საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში მგზავრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ

საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზარებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში მგზავრობისგან, რადგანაც ამ ქვეყანაში მათი ყოფნა უსაფრთხო არ არის. საგარეო უწყებამ ეს განცხადება 5 ივნისს მოსკოვში საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მკვლელობაც ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
სრულად ნახვა…

აშშ-ში ლიბიელმა აჯანყებულებმა ნავთობის პირველი პარტია შეიტანეს

აშშ-მ ლიბიელი აჯანყებულებისგან ნავთობის პირველი პარტია შეიძინა. ამის შესახებ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით "როიტერი" იუწყება. ნავთობი ჰავაის კუნძულების ერთ-ერთ პორტში ტანკერმა "ეკვატორმა" შეიტანა.

გარიგების თანახმად, ლიბიელმა აჯანყებულებმა აშშ-ს 1.2 მლნ ბარელი ნავთობი მიჰყიდეს. შეთანხმება 25 მაისს გაფორმდა. კონტრაქტის ღირებულება არ სახელდება.

აპრილის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიბიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან მლნ ბარელი ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი გავიდა. თუმცა არ სახელდებოდა, ვინ იყო ნავთობის მიმღები ქვეყანა. 100 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი ტანკერმა "ეკვადორმა" გადაიტანა.

ლიბია სამოქალაქო ომის დაწყებამდე აშშ-ში ნედლეულის საკვანძო მიმწოდებელი იყო და დღე-ღამეში 1.69 მლნ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.

მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.

სრულად ნახვა…

მილიონრების რიცხვი ყველაზე სწრაფად სინგაპურში იზრდება

გასულ წელს მსოფლიოში მილიონერების რაოდენობა 12,2%–ით, 12,5 მილიონამდე გაიზარდა. ამის შესახებ კომპანია Boston Consulting Group–ი იტყობინება. მილიონრების რიცხვის ყველაზე სწრაფი, 33%–იანი ზრდა სინგაპურში დაფიქსირდა. ყველაზე ბევრი, 5,2 მილიონერი აშშ–ში ცხოვრობს, მას კი ჩინეთი მოსდევს 1,11 მილიონერით. რაც შეეხება მილიონრების ჯამურ ქონებას, ის 121,8 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული.
BCG–ს შეფასებით, მსოფლიო კეთილდღეობა 2015 წლამდე წელიწადში 5,9%–ით გაიზრდება და ამ პერიოდისთვის 162 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ზრდის ტემპები ყველაზე მაღალი განვითარებად ქვეყნებში – ინდოეთსა და ჩინეთში იქნება. ჩინელი ექსპერტების აზრით, ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ჩინეთის მოსახლეობის კეთილდღეობის დონე სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე სწრაფად იზრდება.
შინამეურნეობებში კი მილიონრების წილი მხოლოდ 0,9%–ია. საინტერესოა, რომ, როგორც კვლევის შედეგები მოწმობს, მდიდარი ჩინელებისთვის პატრიოტიზმი უცხო ხილია. 15 მილიონი და მეტი ქონების მქონე ჩინელების მესამედმა ქვეყანა დატოვა, რისი მიზეზიც პოლიტიკური სიტუაციით უკმაყოფილებაა. საქმე ისაა, რომ ხელისუფლება საკმაოდ მკაცრად ექცევა მისთვის არასასურველ ადამიანებს, მათ შორის მილიონრებსაც.
კორუფციაში მხილებულ მდიდარ ადამიანებს ციხეში მრავალი წლით სვამენ. მაგალითად, გასული წლის შუა პერიოდში ქვეყნის ერთ–ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანს, კომპანია GOME–ის დამფუძნებელს ხუან გუანიუის უკანონო ოპერაციების გამო 14–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, ჯარიმის სახით მან 88 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინელები ქვეყანაში საკუთარ უძავ ქონებას დაცულად არ მიიჩნევენ, რაც მათი უცხოეთში წასვლის ერთ–ერთი მიზეზია.
სრულად ნახვა…

