პროექტში - "კომპიუტერები ყველას" "თიბისი ბანკიც" ჩაერთო

პროექტის "კომპიუტერები ყველას" ფარგლებში, "თიბისი ბანკი" მომხმარებელს დაბალ საპროცენტო განაკვეთსა და ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.
კომპიუტერის შეძენის მსურველებს ბანკის განვადებით სარგებლობა დღეიდან შეუძლიათ.
"პროექტის - "კომპიუტერები ყველას" ხელშეწყობის მიზნით, "თიბისი ბანკმა" წლიური საპროცენტო განაკვეთი მინიმუმამდე შეამცირა და განვადების სპეციალური პირობები შეიმუშავა, რომლებიც მოსახლეობის ყველაზე ფართო ფენისთვის არის განკუთვნილი. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ბანკი განვადებას გასცემს როგორც სტაბილური სამუშაო ადგილის მქონე, ასევე თვითდასაქმებულ მომხმარებელზე, რაც იმას ნიშნავს, რომ "თიბისი ბანკის" განვადებით, კომპიუტერები უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა", - აცხადებენ ბანკში.
"თიბისი ბანკის" განვადებით კომპიუტერების შეძენა შესაძლებელია მაღაზიებში "ალტა" და "ალგორითმი", შემდეგი პირობებით: განვადების მაქსიმალური მოცულობა - 3 000 ლარი; თანამონაწილეობის თანხა - 0% -დან; განვადების ვადა - 3 დან 24 თვემდე. განვადება გაიცემა მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე.
ამ დრომდე პროექტში - "კომპიუტერი ყველასთვის" მხოლოდ "ტაოპრივატ ბანკი" მონაწილეობდა.




სრულად ნახვა…

კომპიუტერი 1 ლარად

წარმოგიდგენთ იმ კომპიუტერებს რომელიც აქცია ,,კომპიუტერი ყველასათვის" სთავაზობენ ხალხს.
*** განვადების პირობებს, მათ შორის თანამონაწილეობის ოდენობას, კლიენტთან გასაუბრების საფუძველზე ბანკი  განსაზღვრავს    ინდივიდუალურად.    ფასები მოცემულია ლარებში, დღგ-ს ჩათვლით.

   Notebook:    Asus Netbook EeePC 1001PX 10”
        CPU:              Intel Atom Processor N450
MB:                Intel
Memory:      1 GB
HDD:             160 GB
Web Cam.     Integrated
Color              Black

 
პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 548 ლარი.  განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 20%. დღეში 0,85 ლარი

        CPU:          Intel Atom D410, 1.66GHz
MB:            Intel
Memory:    1GB Kingston
HDD:         250GB
Case:           280W
Keyboard
Mouse
Monitor      18.5” ViewSonic VA1931W
 
პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 548 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 20%. დღეში 0.85 ლარი

Notebook:    Asus Netbook EeePC 1001PX 10”
CPU:             Intel Atom Processor N450
MB:               Intel
Memory:      1 GB
HDD:             160 GB
Web Cam.     Integrated
OS                   Windows XP
Color              Black 
 
პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 633 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 1.23 ლარი
  
CPU:           Intel Celeron E3300 2.5GHz
MB:             Asus
Memory:    1GB DDR2 Kingston
HDD:           320GB
Case:            280W
Keyboard
Mouse
Monitor      18.5 ViewSonic VA1931W 

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 667 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 1.30 ლარი
  
 CPU:             Intel Dual-Core E5500 2.8GHz
MB:               Asus
Memory:     2GB DDR2 Kingston
HDD:             500 GB
Case:              280W
Keyboard
Mouse
Monitor        18.5” ViewSonic VA1931W 

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 757 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 1.48 ლარი

Notebook:    Asus Netbook EeePC 1201HA 12”
CPU:             Intel Atom Processor Z520
MB:               Intel
Memory:      1 GB
HDD:             160 GB
Web Cam.     Integrated
OS                   Windows XP
Color              Silver/Black/Red 
 

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 865 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 1.69 ლარი
  
CPU:             Intel Dual-Core E5500 2.8GHz
MB:               Asus
Memory:     2GB DDR2 Kingston
HDD:             500 GB
SVGA            1GB Asus EN9500GT/GT220
DVD-RW      DVD Super multi (reader/writer)
Case:              350W
Keyboard
Mouse
Monitor        20” Fujitsu  L20T-1/19" Samsung 943 NW/19" LG L1942S 

