ხელისუფლება კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობს

საჯარო უწყებებისთვის „ქცევის წესები“ ამუშავდება
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
საქართველოს ხელისუფლება კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიას ამუშავებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი მასშტაბური კიბერშეტევების მიუხედავად, ამ დრომდე საჯარო უწყებებში უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა არ არსებობდა. კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმების ამოქმედების პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო და უშიშროების სამსახური ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე მუშაობენ.
საჯარო უწყებების და კრიტიკული ინფრასტრუქტურებისთვის ე.წ. ქცევის წესები ამუშავდება, რომლებშიც დეტალურად გაიწერება ნორმები, რომელიც ამა თუ იმ უწყებამ უნდა დაიცვას. ცვლილებები შეეხება კერძო სექტორსაც. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გაცემა-მიღება ერთიანი სტანდარტის დაცვით, მხოლოდ ამ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. კომპიუტერულ ქსელებს კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფები გააკონტროლებენ.
სრულად ნახვა…

ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა რეკორდულ მასშტაბებს აღწევს

ტრადიციული რეკლამა მომხმარებელს კარგავს
Korrespondent.net
2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტში 6,4 მილიარდი დოლარის რეკლამა გაყიდეს, რაც ინტერნეტის მთელ ისტორიაში კვარტალური რეკორდია.
ინტერაქტიური რეკლამის ბიურის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტში 17%-ით გაიზარდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეკლამის დამკვეთები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ინტერნეტ-რეკლამაზე, რადგან მისი დახმარებით უფრო მარტივია მომხმარებელთან კონტაქტის მიღება. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბევრი კლიენტი ტრადიციული მედიიდან ინტერნეტში მიდის.
წინასწარი მონაცემებით, რომლებიც 2010 წლის დასაწყისში Outline Incorporated-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს, აშშ-ში ინტერნეტ-რეკლამაზე გაღებული ხარჯები რეკლამის ბეჭდურ სახეობებს გაუსწრებს.
გასულ წელს კი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-ში ინტერაქტიური რეკლამა 300 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ საქმიანობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მშპ-ის 2,1%-ს შეადგენს.
სრულად ნახვა…

Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი დანერგა

Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც ინტერნეტ-მაღაზიებზე და ინტერნეტ-აუქციონებზე ორიენტირებული რეკლამის დამკვეთებისთვის არის განკუთვნილი. ამ შემთხვევაში Google სარეკლამო პროცენტს მიიღებს მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი რეკლამის ხილვის შემდეგ პროდუქტს შეიძენს. რეკლამის დამკვეთს კი მხოლოდ ერთი საკვანძო სიტყვის მითითება სჭირდება, რათა რეკლამამ იმუშაოს საძიებო სისტემაში. ასევე შესაძლებელია ლინკზე პროდუქტის ფასის მითითებაც, რათა მომხმარებელს თავიდანვე ჰქონდეს გარკვეული ინფორმაცია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი პროდუქტის ტესტირებას ახორციელებს 800-მდე სარეკლამო კომპანია, მათ შორის ინტერნეტ-მაღაზიები Campmor.com და Diapers.com.
სრულად ნახვა…

კონკურსი ბლოგერებისთვის TBC Smart Club-სგან

TBC Smart Club ბლოგერებისთვის, ან დამწყები ბლოგერებისთვის აცხადებს კონკურსს. კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა ბლოგერებმა გაგზავნონ საუკეთესო ერთი ნამუშევარი tbcsmartclub@gmail.com-ზე Facebook-ის პროფილის ბმულის მითითებით. ეს შესაძლოა იყოს ფავორიტი, უკვე არსებული ან თუნდაც სპეციალურად TBC Smart Club-ისთვის შექმნილი ბლოგ-პოსტი. პოსტის თემატიკაში მონაწილეების შეზღუდული არ არიან, არც სტაჟიანი ბლოგერობაა აუცილებელი. პოსტის გამოგზავნა უკვე შესაძლებელია მითითებულ მეილზე. გამოგზავნილი პოსტები 5 ნოემბრის შემდეგ დაიდება TBC Smart Club-ის გვერდზე და დაიწება კონკურსი. კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდებიან დაგროვილი Like-ების მიხედვით. პირველ ადგილზე გასული პოსტის ავტორს საჩუქრად გადაეცემა iPad. ხოლო ყველას, ვისი პოსტიც დააგროვებს მინიმუმ 100 Like-ს, საჩუქრად 5 000 სმარტ ქულა გადაეცემათ. Like-ების კონკურსი გაგრძელდება პოსტების დადებიდან (5 ნოემბრიდან) 20 ნოემბრის ჩათვლით.
სრულად ნახვა…