ლიდერმა ადამიანებს საკუთარი ქმედებების მიმართ ნდობა უნდა ჩაუნერგოს

კომპანია Clarion Enterprises–ის პრეზიდენტი, ბრუნა მარტინუცი თვლის, რომ ადამიანის ნამდვილი სახე, მისი პიროვნება ჩანს მაშინ, როცა ის მარტოა და ვერავინ ხედავს. განსაკუთრებით ეს მათთვისაა მნიშვნელოვანი და ყურადსაღები, ვინც ლიდერთა პოზიციებს იკავებს. ლიდერობა-ეს საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობათა მთელი ნუსხაა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი  ლიდერს ავალდებულებს ადამიანებს მისი ქმედებების მიმართ ნდობა და რწმენა ჩაუნერგოს.
ბრუნა მარტინუცი თავის ბლოგში რამდენიმე რჩევას აძლევს მათ, ვინც საკუთარ თავში ნამდვილი ლიდერის პოტენციალს ხედავს.
1. უნდა მოხდეს ფასეულობების რეალიზაცია. საკუთარი ფასეულობების ცხოვრებასთან შერწყმა ლიდერობის მნიშვნელოვანი ასპექტია.
2. ლიდერი, პირველ რიგში, ის პიროვნებაა, ვინც თავის დაპირებებს ასრულებს. ამისთვის კი ის ადამიანებს უნდა დაპირდეს მხოლოდ იმას, რისი კეთება და შესრულებაც შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს პირობის სიმცირეს. აქ მთავარი პრინციპულობაა.
3. ხარისხზე ეკონომიის გაკეთება საჭირო არაა. “ხარისხი ისაა, როცა ყველაფერს სწორად აკეთებ და მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს ვინმე გხედავს თუ არა.”
4. ლიდერმა გარშემომყოფ ადამიანებთან თანმიმდევრულობა უნდა დაიცვას. თუკი ის კომპანიის რიგ თანამშრომლებს სხვებთან შედარებით უკეთ ექცევა, აქ უკვე ერთიანი ლიდერის სამართლიანობის პრინციპი ირღვევა.
5. ლიდერმა უნდა განიხილოს თითოეული გადაწყვეტილება. შეისწავლოს მიღებული შედეგები და საკუთარ თავს დაუსვას კითხვები: ამაყობს თუ არა ის საკუთარი თავით? იყო თუ არა ის გადაწყვეტილების მიღების დროს ობიექტური და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად.
სრულად ნახვა…

We need PayPal in Georgia

მეგობრებო, მოკლედ როგორც იქნა გვეღირსა და სამთავრობო დონეზე დაიწყეს ჩალიჩი ფეიფალზე!



როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკი დაინტერესებულია ამ საკითხით და აგროვებს “ხელმოწერებს” facebook-ის გვერდის საშუალებით. მათ სჭირდებათ 30,000 “ხელმოწერა” (ანუ Like) იმისთვის რომ საქმეს ძვრა ჰქონდეს.

თუ გსურთ საქართველოში ფეიფალის დანერგვა, შეუერთდით ამ გვერდს და გაავრცელეთ ის მეგობრებში.


ამ ლაიკის ჩასმა შეგიძლიათ თქვენს ბლოგზე/ვებ-გვერდზე შემდეგი კოდების საშუალებით:







გარდა ამისა, თუ ხართ აქტიური ინტერნეტ–მომხმარებელი, პოსტავთ სხვადასხვა ფორუმებზე, გაქვთ საკუთარი ვებ–გვერდი/ბლოგი და ერთგვარი ზეგავლენა ინტერნეტ აუდიტორიაზე, შემოუერთდით ამ ჯგუფს სადაც კონკრეტულად განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება დავაჩქაროთ PayPal-ის შემოსვლის პროცესი.

