.

საქმე იმაშია, რომ რაც უფრო იერარქიულად ქვევით არის სამსახური ან პოზიცია, მით უფრო ნაკლებია მასზე ყურადღება. შესაბამისად ნაკლებია მათთვის გამოყოფილი რესურსები, როგორც მენეჯერული ისე ფულადი ან სხვა სახის. ნაკლებია მათი გავლენა ორგანიზაციაში, მათი მნიშვნელობა და უნარი იმოქმედონ შედეგიანად. აქედან გამომდინარე როცა ამოცანის პრიორიტეტულობა დეკლარირებულ სტრატეგიაში იზრდება, მაგრამ სტრუქტურულად მასზე პასუხისმგებელი სამსახურის იერარქია არ იცვლება, ამოცანა თითქმის 100% განწირულია გადაუჭრელობისათვის.

ჩვენთან ფუნქციებს აჯგუფებენ უფრო იმის მიხედვით, თუ ტოპ მენეჯმენტის გუნდში რომელი მიმართულებით ვის უკეთესი გამოცდილება და ცოდნა აქვს და არა იმის მიხედვით, რომელი ფუნქციების ერთ სტრუქტურაში ყოფნა არის ხელსაყრელი ორგანიზაციისათვის და რომლების არა.

ცნობილია, რომ ის ფუნქციები, რომელთა შორისაც აქტიური კოორდინაცია და კარგი კომუნიკაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სასურველია იყოს ერთი ხელმძღვანელის დაქვემდებარებაში.

მეორეს მხრივ, არის სამსახურები, ფუნქციები, რომლების ერთად დაჯგუფებაც სასურველი არ არის, ვინაიდან მათ შორის უფრო მეტი პარალელური კონტროლის არსებობაა საჭირო. მაგალითად: ორგანიზაციების უმეტესობაში გაყიდვების და მომსახურების ფუნქციების გაერთიანება არ არის სასურველი, ისევე როგორც პროდუქტების განვითარების და წარმოების, ვინაიდან მათ შორის აუცილებელია მუდმივი პარალელური კონტროლი.

ყველა ორგანიზაციისათვის არსებობს ფუნქციები რომელთა ერთად დაჯგუფება არ შეუძლება იმისათვის, რომ მათი განხორციელების პროცესში მენეჯმენტის ჩართულობა და ინფორმირება იყოს სათანდო ხარისხის და მასშტაბის. სამწუხაროდ სტრუქტურის კეთების პროცესში ამ საკითხს ხშირად არასათანადოდ ან საერთოდ არ ითვალისწინებენ.

მარკეტინგის ფუნქციების ერთ ქვედანადაყოფში გაერთიანება ხშირ შემთხვევაში ამცირებს ქართული კომპანიების მარკეტინგული საქმიანობის ეფექტიანობას. იმის ნაცვლად, რომ სწორი და შედეგიანი მარკეტინგი, რომელიც თავის თავში აერთიანებს ისეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს როგორიცაა: პროდუქტების განვითარება, გაყიდვების სტიმულირება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომპანიის ბრენდის ან ბრენდების განვითარება ხშირად ერთ განყოფილებაში არის მოქცეული. რაც ძირითადად იმას იწვევს, რომ ეს განყოფილება პოლიგრაფიული სარეკლამო მასალების დამზადებით, რეკლამების შეკვეთით და გაშვებით არის დაკავებული და არა ზემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი ფუნქციებით. შედეგად მარკეტინგი, რომელიც მთელი ორგანიზაციის მიერ, ყველა დონეზე უნდა ხორციელდებოდეს, ერთ მენეჯერში იკეტება.

სტრუქტურა მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტების გარეშე ვერ იქნება შედეგიანი, ის უნდა შეესაბამებოდეს სტრატეგიას, ეხმარებოდეს მას იმუშაოს. სტრატეგიას, რომელიც, პირველ რიგში, უნდა გააჩნდეს მენეჯმენტს.



სრულად ნახვა…

Fitch-მა სამ ქართულ ბანკს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა


რომელი ბანკები ელოდებიან რეიტინგების გაუმჯობესებას?