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 925 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 1.80 ლარი
  
CPU:             Intel Dual-Core E6500 2.8GHz
MB:               Asus
Memory:     2GB DDR2 Kingston
HDD:             500 GB
SVGA            1GB Asus GT220
DVD-RW      DVD Super multi (reader/writer)
Case:              350W
Keyboard
Mouse
Monitor        20” Fujitsu  L20T-1/19" Samsung 943 NW/19" LG L1942S 

 პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი: 950 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
 დღეში 1.85 ლარი

         Notebook:    Fujitsu LIFEBOOK AH530
Display:       15.6” LED Glare 16:9 WXGA
CPU:             Intel Pentium P6000 1.86GHz
Memory:       2GB DDR3 1066MHz
HDD:            320GB
DVD-RW:    DVD Super multi (reader/writer)
WLAN:         b/g/n
Bluetooth:     V2 
 
პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი:  1099 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 2,14 ლარი

CPU:             Intel Core 2 Duo E7500, 2.93GHz
MB:               Asus
Memory:     2GB DDR2 Kingston
HDD:             1 TB
SVGA            1GB Asus GT240
DVD-RW      DVD Super multi (reader/writer)
Case:              350W
Keyboard
Mouse
Monitor        18.5” ViewSonic VA1931W

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი:  1 162 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 2,27 ლარი

CPU:             Intel Core i3 530, 2.93GHz
MB:               Asus
Memory:     2GB DDR3 Kingston
HDD:             500 GB
SVGA            1GB Asus ENGT220
DVD-RW      DVD Super multi (reader/writer)
Case:              350W
Keyboard
Mouse
Monitor        20” Fujitsu  L20T-1/19" Samsung 943 NW/19" LG L1942S 

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი:  1210 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 2,36 ლარი

Notebook:        Asus K52J
Display:             15.6” HD
CPU:                  Intel Pentium P6100 2.0GHz
Memory:          3GB 
HDD:                 320GB
SVGA:               512MB
Web Camera:  Integrated


პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი:  1333 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 2,60 ლარი

CPU:             Intel Core i5 660, 3.33GHz
MB:               Asus
Memory:     4GB DDR3 Kingston
HDD:             1 TB
SVGA            1GB Asus NGT240
DVD-RW      DVD Super multi (reader/writer)
Case:              500W
Keyboard
Mouse
Monitor        21.5” ViewSonic VA2231W 

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი:  1749 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 3.41 ლარი

CPU:             Intel Core i7 870, 2.93GHz
MB:               Asus
Memory:     4GB DDR3 Kingston
HDD:             1 TB
SVGA            1GB Asus ENGTS250
DVD-RW      DVD Super multi (reader/writer)
Case:              500W
Keyboard
Mouse
Monitor        21.5” ViewSonic VA2231W

პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი:  2020 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 3.94 ლარი

Notebook:    Fujitsu LIFEBOOK NH570
Display:         18.4” HD
CPU:              Intel Core i5-430M 2.26GHz 3MB
Memory:      4 GB DDR3
HDD:              SATA 500 GB 
SVGA:            NVIDIA® GeForce® GT 330M 1 GB
DVD-RW:      DVD Super multi (reader/writer)
WLAN:           802.11 b/g/n
Bluetooth:       V2.1
Web Cam.:      Integrated, 1.3MP


პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში ფასი:  2059 ლარი. განვადება: 2 წლიანი, თანამონაწილეობა - 0%
დღეში 4.00 ლარი


წყარო: alta.ge

წარმატებები ბიზნესში!!!