მხოლოდ ერთად თუ მივაღწევთ ამ დიდ მიზანს!

www.sweet.ge
სრულად ნახვა…

იაპონია დედაქალაქის შეცვლისთვის ემზადება


REGNUM

იაპონიის ხელისუფლება ქვეყნიდან დედაქალაქის გადასატანად ფართობებს ამზადებს, რომლებსაც იმ შემთხვევისთვის გამოიყენებს, თუკი ტოკიოს მიწისძვრა დააზიანებს, ხოლო ხელისუფლება პარალიზებული აღმოჩნდება. იაპონიის პარლამენტი ახალი ქალაქების შექმნის კანონპროექტებს იხილავს, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა 50 ათასი ადამიანით განისაზღვრება. მშენებლობა 2011 წლის ბოლომდე დაიწყება.

14 აპრილს, იაპონიის სანაპიროებთან 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის რამდენიმე მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. წინა დღეებში კი, დედაქალაქის მახლობლად 4-5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგებს მძლავრი “აფთერშოკი” აშინებთ, რამაც შესაძლოა უზარმაზარი ცუნამი გამოიწვიოს.

სრულად ნახვა…

რუსთავი2 vs იმედი




რუსთავი2 და იმედი... ორი ძირითადი მაუწყებლობა, რომელიც საქართველოს ტელე სივრცეში არსებობს... ისინი ორიგინალურ პროექტებს გვთავაზობენ და ერთმანეთში პაექრობენ ჩვენი, მაყურებლის გულის მოსაგებად. მოდით ვნახოთ ერთმანეთის მსგავსი ტელე-პროექტები და გამოკითხვაში დააფიქსირეთ რომელ გადაცემას ანიჭებთ უპირატესობას, რადგან

ეს გადაცემები თითქმის ერთ დროს გადის და გვიწევს რომელიმე ერთი არხი ავირჩიოთ. 
თქვენ რომელ გადაცემას ირჩევთ? რომელ არხს?


დილა
დილა მშვიდობისა საქართველო
დილა იმედზე

რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

talk შოუ
ნანუკას შოუ
პროფილი


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

საინფორმაციო
კურიერი
ქრონიკა


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

კვირის მიმოხილვა
პოსტკიპტუმი
სპეციალური რეპორტაჟი


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

ღამის შოუ
ვანოს ჯავახიშვილის შოუ
ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად




იუმორისტული შოუ
კომედი შოუ
სტუმრად იუმორინასთან
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

იუმორისტული სერიალი
მეზობლები
შუა ქალაქში


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

ქართული სერიალი:
დეტექტივები
გოგონა გარეუბნიდან


რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

სერიალები:)
ცოდვილი, მიმწყვდეული, გაორება, სიყვარულის საიდუმლო, მორენას ვნება, დანიელა, შენ ჩემი სიცოცხლე ხარ
სილამაზის მსხვერპლი, ლობას საიდუმლო, სიყვარულის ზღვა, ქალბატონი, მონტეს ოჯახი, ბოშები

ორიგინალური პროექტები
რუსთავი2-ის პროექტები:

ნიჭიერი
კომედი შოუ
ბიზნეს კურიერი
სიცილის ზონა
ეკივოკი
რა? სად? როდის?
იღბლიანი ბორბალი
ვის უნდა 20 ათასი

რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

იმედის პროექტები

თბილისი live
დღის შოუ
სტუმრად იუმორინასთან
ყოფილი ცოლების კლუბი
ვის აირჩევს კახა ბენდუქიძე
იმედის გმირები
Face კონტროლი
მუსიკალური ლიგა
ეტალონი

რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი
რუსთავი2 vs იმედი

დააფიქსირეთ თქვენი აზრი გამოკითხვაში. 
ამოირჩიეთ თქვენი ფავორიტი "კონკურენტი" გადაცემები
(რამოდენიმე ერთად) და შეჯამებითი - რომელ არხს უფრო ხშირად უყურებთ


www.angel.ge 
 
სრულად ნახვა…

„ფუკუშიმა 1“-ის სიახლოვეს მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა

