ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში - ქვეყანას ცუნამის საშიშროება ემუქრება
ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონში დილით მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ბიძგების სიმძლავრემ 7,9 ბალი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით სეისმოლოგებმა დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნეს. ბიძგების სიმძლავრე 8, 9 ბალი იყო, მიწისძვრის ეპიცენტრი კი კუნძულ ხონსიუსთან, პროვინცია სენდაიში დაფიქსირდა.
მეტეოროლოგები იაპონელებს მოსალოდნელი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძოა 10 მეტრს მიაღწიოს. ვარაუდობენ რომ გიგანტური ტალღა ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროს თბილისის დროით საღამოს 6 საათზე დაატყდება. პირველი ცუნამი კი მიწისძვრის შემდეგ ქალაქ კამაიჩის უკვე დაატყდა. თვითმხილველების განცხადებით სანაპიროს 4 მეტრიანმა ტალღამ გადაუარა. წყალმა ქალაქის დიდი ნაწილი დაფარა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო რომ რყევა ტოკიოშიც იგრძნობოდა. სტიქიამ პარლამენტის სხდომაც კი ჩაშალა. საკანონმდებლო ორგანო პანიკამ მოიცვა. ისევე როგორც მთელი ქვეყანა. ხალხი ქუჩებშია გამოსული.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, რომელიც იაპონიაში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერით უწყვეტ რეჟიმში აშუქებენ, ცნობილი ხდება რომ ქალაქ იოკოგამას პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ტიბას პრეფექტურაში კი ფოლადშენადნობი ქარხანა იწვის. მუშაობა შეაჩერა იაპონიის ორმა უმსხვილესმა ატომურმა ელექტრო სადგურმა. დაიხურა ნარიტას აეროპორტი.
კატეგორია:
სხადასხვა