ინტერნეტ მაღაზია ყველასთვის

დღეს ინტერნეტში წავაწყდი ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ინფორმაციას. ყველა მაღაზიის მფოლობელს უკვე შეუძლია ინტერნეტიდანაც იაჭროს. თუ ხარ მაღაზიის მფლობელი შენ ინტერნეტ საიტს ქირაობ ძალიან დაბალ ფასებში და ახდენ შენი პროდუქციის რეალიზაციას ინტერნეტით. shopbuilder.adspay.ge–ს გამოჩენა ქართულ ინტერნეტ სივრცეში ჩემი აზრით ხელს შეუწყობს ე–კომერციას ჩვენს ქვეყანაში რასაც მემგონი ყველა ინტერნეტის მომხმარებელი მიესალმება იმედია პროექტი გაამართლებს. მე პირადად დიდ წარმატებას ვუსურვებ პროექტის ავტორებს. ახლა კი უფრო დეტალურად.

 რა არის შოპბილდერი?                                               
  „შოპბილდერი“ არის ინტერნეტ მაღაზიის ძრავი, რომლიც შექმნილია იმისთვის, რომ საქართველოში ინტერნეტ ვაჭრობა განვითარდეს. ძრავის გამოყენება შეუძლია ნებისმიერი მაღაზიის პატრონს თუ გამყიდველს, იგი არ მოითხოვს არანაირ პროგრამისტულ ცოდნას. „შოპბილდერს“ აქვს ყველა ის ფუნქცია, რაც ინტერნეტ მაღაზიას უნდა ჰქონდეს და მის შექმნას არ სჭირდება დიდი დრო, სულ რაღაც 5 წუთში ერთი მარტივი სარეგისტრაციო პროცედურის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტში მაღაზია იქონიოთ და მართოთ ონლაინ გაყიდვები. შოპბილდერის მახასიათებლები
  • სხვადასხვა ვალუტის და ენის მხარდაჭერა
  • Visa/Master Card და emoney მხარდაჭერა
  • ერთი უფასო დიზაინის მხარდაჭერა
  • ერთი adspay-ის ქვე დომეინის მხარდაჭერა
  • დომეინის შეძენისას მისი მიბმის მხარდაჭერა
  • პროდუქციის მართვის ყველა საჭირო ფუნქცია
  • მომხმარებლების მართვის ფუნქცია
  • მეილ შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია
  • პროდუქციის სტატისტიკა
  • შეკვეთების მართვის ფუნქცია
   რეკომენდირებული სტატია: ვიწყებთ ინტერნეტ მაღაზიის შექმნას



სრულად ნახვა…

www.adspay.ge

ყველაზე რეიტინგული ინტერნეტ რეკლამირების კომპანია ქართულ ინტერნეტ სივრცეში. www.Adspay.ge შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს თავის ბიზნეს რეკლამირება გაუკეთონ ინტერნეტის საშუალებით. ასევე საიტი ძალიან კარგი საშულებაა ინტერნეტით ფულის გამომუშავების. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ www.Adspay.ge საიტის ან ბლოგის მფლობელებს რეკლამის განთავსების შემთხვევაში გარკვეულ თანხას უხდიან. თანხა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.(გაეცანით თვითინ საიტის ინსტრუცქიას). ჩემი აზრით საქართველოში ერთ–ერთი კარგი საშუალება ჩვენი ბლოგისა თუ საიტის მონეტარიზაციისთვის. თუ ხარ საიტის მფლობელი დარეგისტრირდი და გამოიმუშავე ფული ინტერნეტით.

www.Adspay.ge         www.Adspay.ge                   www.Adspay.ge                     www.Adspay.ge                  