„ფუკუკშიმა 1“-ის სიახლოვეს ზღვის წყალში რადიაციის შემცველობა საგანგაშო ნიშნულს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France Presse ავრცელებს.
კომპანია Tokyo Electric Power Company-ს მიერ აღებულ სინჯებში ჩანს, რომ ზღვის წყალში რადიოაქტიული იოდის შემცველობა დაშვებულ ნიშნულს 12508-ჯერ აღემატება. ადგილობრივი ტელეკომპანია NHK-ის განმარტებით, სინჯები ავარიული ელექტორსადგურიდან 300 მეტრის დაშორებით აიღეს.
ამასთან, რადიაციის მაღალი დონე ასევე ფუკუშიმას პრეფექტურის სასურსათო პროდუქტებშიც აღმოაჩინეს. იაპონური პროდუქტების იმპორტი უკვე აკრძალეს მთელ რიგ ქვეყნებში. მათ შორისაა აშშ და რუსეთი.
იაპონიაში დამანგრეველი, 9,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა. მიწისძვრამ ცხრა მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. პოლიციის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 10 ათასს, დაკარგულთა რაოდენობა კი 17400 აჭარბებს. მიწისძვრის შემდეგ „ფუკუშიმა-1"-ზე ავარიების სერია მოხდა, რამაც რადიაციის გაჟინვა გამოიწვია


სრულად ნახვა…

ამერიკაში საუკეთესო დამსაქმებლები Google და Apple არიან

Google, Apple და Walt Disney ახალგაზრდა ამერიკელებისთვის ყველაზე მიმზიდველი დამსაქმებლები არიან. ამას ადასტურებს კომპანია Universum–ის გამოკითხვა, რომლის თანახმადაც Google–ი, უკვე მერამდენედ, წლის საუკეთესო დამსაქმებელ კომპანიად დასახელდა. 

მეოთხე და მეხუთე ადგილებზე აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი და კომპანია Amazon–ი განთავსდნენ. ათეულში ასევე შევიდა გამოძიების ფედერალური ბიურო, ცენტრალური სადაზვერვო ბიურო და NASA.

გარდა ამისა, რესპონდენტებმა გამოკითხვის ბარათში ის კომპანიები დაასახელეს, რომლებიც სიაში არ იყო შეყვანილი. ამ გრაფის აბსოლუტური ლიდერი კომპანია Facebook გახდა. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალგაზრდობის პოზიციაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკაში არსებულმა რეცესიამ, რომელმაც ამერიკელების შემოსავლების შემცირება და მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია. შედეგად, სამსახურის შერჩევისას ყველაზე დიდ როლს ისეთი ფაქტორები ასრულებს, როგორიცაა სტაბილურობა – აშშ–ის სახელმწიფო სტრუქტურებმა კრიზისის პერიოდში ყველაზე ნაკლები თანამშრომელი გაათავისუფლეს.



სრულად ნახვა…

ძლიერი მიწისძვრა იაპონიაში - ქვეყანას ცუნამის საშიშროება ემუქრება

ძლიერი მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონში დილით მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ბიძგების სიმძლავრემ 7,9 ბალი შეადგინა, თუმცა მოგვიანებით სეისმოლოგებმა დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნეს. ბიძგების სიმძლავრე 8, 9 ბალი იყო, მიწისძვრის ეპიცენტრი კი კუნძულ ხონსიუსთან, პროვინცია სენდაიში დაფიქსირდა.
მეტეოროლოგები იაპონელებს მოსალოდნელი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ და აცხადებენ, რომ ტალღების სიმაღლემ შესაძოა 10 მეტრს მიაღწიოს. ვარაუდობენ რომ გიგანტური ტალღა ჩრდილო აღმოსავლეთ სანაპიროს თბილისის დროით საღამოს 6 საათზე დაატყდება. პირველი ცუნამი კი მიწისძვრის შემდეგ ქალაქ კამაიჩის უკვე დაატყდა. თვითმხილველების განცხადებით სანაპიროს 4 მეტრიანმა ტალღამ გადაუარა. წყალმა ქალაქის დიდი ნაწილი დაფარა.
მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო რომ რყევა ტოკიოშიც იგრძნობოდა. სტიქიამ პარლამენტის სხდომაც კი ჩაშალა. საკანონმდებლო ორგანო პანიკამ მოიცვა. ისევე როგორც მთელი ქვეყანა. ხალხი ქუჩებშია გამოსული.
ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერ ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, რომელიც იაპონიაში მიმდინარე მოვლენებს პირდაპირი ეთერით უწყვეტ რეჟიმში აშუქებენ, ცნობილი ხდება რომ ქალაქ იოკოგამას პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ტიბას პრეფექტურაში კი ფოლადშენადნობი ქარხანა იწვის. მუშაობა შეაჩერა იაპონიის ორმა უმსხვილესმა ატომურმა ელექტრო სადგურმა. დაიხურა ნარიტას აეროპორტი.


