HYIP
HYIP–ის
ანუ High Yield Investment Program–ის საიტის შექმნა ჩემი აზრით წარმატებული იქნება,ეს არის საიტი რომელიც გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას: თქვენ რეგისტრირდებით საიტზე,შეგაქვთ გარკვეული თანხა 0,5$–დან 10$–მდე და ყოველ სამუშაო დღეს იღებთ თქვენს მიერ შეტანილი თანხის გარკვეულ პროცენტს,შემოთავაზებული პროცენტი ხშირ შემთხვევაში 1–დან 5%–მდე რაოდენობის თანხით განისაზღვრება.
რა მოსდის თქვენს თანხას ან რატომ გიმატებენ პროცენტს?!
თქვენი თანხით ამ საიტის ტრეიდერები ვაჭრობენ ფორექსზე და მათ მიერ მოგებული თანხიდან გარკვეულ ნაწილს თქვენც გინაწილებენ,თქვენი საწყისი კაპიტალი დაძღვეულია და მას ყველა ვარიანტში გიბრუნებენ მოთხოვნისთანავე,ნებისმიერი დღის ბოლოს ან შაბათ კვირას.
ამ საიტიდან ინვესტიციების გარდა მოგების მიღება შესაძლებელი იქნება რეკლამიდანაც!
რა მინუსები აქვს პროექტს?
თავიდან გართულდება ხალხის ნდობის მოპოვება მაგრამ საიტი თანდათან ძალებს მოიკრებს და მისი კონტენტის დამატებით ორ ენაზე (რუსულზე და ინგლისურზე) თარგმნა დამატებითი მოგების მიღების საშუალებას მოგვცემს,გაიზრდება მომხმარებელთა რიცხვიც!
ამ იდეის განსახორციელებლად საჭირო იქნება: ხარისხიანი და დაცული საიტი,3 ტრეიდერი,კომპიუტერები და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და რა თქმა უნდა რეკლამა.
საიტის ძირითადი მომხმარებელი ალბათ 14–დან 20 წლამდე ახალგეზდები იქნებიან,რადგან ძირითადად ამ ასაკის აუდიტორია ცდილობს იოლი ფულის შოვნას ინტერნეტში კლიკებითა და ფაილ ჰოსტინგებით,ამ შემთხვევაში ჰაიპი მათთვის ნამდვილი მისწრება იქნება:)
კატეგორია:
ბიზნეს იდეები
,
ინტერნეტი