სრულად ნახვა…

ახალი საიტი „სილქ–ტივის“ სერვისისთვის

კომპანია „სილქნეტმა“ სილქ–ტვ–ის სერვისისთვის ახალი ორენოვანი საიტი www.silk-tv.com აამოქმედა. საიტზე წარმოდგენილია არხების სრული ჩამონათვალი ჟანრების მიხედვით, ტარიფები და პაკეტები, სერვისის შეძენის და მოხმარების ინსტრუქციები. ასევე, კალკულატორი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს არხების კომბინაციის შემთხვევაში გამოთვალოს ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი. “სილქ–ტივი” ორ ძირითად პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს: მინი (42 არხი – 15 ლარი) და მაქსი (80 არხი – 25 ლარი). ამავე დროს, „მაქსის“ მომხმარებელმა შესაძლებელია დაამატოს 7 თემატური პაკეტიდან – ფილმები (11 არხი), სპორტი (8 არხი), საბავშვო (3 არხი), ჰობი (8 არხი), პლუსი (5 არხი), 18+ (5 არხი) და მაღალი გარჩევადობის 3 არხი.„ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავაზებულმა ახალმა პროდუქტმა – ინტერაქტიულმა ტელევიზიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. საჭიროდ ჩავთვალეთ ამ პროდუქტისთვის ცალკე საიტი შეგვექმნა, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი არხების ჩამონათვლი, ინსტრუქციები, ტარიფები, საჩუქრები და ფასდაკლებები. მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს ახალ ვებ–გვერდზე ონლაინ–შეკვეთის შესაძლებლობაც აქვს“ – განმარტა „სილქნეტის“ საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა გიზო ცაგარეიშვილმა. სერვისში ჩასართავად მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს მისთვის სასურველი და მისაღები სამი სხვადასხვა ფორმა: სატელეფონო შეკვეთა 100–400 ზე, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და დააფიქსირებენ განაცხადს; შეკვეთა „ელიტელექტრონიქსის“ მაღაზიებში ან „ვაკის საცურაო აუზზე“ ან შეავსოს ონლაინ განაცხადი ვებ–გვერდზე.ამ ეტაპზე „სილქნეტის“ ტელე–აბონენტთა რიცხვმა ათას გადააჭარბა. აღნიშნული სერვისი, თბილისის მასშტაბით, ორი ტექნოლოგიით – დსლ–ით და ოპტიკური ქსელით მიეწოდება მომხმარებელს.


სრულად ნახვა…

HYIP

HYIP–ის  ანუ High Yield Investment Program–ის საიტის შექმნა ჩემი აზრით წარმატებული იქნება,ეს არის საიტი რომელიც გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: თქვენ რეგისტრირდებით საიტზე,შეგაქვთ გარკვეული თანხა 0,5$–დან 10$–მდე და ყოველ სამუშაო დღეს იღებთ თქვენს მიერ შეტანილი თანხის გარკვეულ პროცენტს,შემოთავაზებული პროცენტი ხშირ შემთხვევაში 1–დან 5%–მდე რაოდენობის თანხით განისაზღვრება.


რა მოსდის თქვენს თანხას ან რატომ გიმატებენ პროცენტს?!


თქვენი თანხით ამ საიტის ტრეიდერები ვაჭრობენ ფორექსზე და მათ მიერ მოგებული თანხიდან გარკვეულ ნაწილს თქვენც გინაწილებენ,თქვენი საწყისი კაპიტალი დაძღვეულია და მას ყველა ვარიანტში გიბრუნებენ მოთხოვნისთანავე,ნებისმიერი დღის ბოლოს ან შაბათ კვირას.
ამ საიტიდან ინვესტიციების გარდა მოგების მიღება შესაძლებელი იქნება რეკლამიდანაც!


რა მინუსები აქვს პროექტს?


თავიდან გართულდება ხალხის ნდობის მოპოვება მაგრამ საიტი თანდათან ძალებს მოიკრებს და მისი კონტენტის დამატებით ორ ენაზე (რუსულზე და ინგლისურზე) თარგმნა დამატებითი მოგების მიღების საშუალებას მოგვცემს,გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვიც!


ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო იქნება: ხარისხიანი და დაცული საიტი,3 ტრეიდერი,კომპიუტერები და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და რა თქმა უნდა რეკლამა.