სრულად ნახვა…

ონიშჩენკო რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას არ გამორიცხავს

რუსეთის მთავარი სანიტარი რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებას არ გამორიცხავს. გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, თუ ქართული პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შეზღუდვა მოლაპარაკებების საგანი გახდება, სრულიად შესაძლებელია, რომ ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს. თუმცა, რუსეთის მთავარი სანიტარი ამტკიცებს, რომ 2005 წლიდან საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის მინერალური წყლის და ღვინის მიწოდების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით არც ერთხელ არ მიუმართავს.
ამ განცხადებების პარალელურად ონიშჩენკო რუსებს მოუწოდებს, ქართული "ბორჯომის" ნაცვლად, "ესენტუკი" დალიონ. მისი შეფასებით, "ესენტუკი გაცილებით უკეთესია, ვიდრე "ბორჯომი" და უფრო მეტი სამკურნალო თვისება აქვს. გენადი ონიშჩენკოს თქმით, საქართველოდან გასული მინერალური წყლის დიდი ნაწილი, რომელიც უკრაინასა და ბელორუსში იყიდება, გაყალბებულია.


სრულად ნახვა…

რამდენად კარგად იცით ბიზნეს ეტიკეტი?

ბიზნეს მანერები და ეტიკეტი მეტად მნიშვნელოვანია საქმიანი შეხვედრებისა თუ კონტრაქტების გაფორმების დროს. თავდაჯერებულობის გარდა, აუცილებელია ბიზნეს ეტიკეტის კარგად ცოდნა. ხშირად ამაზე კონტრაქტის ბედია დამოკიდებული. 

რამდენად კარგად იცნობთ მოქცევის წესებს, რათა იყოთ ყოველთვის წარმატებული? შეამოწმეთ საკუთარი თავი და გაიგეთ მეტი ბიზნეს ეტიკეტის შესახებ.


შეამოწმე საკუთარი თავი..
სრულად ნახვა…

„მაგთი“ და „ჯეოსელი“ ურთიერთჩართვის ტარიფის გაზრდას მოითხოვენ

კომპანიებმა ახალი სასამართლო პროცესი დაიწყეს
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის ორმა ლიდერმა "მაგთიმ" და "ჯეოსელმა" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი დაიწყეს.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ მათი მოთხოვნა პორტაბელობის გადავადებაზე არ დააკმაყოფილა, მობილური ოპერატორები ახალი მოთხოვნით გამოვიდნენ. „მაგთი“ და „ჯეოსელი“ მოითხოვენ მარეგულირებელმა ურთიერთჩართვის ტარიფი კვლავ გაზარდოს.
ურთიერთჩართვის ტარიფი კომუნიკაციების კომისიამ 14 თეთრიდან 8 თეთრამდე იმ მოტივით შეამცირა, რომ კომპანიებს მობილურის ტარიფი გაეიაფებინათ. თუმცა, კომპანიებში აცხადებენ, რომ ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირებას 10%–იანი აქციზის დაწესება მოჰყვა, რამაც მათზე საგადასახადო წნეხი გაზარდა.
სრულად ნახვა…