რადიო "კომერსანტი," FM 95,5


სამი ქართული ბანკის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა. გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგის ზრდის პარალელურად “ვითიბი ბანკ ჯორჯიას”, “პროკრედიტ ბანკ საქართველოსა” და “ლიბერთი ბანკის” რეიტინგებს გადახედა. შედეგად პირველ ორს “BB მინუსი” დაუმტკიცდა, პროგნოზი „სტაბილური“ კი „პოზიტიურით“ შეიცვალა. “ლიბერთის” შემთხვევაში გრძელვადიანი რეიტინგი “B” - ს დონეზე დამტკიცდა პროგნოზით „სტაბილური“. Fitch-ის დასკვნაში მითითებული, რომ “ვითიბისა” და “პროკრედიტის” რეიტინგების ზრდა კავშირშია თავად ამ ბანკების აქციონერების მხრიდან საჭიროების შემთხვევაში შესაძლო მხარდაჭერასთან.

რეიტინგის გაზრდას ელოდებიან “თიბისი ბანკშიც“. მათი თქმით, ქვეყნის და ბანკებისთვის რეიტინგის მინიჭება პარალელურ რეჟიმში ხდება, რადგან კომერციული ბანკების რეიტინგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანაზე. „თიბისის“ განცხადებით, ბანკის 2010 წლის შედეგები მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ „თიბისის“ რეიტინგი გაიზრდება. “საქართველოს ბანკში” ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რეიტინგების ზრდას ელოდება “ბაზისბანკიც”. მათივე თქმით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგისა და კონკრეტულად „ბაზისბანკის“ მდგომარეობის გაუმჯობესების გამო არსებობს საფუძველი, რომ ბანკს Fitch-ის მხრიდან რეიტინგი კიდევ უფრო გაუუმჯობესდება.
სრულად ნახვა…

”რკინიგზის” ახალი როუდ-შოუ

საქართველოს ბანკის შვილობილმა საინვესტიციო კომპანია „ბი ჯი კაპიტალმა“ აშშ-ში „საქართველოს რკინიგზის“ ოთხდღიანი არასახელშეკრულებო როუდ-შოუ დაასრულა. ღონისძიებამ აშშ-ს სამ მსხვილ ქალაქში, 20 წამყვან საინვესტიციო ფონდთან შეხვედრები მოიცვა. როუდ-შოუ ითვალისწინებდა ინფორმაციის მიწოდებას ”საქართველოს რკინიგზის” მიერ 250 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოშვების თაობაზე და შეხვედრებს ობლიგაციების ამჟამინდელ მფლობელებთან. 
როუდ-შოუს ფარგლებში ”საქართველოს რკინიგზის” წარმომადგენლები ნიუ-იორკს, ბოსტონსა და ჩიკაგოს ეწვივნენ, სადაც 20 წამყვან საინვესტიციო ფონდს ეწვივნენ. მათ შორის, ისეთ მსხვილ და პოპულარულ ფონდებს, როგორიცაა Templeton Asset Management, Morgan Stanley Asset Management, Fidelity Investments, Eaton Vance და Citadel. ამ ფონდებს სურთ, მომავალში ”საქართველოს რკინიგზისგან” მეტი საინვესტიციო შეთავაზება მიიღონ.

”ბი ჯი კაპიტალმა” გამოშვების დღიდან 50 მილიონი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდებით ივაჭრა. გარდა ამისა, ”საქართველოს რკინიგზის” ევროობლიგაციები შევიდა იმ ობლიგაციების სიაში, რომლებიც განვითარებადი ბაზრების ევროობლიგაციებს შორის ყველაზე უკეთ იყიდებოდა. 

გასულ შემოდგომაზე, განვითარებად ბაზრებზე მზარდი მოთხოვნის ფონზე, აღნიშნული ობლიგაციების თავდაპირველი 10%-იანი განაკვეთი 7.9%-იანით შეიცვალა. ის ფაქტი, რომ ობლიგაციები სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ კომპანიას ეკუთვნის და მისი მხარდაჭერით სარგებლობს, მის მიმართ ინვესტორთა ინტერესს აძლიერებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში საკრედიტო პირობების გაუარესების მიუხედავად, ობლიგაციებზე შენარჩუნებულია თავდაპირველი სავაჭრო ღირებულება და მოგებიანობა.
სრულად ნახვა…