საიტის ძირითადი მომხმარებელი ალბათ 14–დან 20 წლამდე ახალგეზდები იქნებიან,რადგან ძირითადად ამ ასაკის აუდიტორია ცდილობს იოლი ფულის შოვნას ინტერნეტში კლიკებითა და ფაილ ჰოსტინგებით,ამ შემთხვევაში ჰაიპი მათთვის ნამდვილი მისწრება იქნება:)













სრულად ნახვა…

საიტი კულინარიაზე

თქვენ ეძებთ ბიზნეს იდეას , მაგრამ ეს შეიძლება იპოვოტ იქ სადაც არ ელოდებით. კარგი საიტი უკვე კარგი ფულის ტოლია და ეს ყველა ადამიანმა იცის ვისაც მეტ ნაკლებად აქვს ინტერნეტთან შეხება. ე.ი. ცუდი არ იქნება თუ კარგი საიტის შექმნაზეც იფიქრებთ და მე ერთ–ერთი ასეთი საიტის იდეას გთავაზობთ. შექმენით სატი სადაც მხოლოდ კულინარიზე იქნება საუბარი და სხვადასხვა რეცეპტებს შესტავაზებს მომხმარებელს. ამ პროცესში თვითონ მომხმარებელიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული და უნდა მოგაწოდონ თავიანთი რეცეპტები. ამის პროვოცირება თქვენს მიერ ჩატარებული სხვადასხვა კონკურსებისა და აქციებით არის შესაძლებელი. შემდეგ საიტზე დაგროვებული მასალები შეგიძლიად წიგნად აკინძოთ და ეს ტქვენთვის კიდევ დამატებითი ფულადი სახსრების მომტანი იქნება.



წარმატებები ბიზნესში!!!

რეკომენდირებული სტატიაგააკეთეთ მეორადი წიგნების ელექტრონული მაღაზია
სრულად ნახვა…

SEO ტელევიზია


SEO -თი დაინტერესებულ ადამიანებს მინდა ვახარო რომ არსებობ სეოტელევიზა. სამწუხაროდ რუსულ ენაზე მაგრამ სულ არაფელს ჯობია ნახეთ გამოგადგებათ პროფელიონალების რჩევები. 
                                                              seopult.ru

და თან პარტნიოლი პროგრამაც აქვს, ანუ ბანერებს გაძლევს სიტისთვის, რისი მეშვეობითაც გამოიმუშავებ ფულს. 





იხილეთ ჩვენი სტატია:SHOPOMANIA
სრულად ნახვა…

მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგი


ამ ნომერში გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ ინტერნეტ მაღაზიის მუშაობა თავდაპირველად მინიმალური დანახარჯებით უზრუნველყოთ. წინა სტატიებში ჩვენ გვქონდა საუბარი ორი ტიპის პროდუქციის მომარაგების სქემაზე. პირველი არ მოითხოვს დასაწყობებას და მხოლოდ ფართო პარტნიორულ ქსელს საჭიროებს, რომელთაგან საჭიროების შემთხვევაში პროდუქციას შეიძენთ ფასდაკლებით, მეორეს შემთხვევაში კი, თქვენ უკვე საკუთარი საწყობი უნდა გქონდეთ, აიღოთ საკუთარ თავზე რისკი პროდუქციის ასორტიმენტის ზუსტ განსაზღვრასთან დაკავშირებით, ასევე პასუხისმგებელი იყოთ ხარისხზე, გარანტიასა და ა.შ.


დასაწყისისთვის თუ არ აპირებთ დიდი თანხების ჩადებას თქვენს ინტერნეტ მაღაზიაში, გირჩევთ პირველი სქემით დაიწყოთ.

რას გულისხმობს პირველი სქემა: მაგალითად, თქვენ აირჩიეთ სამომხმარებლო ელექტრონიკის, უფრო სწორად მობილური ტელეფონების მაღაზიის ბაზარი და ფიქრობთ ამ მიმართულებით მაღაზიის გახსნას. ვიტყვით, რომ აღნიშნული მიმართულება საკმაოდ საინტერესო და ზრდადია. მობილური ტელეფონი მუდმივი მოხმარების საგნების სიაში შედის და, როგორც წესი, ყოველი ადამიანი დაახლოებით წელიწადნახევარში ერთხელ მობილურ აპარატს იცვლის.

