Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი დანერგა
Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც ინტერნეტ-მაღაზიებზე და ინტერნეტ-აუქციონებზე ორიენტირებული რეკლამის დამკვეთებისთვის არის განკუთვნილი. ამ შემთხვევაში Google სარეკლამო პროცენტს მიიღებს მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი რეკლამის ხილვის შემდეგ პროდუქტს შეიძენს. რეკლამის დამკვეთს კი მხოლოდ ერთი საკვანძო სიტყვის მითითება სჭირდება, რათა რეკლამამ იმუშაოს საძიებო სისტემაში. ასევე შესაძლებელია ლინკზე პროდუქტის ფასის მითითებაც, რათა მომხმარებელს თავიდანვე ჰქონდეს გარკვეული ინფორმაცია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი პროდუქტის ტესტირებას ახორციელებს 800-მდე სარეკლამო კომპანია, მათ შორის ინტერნეტ-მაღაზიები Campmor.com და Diapers.com.
კატეგორია:
ინტერნეტი
,
მარკეტინგი