რეკომენდირებული სტატია: „კომპიუტერი დღეში ერთ ლარად“




სრულად ნახვა…

Buziness Netbook

eMachines 250-01G16i Netbook - Atom N270 1.6GHz, 1GB/160GB, 10.1" LCD, Intel GMA 950, Lan, Wlan, BT, Cam, 6-cell, 1.33kg, Linpus, 1 Year Warranty
ძირითადი სპეციფიკაციები:
პროცესორი:Intel Atom processor N270 1.6GHz, 512KB L2 cache, 533MHz FSB
დისფლეი:10.1" WSVGA display with 1024 x 600 resolution
მყარი დისკი:160GB Hard Drive
მეხსიერება:1GB DDR2 667 MHz memory
ვიდეო:Integrated Intel Graphics Media Accelerator 950
ოპტიკური დისკი:No
ქსელი:10/100 Ethernet
ბლუთუსი:Bluetooth 2.1+EDR
უკაბელო ქსელი:Wireless 802.11b/g
ელემენტი:6-cell Li-ion Battery
პროგრამები:Limpus
ფერი:Silver
წონა:1.33kg
გარანტია:1 Year Warranty
პროდუქტის აღწერილობა
eMachines 250-01G16i Netbook - Intel Atom processor N270 1.6GHz, 512KB L2 cache, 533MHz FSB, 1GB DDR2 667 MHz memory, 160GB Hard Drive, 10.1" WSVGA display with 1024 x 600 resolution, Integrated Intel Graphics Media Accelerator 950, 10/100 Ethernet, Wireless 802.11b/g, Bluetooth 2.1+EDR, 3 x USB 2.0, VGA, Headphone/speaker/line-out jack, Microphone-in jack, RJ-45, 5-in-1 card reader, Integrated eMachines Webcam, 6-cell Li-ion Battery, Weight: 1.33kg, Limpus, 1 Year Warranty




ფასი: 350 $


ეს ნოუტბუქი ვნახე ერთ ერთ ინტერნეტ მაღაზიაში და ძალიან მომეწონა ამ ფასად.
სრულად ნახვა…