საქართველოში უკვე 3 მილიონამდე მობილური ტელეფონის მომხმარებელია. წარმოიდგინეთ და გადათვალეთ, თუ მინიმუმ რამდენი მობილური სჭირდება ქართულ ბაზარს. წარმოიდგინეთ ისიც, რომ საქართველოში უკვე 1 მილიონზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელია და ბევრს არ აქვს მაღაზიებში სიარულის დრო.

ისიც უნდა ვახსენოთ, რომ კრიზისის გამო, უფრო საშუალო და მცირებიუჯეტიან ტელეფონებზე გადავიდა ძირითადი გაყიდვები, პრემიუმ კლასის მობილურების გაყიდვები შემცირებულია.

მაშ ასე, ჩვენ ვაკეთებთ ინტერნეტ მაღაზიას და გვჭირდება პროდუქცია და არ გვჭირდება რისკები. საქართველოში მობილური ტელეფონების თითქმის ყველა ბრენდის წარმომადგენლობაა გახსნილი, მათ შორის: Nokia, Samsung, SonyEricsson, LG და სხვა. როგორც წესი, დასახელებული ოთხი ბრენდი ყველაზე გაყიდვადია.

საქართველოში Nokia -ს მოდელების დისტრიბუციას სავაჭრო სახლი "გოლეთიანი" აწარმოებს. აღნიშნულ კომპანიას უკვე აქვს გარე ინტერნეტ მაღაზიებთან ურთიერთობის პრაქტიკა. ამიტომ არსებულ სქემას შემოგთავაზებთ, თუმცა პირობებზე ყველა შემთხვევაში უნდა გაესაუბროთ. სქემა შემდეგია: თქვენს ინტერნეტ მაღაზიაში შემოვიდა შეკვეთა, აუცილებელია, რომ მაღაზიაში ინტეგრირებული გქონდეთ ელექტრონული გადახდის სისტემა, რადგან პიროვნებას წინასწარ გადაახდევინოთ თანხა და რისკი შეამციროთ - მომხმარებელს უბრალოდ ტელეფონის ნახვა სურს და მეტი არაფერი?!

როგორც უკვე იცით, ბანკი "ქართუ" ინერნეტ მაღაზიის რისკების შესამცირებლად კლიენტს თანხას გარკვეული პერიოდით ანგარიშზე უყინავს, შეძენის დამოწმებისთანავე თანხა საბოლოოდ ჯდება ინტერნეტ მაღაზიის ანგარიშზე. თანხის შუალედურ ანგარიშზე გამოჩენის შემდეგ, ინტერნეტ მაღაზიამ უკვე შეიძლება მიაკითხოს სავაჭრო სახლ "გოლეთიანს", მოლაპარაკებული ანგარიშსწორების პირობების მიხედვით გადაიხადოს თანხა და მიიღოს სპეციალური ფასდაკლებით სასურველი ტელეფონი, რომელსაც კურიერი ადგილზე მიიტანს.

რა თქმა უნდა, მომწოდებელთან უნდა გქონდეთ პერიოდული საინფორმაციო კონტაქტი და იცოდეთ, რა პროდუქციაა დარჩენილი და რა არა. შესაბამისად, ინტერნეტ მაღაზიის დახლებზე ცვლილებებს ოპერატიულად უნდა ახორციელებდეთ.

აღსანიშნავია, რომ იგივე სავაჭრო სახლ "გოლეთიანში" თუ თქვენ მომავალში გარკვეულ წინასწარ შეკვეთებს განახორციელებთ, უფრო დიდ ფასდაკლებას მიიღებთ.

ფაქტობრივად, დანარჩენ მომწოდებლებთანაც ასეთივე სქემით შესაძლებელია მუშაობა. რა თქმა უნდა, პირობებზე წინასწარ უნდა მოელაპარაკოთ.

რა მიმართულებაც არ უნდა აირჩიოთ, აუცილებლად დაუკავშირდით დისტრიბუტორს, რომელიც მზად არის ფასდაკლება შემოგთავაზოთ.

ასეთი სქემით გარკვეული პერიოდი იმუშავებთ, თუმცა როდესაც გაყიდვები დღეში გარკვეულ ზღვარს გადააჭარბებს და სტაბილური გახდება, საკუთარ დასაწყობებაზე უნდა დაფიქრდეთ.