მიხეილ სააკაშვილი ბიზნესის უსამართლობისგან დაცვას ცდილობს

ვინ და რატომ  ექცევა ბიზნეს უსამართლოდ და ვინ უნდა აგოს პასუხი ბიზნესის მართ ჩადენილ უსამართლო ქმედებებზე? ეს კითხვები აქტუალური პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ გახდა. პრეზიდენტის განცხადებით, ჯერაც ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ სათანადოდ არ უსმენენ, უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო და მთავრობა არ აკეთებს საკმარისს, რომ ბიზნესგარემო უკეთესი იყოს.
„ამის გამო უამრავ საქმიან ადამიანს დაკარგული აქვს სტაბილურობის შეგრძნება და თავს არიდებს ბიზნესის რისკებს. შესაბამისად, არ ახდენს ახალი კაპიტალის ინვესტირებას ბიზნესის გაფართოებაში და არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს,"-აღნიშნავს ქვეყნის პირველი პირი.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში აღიარებენ, რომ შესაძლოა გარკვეულ რეფორმებს პრაქტიკაში გატარებისას ჰქონდა ხარვეზები. "ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური რეფორმები გატარდა, თუმცა, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ იყო გარკვეული შეცდომებიც. შესაძლოა, ეს კადრების უცოდინრობით ყოფილიყო გამოწვეული. პრეზიდენტი დეტალურად ფლობდა ინფორმაციას ყველა ასეთ საკითხზე და სწორედ ამას ემსახურება ახალი ინიციატივა," - განმარტავს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. თუმცა, თემურ წურწუმიას შეფასებით, ამას მასობრივი ხასიათი არ ჰქონდა. პრეზიდენტის ინიცირებული რეფორმა კი ასეთი პრობლემების მინიმიზაციას მოახდენს.
სრულად ნახვა…

Google–ი ნიუ იორკში კვარტალს ყიდულობს

კორპორაცია Google –ი ნიუ იორკში შენობის შეძენას გეგმავს, რომელშიც კომპანიის სათაო ოფისი განთავსდება.

Google–თან დაახლოებული წყაროს ცნობით, გარიგება წლის ბოლომდე დასრულება. კორპორაცია შენობას მანჰეტენზე შეიძენს და იგი მთელ კვარტალს მოიცავს. ნაგებობის ფართობი 2,94 მილიონი კვადრატული მეტრია და მანამდე იქ საწარმოო საწყობი ფუნქციონირებდა.
Google–ის მომავალი შტაბ–ბინის ღირებულება 1,8 მილიარდი დოლარია. ამჟამად შენობა კომპანია Jamestown–ის საკუთრებაა, რომელიც გერმანელი ინვესტორების ინტერესებს წარმოადგენს.
კომპანია Google–ი 1998 წელს, სტენფორდის უნივერსიტეტის ასპირანტების მიერ დაარსდა. ამჟამად კი ის მსოფლიოს ძირითად ბაზრებზე ლიდერი ვებ–კორპორაციაა.
სრულად ნახვა…

დავით იაკობაშვილი მოსკოვის ცენტრში სასტუმროს ააშენებს

კომპანია „ვიმ-ბილ-დანის“ აქციონერი და დირექტორთა საბჭოს წევრი დავით იაკობაშვილი მოსკოვის ცენტრში ელიტური სასტუმროს აგებას გეგმავს, რომელიც 100-დან 150-მდე მილიონამდე ევრო დაჯდება.
სავარაუდოდ, ოტელში 200 ნომერი იქნება, მისი ფართობი კი 29 ათას კვადრატულ მეტრს მიაღწევს. პროექტი საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდება, რომელიც მშენებლობის თანხების მიღების გარანტად გამოდის. კრედიტს კი ფრანგული კომპანია Vinci გამოყოფს. ობიექტის მართვას Sofitel-ის ბრენდის ქვეშ ფრანგული ჯგუფი Accor-ი განახორციელებს.
ბიზნესმენის სიტყვებით, პროექტი უკვე ექვსი წელია მუშავდება.
ექსპერტების თქმით, სასტუმრო კონკურენციას Ritz-Carlton-ს, Hyatt-სა და მშენებარე Kempinski-ს გაუწევს. საინვესტიციო ღირებულება ერთ ნომერზე 500 ათასი ევროთი განისაზღვრება.
სრულად ნახვა…