ციფრული წიგნების მაღაზია - სინგულარ ჯგუფის ინოვაციური პროექტი

საქართველოში დროთა განმავლობაში ფეხს იკიდებს და საკმაოდ აქტიურად მკვიდრდება e-reader ტექნოლოგიები. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკები დიდი ხანია რაც არსებობს და საკმაო პოპულარობით სარგებლობს ქართველ სტუდენტებსა და ლექტორებში. არაერთი უნივერსიტეტი ავითარებს საქმიანობას ამ მიმართულებით. მაგალითისთვის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2009 წელს შექმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის გამოყენება არამარტო სტუდენტებს, არამედ უცხო ადამიანებსაც შეუძლიათ. ამჟამად, e-reader-ები საქართველოში მცირე რაოდენობითაა და აქედან გამომდინარე წიგნის ბეჭდური ვერსიები უფრო პოპულარულია, ვიდრე ელექტრონული. ის წიგნები, რომლებიც უფასოა, უმეტესად უნივერსიტეტის პროგრამიდან არის ან მხატვრული წიგნებია. ილიას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთადერთია, რომელიც მომხმარებელს ციფრული ფორმატის სერვისებს სთავაზობს, როგორიცაა ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებები და ინტეგრირებული ბიბლიოთეკის სისტემა. ასევე ილიას უნივერსიტეტში იგეგმება ბიბლიოთეკის ელექტრონული პორტალის შექმნა. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტსაც აქვს ონლაინ ბიბლიოთეკა და მას სტუდენტები ძალიან ეფექტურად იყენებენ. უნივერსიტეტს სპეციალური შეთანხმებები აქვს Oxfordjournals-სა და Cambridgejournals-თან. მისი მუდმივი პარტნიორი კი EBSCO გახლავთ. საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტმა 1 500 ლარი გადაიხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ჟურნალების წყაროების გამოყენება შეძლებოდათ მათ სტუდენტებს. ილიას უნივერსიტეტისგან განსხვავებით აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკა დახურულია და ამ  მასალებთან წვდომა მხოლოდ საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ. საშუალოდ დაახლოებით 200-300 სტუდენტი იყენებს ბიბლიოთეკას ქართული და უცხოური გამომცემლობების წიგნების წასაკითხად. უნივერსიტეტის სტუდენტები ონლაინ წყაროებს სხვადასხვა კვლევების ჩასატარებლადაც  ეფექტურად იყენებენ. ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკებს შორის ძალიან პოპულარულია საიტი lib.ge. როგორც lib.ge-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი კეკელიძე ამბობს, ონლაინ წიგნების მომხმარებელთა რიცხვი ბოლო ორი წლის მანძილზე მკვეთრად გაიზარდა. საიტს დღეში 4, 4140-ჯერ სტუმრობენ და 5 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ორი წლის წინ ვიზიტორთა რაოდენობა კი 800 მნახველით განისაზღვრებოდა. რაც შეეხება მულტიმედია მასალას, საიტი ამჟამად მუშაობის რეჟიმშია და იგეგმება ონლაინ-ლექციების და სხვადასხვა რეპორტაჟების დამატება.
საქართველოს უნივერსიტეტებში e-reader ტექნოლოგიების დამკვიდრების საკუთარი პროექტი შეიმუშავა სინგულარ ჯგუფმა შ.პ.ს "წიგნის მაღაზიასთან” ერთად. სინგულარ ჯგუფი მუშაობს ციფრული მაღაზიის აპლიკაციის/სერვისის შექმნაზე, რომელიც ინტეგრირებული იქნება ისეთ პოპულარულ e-reader-ებში, როგორიცაა Amazon Kindle-ი. სერვისი შეიქმნება სინგულარში, ხოლო წიგნების მომწოდებელი იქნება შ.პ.ს "წიგნის მაღაზია". ვინაიდან Amazon-ის და სხვა საერთაშორისო წიგნის ონლაინ მაღაზიებში არსებული გადახდის მეთოდები საქართველოში აპრობირებული არ არის, სწორედ ეს გახდა მსგავს სერვისზე მუშაობის დაწყების მთავარი მიზეზი. გარდა ამისა, ბაზარზე არსებულ e-reader-ებს არ გააჩნიათ ქართული უნიკოდ ფონტების მხარდაჭერა. შესაბამისად, ქართული ელექტრონული წიგნების წაკითხვა არსებულ e-reader-ებში შეუძლებელია. საწყის ეტაპზე სინგულარ ჯგუფი გეგმავს სერვისის Amazon Kindle E-reader-ში ინტეგრირებას. როგორც სინგულარ ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შამუგია აცხადებს, თავდაპირველად გაჩნდა იდეა, რომ უნივერსიტეტების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებისთვის გაკეთებულიყო e-reader, რომელსაც ექნებოდა ქართული ენის მხარდაჭერა. პროექტი ამჟამად საწყის ეტაპზეა და მიმდინარეობს e-reader-ების პროვაიდერებთან მოლაპარაკებები. იმ შემთხვევაში, თუ Amazon-თვის ქართული პროექტი დაინტერესებას ვერ გამოიწვევს, სინგულარ ჯგუფის მომავალი გეგმაა რომელიმე პლატფორმის მოდიფიკაცია, რათა შეიქმნას ინტერნეტ-მაღაზია ელექტრონული წიგნებისთვის. იმისათვის, რომ ქართული ელექტრონული წიგნების წაკითხვა ქართულად e-reader-ის საშუალებით მოხდეს, აუცილებელია გაკეთდეს ePab ფორმატის წამკითხავი. საერთაშორისო ელექტრონული წიგნები ePab ფორმატში იყიდება Pearson, Wiley, SAGE და Thompson-ის მიერ. რაც შეეხება ქართულ წიგნებს, ნებისმიერ გამომცემელს მარტივად შეეძლება წიგნების ePab ფორმატში გადაყვანა,  Adobe INDesing-ის ან სხვა პროგრამის გამოყენებით. წიგნების გამოქვეყნების სერვისი იქნება ძალიან მარტივი: გამომცემლები თავიანთ წიგნებს ქართულ საიტზე განათავსებენ, შემდეგ ეს წიგნები ავტომატურად მოხვდება ციფრული მაღაზიის აპლიკაციაში, რომელიც ინტეგრირებული იქნება e-reader-ებში. სერვისის საფასურის გადახდის შემდეგ ნებისმიერ ადამიანს შეეძლება არჩეული წიგნის გადმოწერა.
სინგულარ ჯგუფისა და შ.პ.ს "წიგნის მაღაზიის” ინოვაციური პროექტი საწყის ეტაპზე მხოლოდ ქართული უნივერსიტეტებისა და სტუდენტებისთვისაა გათვალისწინებული, თუმცა e-reader ტექნოლოგიების წარმატებულად დანერგვის შემდეგ შესაძლოა პროექტი ფართო საზოგადოებაზე ორიენტირებული გახდეს. ამჟამად e-reader ტექნოლოგია განვითარების ეტაპზეა, განსაკუთრებით საქართველოში. ჯერ კიდევ უამრავი კვლევა და სამუშაოა ჩასატარებელი, რათა  e-reader ტექნოლოგიამ დაიმკვიდროს ადგილი. მომავალში ეს ახალი ხელსაწყოები ალბათ კონკურენციას გაუწევს ბეჭდურ წიგნსა და მედიას. სინგულარ ჯგუფისა და შ.პ.ს "წიგნის მაღაზიის” პროექტი გეგმის მიხედვით შემოდგომაზე უნდა დაიწყოს, თუმცა დეველოპმენტის დასრულების ვადები დამოკიდებულია e-reader-ების პროვაიდერებთან მოლაპარაკებების შედეგებზე. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, იგი დამოკიდებულია იმ პლატფორმის ღირებულებაზე, რომლის მოდიფიკაციასაც სინგულარ ჯგუფი მოახდენს. სავარაუდოდ, e-reader-ის ღირებულება 400-დან 500 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს, თუმცა მას შემდეგ, რაც სტუდენტები გადასახადს გადაიხდიან, 4 წლის განმავლობაში ელექტრონულ წიგნებს უფასოდ მიიღებენ.
ავტორი: ირინა ჭოჭუა
სრულად ნახვა…