ყველა შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ სეზონურობას და დღესასწაულებს დიდი გავლენა აქვს გაყიდვების რაოდენობაზე. ასეთ დღეებში მიღწეული წარმატება ნუ შეგიქმნით ილუზიას, რომ მთელი წელი მსგავსი გაყიდვები გექნებათ.

navigator.ge

რეკომენდირებული სტატიავიწყებთ ინტერნეტ მაღაზიის შექმნას
სრულად ნახვა…

ვიწყებთ ინტერნეტ მაღაზიის შექმნას


ინტერნეტ მაღაზიის შექმნამდე კარგად უნდა წარმოიდგინოთ, თუ რა აუცილებელ ტექნიკურ პარამეტრებს უნდა შეიცავდეს ის. აღნიშნულმა პარამეტრებმა მომავალში მის ინტერნეტში პოპულარიზაციას ხელი უნდა შეუწყოს.

გაითვალისწინეთ, რომ დღეისათვის მომხმარებელთა მოზიდვაში საკმაოდ დიდ როლს საძიებო სისტემები თამაშობენ. საძიებო სისტემებში საკვანძო სიტყვების ქვეშ კარგი პოზიციების დაკავება წამყვან ფაქტორს წარმოადგენს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა ინფორმაციის ძიებისას www.google.com-ს იყენებს. აღნიშნული საძიებო სისტემა დეტალურად აკვირდება ინტერნეტ მაღაზიის სტრუქტურას და მასზე განლაგებულ ინფორმაციას, რათა საბოლოო შედეგები მაქსიმალურად რელევანტური (ზუსტი) იყოს.


სპეციალისტებს თავიდანვე ჩაადებინეთ საიტზე რაც შეიძლება მეტგან კონკრეტული პროდუქტების სახელწოდებების ჩვენების შესაძლებლობა და უმჯობესი იქნება აღნიშნული ფუნქცია ატომატიზირებული იყოს. მაგალითად, საიტზე ლინკის "შეიძინეთ" ნაცვლად, ეწეროს "შეიძინეთ ეს და ეს პროდუქტი", პროდუქტის ლინკის "დახასიათება" ნაცვლად ეწეროს "ამა და ამ პროდუქტის დახასიათება". თუ ასეთი თანმიმდევრობა დაცული იქნება 3-5 ადგილას თითოეულ გვერდზე, მაშინ ეს კარგად იმოქმედებს საიტის მომავალ პოპულარობაზე და მის ინდექსაციაზე საძიებო სისტემებში.

კარგი იქნება, თუ თავიდანვე მოძებნით საძიებო სისტემებში თქვენი ინტერნეტ მაღაზიის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ რა საიტები არის პირველ რიგებში. შემდგომ გახსენით ეს საიტები და ნახეთ, თუ რა საკვანძო სიტყვებს იყენებენ ისინი მეტატეგებში (ძირითადი საკვანძო სიტყვები, რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევს საძიებო რობოტი საიტის ინდექსაციის დროს). შესაბამისად, გამოიყენეთ ეს სიტყვები და დაამატეთ ახალი.

გაითვალისწინეთ, რომ პროდუქტის აღწერა, რომელიც თითოეულ პროდუქტს ერთვის თან, იყოს მაქსიმალურად სრული და ამომწურავი. ეს დიდ როლს თამაშობს მყიდველისთვის, რადგან ვერბალური კონტაქტი მომხმარებელთან არ ხდება.  

გაითვალისწინეთ ისიც, რომ მომხმარებელს კომენტარების და სურვილების დატოვება უნდა შეეძლოს. კომენტარის გაკეთება თითოეულ პროდუქტზეც შეიძლება.

დაამატებინეთ ასევე საიტზე პროდუქტების შედარების შესაძლებლობა. ესეც ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია შემდგომში თქვენი საიტის პოპულარიზაციისთვის საძიებო სისტემებში.

ასევე გასათვალისწინებელია ინტერნეტ მაღაზიაში გაფართოებული ძიების მექანიზმები. კარგი იქნება, თუ პროდუქტის მოძიება რამდენიმე პარამეტრით იქნება შესაძლებელი.


სასურველია კოორდინატები და მეილის მისამართი განათავსოთ მაქსიმალურად თვალსაჩინო ადგილას. ასევე სასურველია უზრუნველყოთ ონ-ლაინ კონსულტაცია, რისთვისაც საიტზე Skype-ს ღილაკი უნდა ჩაისვას და ღილაკის თავზე შესაბამისი აღმნიშვნელი სურათი, სასურველია სურათი იყოს თვალსაჩინო.