პროექტში - "კომპიუტერები ყველას" "თიბისი ბანკიც" ჩაერთო

პროექტის "კომპიუტერები ყველას" ფარგლებში, "თიბისი ბანკი" მომხმარებელს დაბალ საპროცენტო განაკვეთსა და ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.
კომპიუტერის შეძენის მსურველებს ბანკის განვადებით სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ.
"პროექტის - "კომპიუტერები ყველას" ხელშეწყობის მიზნით, "თიბისი ბანკმა" წლიური საპროცენტო განაკვეთი მინიმუმამდე შეამცირა და განვადების სპეციალური პირობები შეიმუშავა, რომლებიც მოსახლეობის ყველაზე ფართო ფენისთვის არის განკუთვნილი. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ბანკი განვადებას გასცემს როგორც სტაბილური სამუშაო ადგილის მქონე, ასევე თვითდასაქმებულ მომხმარებელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ "თიბისი ბანკის" განვადებით, კომპიუტერები უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა", - აცხადებენ ბანკში.
"თიბისი ბანკის" განვადებით კომპიუტერების შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში "ალტა" და "ალგორითმი", შემდეგი პირობებით: განვადების მაქსიმალური მოცულობა - 3 000 ლარი; თანამონაწილეობის თანხა - 0% -დან; განვადების ვადა - 3 დან 24 თვემდე. განვადება გაიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.
ამ დრომდე პროექტში - "კომპიუტერი ყველასთვის" მხოლოდ "ტაოპრივატ ბანკი" მონაწილეობდა.




სრულად ნახვა…

"უნიქარდის" მფლობელები დღეიდან ქულების დაგროვებას "Voulez-vous" სილამაზის ცენტრშიც შეძლებენ

"უნიქარდის" მფლობელები ქულების დაგროვებას დღეიდან "Voulez-Vous" სილამაზის ცენტრშიც (მის: მელიქიშვილის 18) შეძლებენ. 
კომპანიის ინფორმაციით, მომხმარებელი "უნიქარდისგან" ყოველ 10 ლარზე 1,6 ქულას მიიღებს. დაგროვებით ბარათზე ქულები "Dior"-ის, "Guerlain"-ის, "lancome"-ს და "Biotherm"- ის კანის მოვლის საშუალებების შეძენის შემთხვევაში დაგროვდება.
"უნიქარდმა" ამ დრომდე 59 369 საჩუქარი უკვე გასცა და პირველი სექტემბრიდან დღემდე 40 ათასზე მეტი ახალი მომხმარებელი შეიძინა. საჩუქრების ღირებულება 15 ქულიდან იწყება.



სრულად ნახვა…

ტექნო ბუმი და ვესტელი ახალ აქციას იწყებენ

საყოფაცხოვრებო  ტექნიკის უმსხვილესი მმწარმოებელი ვესტელი ორშაბათიდან ტექნო ბუმის მაღაზიათა ქსელში 32 დიუმიან  LCD ტელევიზორებს საქართველოს მოსახლეობას ინოვაციურ ფასად შესთავაზებს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ყველას შეეძლება ისარგებლოს ინოვაციური ფასით და სამწლიანი გარანტიით. 
კერძოდ, 32 დიუმიანი ვესტელის LCD ტელევიზორის SeZena მხოლოდ 699 ლარად შეგიძლიათ,მაშინ როცა ანალოგიური მონაცემების  LCD  ტელევიზორების ფასები 850 ლარიდან 1000  ლარამდე მერყეობს. 
"მაშინ, როცა ახლოვდება ახალი წელი და ახალი ტელევიზორი განსხვავებული მონაცემებით ყველასთვის აქტუალური ხდება, "ტაო პრივატ ბანკის", ვესტელის და ტექნობუმის  ერთობლივი  პროექტიs მეშვეობით,  ორწლიანი შეღავათიანი განვადების ფარგლებში, LCD  ტელევიზორი უკვე  ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
ამ ინოვაციური შემოთავაზებით ყველა ოჯახს საშუალება ეძლევა თვეში მხოლოდ 37 ლარად გახდეს 32 დიუმიანი LCD ტელევიზორის მფლობელი." - აცხადებენ "ტექნო ბუმში".