SALE "ელიტ ელექტრონიქსი"

მაღაზიათა ქსელში "ელიტ ელექტრონიქსი" 12 ოქტომბრიდან, DELL-ის პორტატულ კომპიუტერზე 100-ლარიანი დაზოგვის აქცია დაიწყო. მსურველებს ორბირთვიანი ლეპტოპის DELL XPS1530 შეძენა 1299 ლარად შეუძლიათ. ამ აქციის საშუალებით მომხმარებლები 100 ლარს დაზოგავენ.  "ელიტ ელექტრონიქსში" შეძენილ პორტატულ კომპიუტერზე საგარანტიო მომსახურება 1 წელი გრძელდება.
სრულად ნახვა…

„კომპიუტერი დღეში ერთ ლარად“

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სიმბოლურ ფასად - დღეში ერთ ლარად (თვეში 30 ლარად) - საბანკო სესხის მეშვეობით კომპიუტერი შეიძინონ. ეს პროგრამა ძირითადად მოსწავლეებზე, პედაგოგებსა და სტუდენტებზეა გათვლილი. წინასწარი პროგნოზით, მსურველი 70-80 000 ადამიანი იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შუამავალ კომპანია ”ინტელთან”, რომელიც საერთაშორისო კომპანიებსა და ბანკებთან ურთიერთობას არეგულირებს, უკვე დაასრულა მოლაპარაკება და ოქტომბრის დასაწყისში ხელშეკრულებაც გაფორმდება. დასაწყისისათვის პროგრამაში ორი კომპიუტერული კომპანია - ”ალტა” და ”ალგორითმი” - და ერთი ბანკი - კერძოდ, ’საქართველოს ბანკი” - ჩაერთვება.

დღეში ერთი ლარი და - კომპიუტერი შენია. იდეა მომხიბვლელად ჟღერს და დაინტერესებული ადამიანების რიცხვიც იზრდება. რას გულისხმობს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც პირველად 21 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, და რამდენად რეალურია მისი განხორციელება? პროექტის საბოლოო პირობები 6-7 ოქტომბერს გაირკვევა, გვეუბნება განათლების სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სტატისტიკურ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გოგა გულუა. კომპანია ”ინტელთან” ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი უკვე დაასრულა:

„‘ინტელს’ ეს პროექტი ასზე მეტ ქვეყანაში აქვს განხორციელებული და ყველაზე წარმატებული საბერძნეთსა და იტალიაში გამოდგა. საქართველოში, სავარაუდოდ, დასაწყისისათვის მონაწილეობას ამ პროგრამაში მიიღებს ორი კომპიუტერული კომპანია - ”ალტა” და ”ალგორითმი” - და ასევე ”საქართევლოს ბანკი”. ბანკი გასცემს სესხს, რომლითაც აღნიშნული კომპანიების პროდუქციის ყიდვა იქნება შესაძლებელი. ეს არ არის რაიმე სპეციალიზებული ტექნიკა. უბრალოდ, ამ პროექტის ფარგლებში აქვს უფრო დაბალი ფასი და სესხიც შეღავათიანია.”