როგორც საიტის პოპულარიზაციისთვის, ასევე თქვენი მაღაზიის მიმართ ნდობის გაზრდის მიზნით კარგი იქნება, თუ საიტის ბლოგს ან ფორუმს შექმნით.

გაითვალისწინეთ ფასდაკლებების წარმოჩენის შესაძლებლობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაც საქონელზე შემოგაქვთ ფასდაკლება, ამის ჩვენება მაღაზიის გვერდზე მარტივად უნდა შეგეძლოთ. ასევე იყოს განყოფილება, სადაც შეგიძლიათ ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის განთავსება.

კარგი იქნება, თუ საიტზე განთავსებული სურათების დაკოპირებისგან დაცვის მექანიზმებს შეიმუშავებთ. შესაძლებელია თქვენი ფოტოსურათები ვინმემ გამოიყენოს, მაგალითად, მარტივად და სწრაფად საკუთარი ინტერნეტ მაღაზიის შესაქმნელად.

მაღაზიის დიზაინიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. მომხმარებელი საიტზე შემოსვლისას პირველი ნახვით იღებს შთაბეჭდილებას. თუმცა საიტის  დიზაინმა არ უნდა გააფუჭოს მისი ფუნქციონალური მხარე. ამ საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კარგი დიზაინის მქონე ინტერნეტ მაღაზიების მაგალითები: Ecommercegallery.com .

გაითვალისწინეთ ისიც, რომ სხვადასხვა ტიპის ბრაუზერები, განსხვავებულად წარმოაჩენენ გვერდს თქვენს ეკრანზე. შესაბამისად, შეამოწმეთ, თუ როგორ ჩანს საიტი სხვადასხვა ბრაუზერებში.

კომპანიას ან სპეციალისტს, რომელსაც დაუკვეთავთ ინტერნეტ მაღაზიის შექმნას, გამოკითხეთ დეტალურად მაღაზიის და ძრავის უსაფრთხოების საკითხების მდგრადობის შესახებ.


navigator.ge

რეკომენდირებული სტატიაროგორ გამოვიმუშავოთ ფული ბლოგზე?
სრულად ნახვა…

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ბლოგზე?



ინტერნეტში არსებს უამრავი საშუალება, რომ ადამიანმა გამოიმუშავოს ფული . მე წინა სტატიებშიც შემოგთავაზეთ პოსტები ამ თემაზე, აგრეტვე თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბლოგი მომგებიანი ფინანსურად. ახლა კი მოგიყვებით რუსულ ინტერნეტ სივრეცეში არსებულ საიტ blogun.ru-ზე რომელიც სპეციალურად ბლოგერებისთვის არის შექმნილი. ეს არის სარეკლამო კომპანია რომელსიც ზრუნავს, რომ კლიენტების რეკლამა გავრცელდეს ინტერნეტში და კერძოდ ბლოგ სივრცეში.



მოკლედ რომ აგიხსნათ წესდება ასეთია: 1.ბლოგი უნდა არსებობდეს მინიმუმ ერთი თვე.
2.მინიმუმ უნდა შეიცავდეს 20 საავტორო სტატიას.
3.google-სა და yandex საძიებო სისტემებში არ უნდა იყოს მე-20
გვერდზე დაბალ პოზიციაზე.
4. მინიმუმ 20 მკითხველი.
5.ბლოგები რომლებსაც გააჩნიათ «friends only» რეჟიმი
დარეგისტრირების შემდეგ უფრო კარგად გაეცანით წესდებას მე არ ჩამომიწერია ყველა წესი საიტზე!
დასარეგისტრილებლად შემოდით აქ და განაგრძეთ: 

დააწკაპუნეთ წითელ რგოლში მონიშნულ ადგილას



1-შეიყვანეთ ნიკ ნეიმი.
2-თქვენი პაროლი
3-დაადასტურე პაროლი
4-თქვენი სახელი და გვარი
5-თქვენი email
6- მოინიშნეთ Я принимаю правила
7- და ბოლოს დააწკაპუნეთ ღილაკს Создать аккаунт


 გისურვებთ წარმატებებს!!! 



რეკომენდებული სტატიაბლოგინგი საქართველოში
სრულად ნახვა…