აქცია აღმაშენებლის ხეივანში მე-13 კილომეტრზე ბუმის საბითუმო ცენტრში დაიწყება, ხოლო მომდევნო დღეებში  ტექნო ბუმის სხვა მაღაზიებში 
გავრცელდება.
სრულად ნახვა…

ახალი ფასები ს.ს.გოლეთიანის მაღაზიათა ქსელში!


მიიღე სრული ინფორმაცია ფასების ცვლილების შესახებ.
Nokia X6 - ფასი: 825ლ 789ლ
Nokia X2 - ფასი: 299ლ 282ლ
Nokia N97 Slim (Mini) - ფასი: 977ლ 927ლ
Nokia N900 - ფასი: 1261ლ 1199ლ
Nokia E72 - ფასი: 829ლ 797ლ
Nokia E71 - ფასი: 627ლ 607ლ
Nokia E66 - ფასი: 597ლ 577ლ
Nokia E52 - ფასი: 595ლ 575ლ
Nokia C6 - ფასი: 677ლ 677ლ 
Nokia C5 - ფასი: 415ლ 402ლ
Nokia 7100 SuperNova - ფასი: 178ლ 169ლ
Nokia 7020 Fold - ფასი: 229ლ 225ლ
Nokia 6730 - ფასი: 437ლ 412ლ
Nokia 6710 Navigator - ფასი: 598ლ 565ლ
Nokia 6700 Gold Classic - ფასი: 1111ლ 1000ლ
Nokia 5530 XpressMusic - ფასი: 515ლ 487ლ
Nokia 5130 XpressMusic - ფასი: 237ლ 227ლ
Nokia 2690 - ფასი: 154ლ 149ლ
Nokia 1800 - ფასი: 85ლ 79ლ


სრულად ნახვა…

თიბისი ბანკში სესხების უპრეცედენტო კამპანია დაიწყო.


პირველად საქართველოში, თიბისი ბანკი მომხმარებელს  5 ვარსკვლავიან სესხებს შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თიბისი ბანკის სამომხმარებლო, ავტო და იპოთეკური სესხები ყველაზე საუკეთესო პირობებითა და უნიკალური საშეღავათო სისტემით გაიცემა.
1*- 1 თვიანი საშეღავათო პერიოდი


ამიერიდან თიბისი ბანკის მსესხებლებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ, არ გადაიხადონ სესხის  ყოველთვიური გადასახადი. ამის მიუხედავად, მათ არ გაუფუჭდებათ საკრედიტო ისტორია. ჯამურად, მსესხებელს,  შეეძლება გამოტოვოს იმდენი თვე, რამდენწლიანი სესხიც აქვს აღებული. მაგ., თუ სესხის ვადაა 5 წელი, საშეღავათო პერიოდი იქნება ჯამში 5 თვე, ოღონდ, ყოველ 1 წელიწადში - 1 თვის გამოტოვების უფლებით.
ამ პრივილეგიით სარგებლობის თაობაზე, მსესხებელმა საჭიროა წინასწარ შეატყობინოს საკრედიტო ექსპერტს. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა მსესხებელს შეუძლია დაიწყოს სესხის აღებიდან 6 თვის შემდეგ.
2** - სესხები 1 დღეში!


თიბისი ბანკის სამომხმარებლო და ავტო სესხების გაცემის დრო რეკორდულად შემცირდა და დღეიდან მათი მიღება შესაძლებელია საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან სულ რაღაც 1 დღეში.
3*** -  სმარტ  ქულები საჩუქრად!
თიბისი ბანკის მსესხებლებს, სესხის აღებისთანავე, საჩუქრად დაერიცხებათ დამატებითი 500 სმარტ ქულა, რომელთა გადაცვლა შესაძლებელია პარტნიორ ობიექტებში, სასურველ საჩუქრებზე.
4**** - საუკუთესო სერვისი


ულტრათანამედროვე ფილიალების ქსელი, რიგების მართვის თანამედროვე სისტემა, მომსახურების ყველაზე მაღალი ხარისხი და კომფორტული გარემო – თიბისი ბანკის სესხების დამატებითი უპირატესობაა!
5*****-  თქვენზე მორგებული პროცენტი
გამარტივებული პროცედურა და საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი:
  • იპოთეკური სესხები – 14,5%-დან
  • სამომხმარებლო სესხები – 18%-დან
  • ავტო სესხები – 0%-დან



სრულად ნახვა…