გადასახადი არის დღეში ერთი ლარიდან სამ ლარამდე. იმის მიხედვით, რა შემოსავალი აქვს ადამიანს და რა მოთხოვნები კომპიუტერისადმი ...
”ინტელი” ამ შემთხვევაში შუამავალია. ის ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებების პროცესში მიაღწიონ ოპტიმალურ ფასს და ადგილობრივ კომპანიებს ჰქონდეთ საშუალება შედარებით დაბალ ფასად მიიღონ კომპიუტერები. ამავე დროს, მოლაპარაკებები მიდის ბანკებთან, რომ კრედიტები შედარებით დაბალი პროცენტით გასცენ. გოგა თოფურია ამბობს, რომ, წინასწარი გეგმით, კომპიუტერს პირობითად დღეში ერთ ლარად 70-80 000 ადამიანი იყიდის. ძირითადი სამიზნე ჯგუფი კი პედაგოგები, სტუდენტობა და სკოლის მოსწავლეები იქნებიან, თუმცა შეზღუდვა, ამ მხრივ, არც საზოგადოების დანარჩენი ნაწილისათვის დაწესდება. ნაწილს შედარებით უკეთესი კონფიგურაციის კომპიუტერის ყიდვაც შეეძლება. დაგეგმილია ბონუსები და სხვა საინტერესო აქციები ინტერნეტ პროვაიდერებისგანაც:

”გადასახადი არის დღეში ერთი ლარიდან სამ ლარამდე. იმის მიხედვით, რა შემოსავალი აქვს ადამიანს და რა მოთხოვნები კომპიუტერისადმი, შეუძლია შესაბამისი კონფიგურაციის მოდელი აარჩიოს და თვის ბოლოს დაგროვილი თანხა ბანკში გადაიხადოს. კრედიტი არის ორწლიანი. იქნება გარკვეული ბონუსებიც, საინტერესო წინადადებები პროვაიდერებისგან, როგორიცაა, მაგალითად, ერთთვიანი ან ორთვიანი უფასო ინტერნეტ-სერვისი. ეს დეტალები ახლა ზუსტდება.”

გოგა გულუა გვეუბნება, რომ სესხების გაცემა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან იგეგმება. ჩვენ მას ვკითხეთ, რამდენად იქნება ამ პროექტის განხორციელების პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორი ე.წ. ”შავი სიები” - შეძლებს თუ არა ამ პროგრამაში მონაწილეობას ის ხალხი, ვისაც პრობლემური საბანკო ისტორია აქვს. გოგა გულუა ამბობს, რომ ეს ”შავი სია” ცვალებადი სიაა და მასში მოხვედრილ ადამიანს ბანკი სამუდამოდ კარს არ უკეტავს. ამ ეტაპზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბანკი, უცნობია. როგორც ”კრედიტინფო საქართველოს” მენეჯერი კობა კობახიძე გვიხსნის,ასეთ სიაში მოხვედრილი ადამიანებისათვის სესხის გაცემას ბანკი გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით გადაწყვეტს.

ბანკებს გააჩნიათ თავისი მოქმედების წესი, ანგარიშგება და ფინანსური ინტერესიც, რომელიც ხშირად ასეთ იდეებს სხვა სახის ტრანსფორმაციას აძლევს ხოლმე ...
ინფორმაციისთვის: „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში რთული საბანკო ისტორიის მქონე მილიონამდე ადამიანი და 1 900 000 ჩანაწერია, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი და იგივე ადამიანი შესაძლოა არა მხოლოდ მსესხებელი იყოს, არამედ თავმდები პირიც.

ექპსერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ იდეამ, მიუხედავად მისი მომხიბვლელობისა, საბანკო პროდუქტად გარდაქმნის პროცესში გარკვეული პრობლემებიც გააჩინოს:

”ბანკებს გააჩნიათ თავისი მოქმედების წესი, ანგარიშგება და ფინანსური ინტერესიც, რომელიც ხშირად ასეთ იდეებს სხვა სახის ტრანსფორმაციას აძლევს ხოლმე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის რაოდენობა დიდი არ იქნება (კომპიუტერები არ ღირს ძალიან ძვირი), ბანკებისთვის ეს შესაძლოა პროდუქტი იმ შემთხვევაში გახდეს, თუ კრიტიკულად დიდი რაოდენობა დაგროვდება მსესხებლებისა. ისიც უნდა ითქვას, რომ რადგან ბანკებიც გარკვეულწილად ინტეგრირებულნი არიან სახელმწიფოსთან ურთიერთობებში და სოციალური პასუხისმგებლობის ტვირთსაც ატარებენ, შესაძლოა ამ ნაკლებად მიმზიდველი და ფინანსურად მომგებიანი პროდუქტის დანერგვაზე უარი სულაც არ თქვან და სახელმწიფოსთან ერთად რისკი და პასუხისმგებლობა გაიყონ.”

რევაზ საყევარიშვილი ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად იმას მიიჩნევს, რომ ”შავ სიაში” მოხვედრილი არასათანადო მსესხებლები პროგრამაში ამ ეტაპზე ვერ ჩაერთვებიან, რაც პოტენციურ მსესხებელთა რიცხვს შეამცირებს. მეორე მხრივ, ექსპერტის შეფასებით, არ არსებობს ზუსტი ციფრები, თუ რამდენად არის ამ პროდუქტზე რეალურად მოთხოვნილება. ეს მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდება, რაც ბანკები ამ პროდუქტს დანერგავენ და მისი მოხმარების პირველი ეტაპი მაინც დასრულდება.


სრულად ნახვა…

ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა (ვიდეოგაკვეთილი)



 ყველამ კარგად იცის ვისაც  უცხოური ავტომობილი ყავს ან ყოლია რომ თანამედროვე ავტომობილები კომპიუტერით არის აღჭურვილი სადაც დევს პროგრამა რომელიც ხელს უწყობს ავტომობილის სხვადასხვა აგრეგატის გამართულ მუშაობას. მაგრამ არც თუ იშვიათად კომპიუტერი სხვადასხვა მიზეზების გამო ხშირად გამოდის მწყობრიდან. 
.           იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიაკითხავთ ავტო ხელოსანს რომელსაც სათანადო ხელსაწყო არ გააჩნია, უარეს შემთხვევაში დეფეკტის მიზეზის პოვნაში, შეიძლება ნახევარი მანქანა დაშალოს და მერე გითხრათ რომ კომპიუტერია დაზიანებული, უკეთეს შემთხვევაში პირდაპირ მიხვდეს და გთხოვოთ კომპიუტერის გამოცვლა, ან კიდევ სადმე დიდ ავტო ცენტრში გაგიშვათ ავტო დიაგნოსტიკაზე. ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა ავტომოყვარული ზარალდება და ზარალი არც თუ ისე ცოტაა რამოდენიმე ასეული დოლარი, გააჩნია რა წლოვანების და რა მარკის ავტომობილს ფლობთ. 
            მაგრამ ყოველივე ასეთი დისკომფორტიდან  არსებობს გამოსავალი კომპიუტერული დიაგნოსტიკა, მცირე ზომის ხელსაწყო რომელშიც ჩაპროგრამებულია სხვადასხვა მარკის ავტომობილის კომპიუტერული პროგრამები, რის მეშვეობითაც შედიხართ ავტომობილის პოგრამის მეხსიერებაში შლით დაზიანებულ პროგრამას და წერთ ახალს, ეს სულ რამოდენიმე წუთის საქმეა ამის შემდეგ თქვენი ავტომობილი ისევ ძველებურად გემსახურებათ 
     რა თქმა უნდა ეს მომსახურეობა ჩვენთან არის მაგრამ ის ძალიან ცოტაა და ძირითადად მსხვილ ავტოცენტრებშია და თავისთად ძვირია .ის თანამედროვე დიაგნოსტიკის მოწყობილობა რომელიც მე მოვიძიე სამხრეთ კორეისია და დაახლოებით 6000დოლარი ღირს
>

georgianbusiness.com





რეკომენდირებული სტატიებიhttp://bizideebi.blogspot.com/search/label/ვაჭრობა
სრულად ნახვა…