"ჯეოსელი" 90 ათას ლარიან ჯარიმას გადაიხდის

კომუნიკაციების 
კომისიის წინააღმდეგ კომპანია სარჩელს მაინც შეიტანს
პირWელი–ს მიხედვით
"ჯეოსელი" კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაკისრებულ 90 ათას ლარიან ჯარიმას გადაიხდის. ამის შესახებ კომპანიის იურისტმა განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მარეგულირებლის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში მაინც შეიტანენ. კომუნიკაციების კომისიამ კომპანია აბონენტებისთვის საუბრის წამობრივად დამრგვალების გამო დააჯარიმა. კომისიის განმარტებით, "ჯეოსელი" "ლაილაის" აბონენტებს თანხას 1 წამის ნაცვლად 5 წამამდე უმრგვალებდა და მათ უფლებებს არღვევდა.
„ჯეოსელის“ იურიდიულ სამსახურში კი წამობრივად დამრგვალებასთან დაკავშირებით კომისიის არცერთ დადგენილებას სამართლიანად არ მიიჩნევენ. კომპანიის მტკიცებით, დღეს მოქმედი კანონი ბუნდოვანი და ორაზროვანია. „კომისიის დადგენილება გასაჩივრებადია, ჩვენ ჯარიმას გადავიხდით, შემდეგ სარჩელს სასამართლოში შევიტანთ, რათა დაკისრებული ჯარიმის არასამართლიანობა დავამტკიცოთ,"-აცხადებენ „ჯეოსელში“.
სრულად ნახვა…

ირანი NABUCCO-ს წინააღმდეგ იბრძვის

ოფიციალურმა თეირანმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოხამედ მეჰდი აჰუნზადეს პირით ბაქოსა და აშხაბადს განუცხადა, რომ ირანი კასპიის ზღვის ფსკერის ნაწილებად გამიჯვნის შესახებ შეთანხმების აღიარებას არ აპირებს, იტყობინება სააგენტო REGNUM-ი. 

PressTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კასპიის ზღვის მომავალ იურიდიულ სატატუსთან დაკავშირებით ნებისმიერი შეთანხმება "კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს". "ირანი კასპიის ზღვასთან დაკავშირებით რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას არ აღიარებს", - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

გასულ კვირას აშხაბადში გამართულ ფორუმზე თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა ბაიმურად ხოჯამუხამედოვმა, რომელიც სათბობ-ენეგეტიკული კომპლექსის საკითხებს კურირებს, აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა ევროპას ყოველწლიურად 40 მლრდ კუბამეტრი გაზი მიაწოდოს. პარალელურად თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ბაქოში კასპიის ზღვისპირა სახელმწიფოთა ლიდერების მესამე სამიტზე კასპიის ზღვის იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებულ დღემდე მოუგვარებელ რამდენიმე საკითხე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, "თურქმენეთი დარწმუნებულია, რომ კასპიის ზღვაში წყალქვეშა მილსადენის მშენებლობა მოსაზღვრე სამი სახელმწიფოს მხოლოდ სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს". 

თურქმენეთმა საკუთარი სახსრებით გაზსადენ "აღმოსავლეთი-დასავლეთის" მშენებლობა დაიწყო, რომელიც ბუნებრივ აირს კასპიის სანაპირომდე მიიყვანს. შემდეგ კი, ევროკავშირისა და აშშ-ის გეგმების შესაბამისად, გაზი დინებას კასპიის ზვის ფსკერზე უკვე მოქმედ ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენამდე სავადაუდოდ ტრანსკასპიური გაზსადენით განაგრძობს, რომელიც მილსადენ NABUCCO-ს მკვებავ არტერიად გადაიქცევა. კასპიის ფსკერზე მილსადენის მშენებლობას ზღვის იურიდიული სტატუსისა და მისი ფსკერის საზღვრების გამიჯვნის პრობლემა აფერხებს. 

თურქმენეთის ლიდერის განცხადების თანახმად, ტრანსკასპიური გაზსადენი, შესაძლოა, მისი ქვეყნისა და აზერბაიჯანის თანხმობის შემთხვევაში, რუსეთის, ირანისა და ყაზახეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე აშენდეს. REGNUM-ის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბაქოსა და აშხაბადს შორის, ბრიუსელის შუამავლობით, მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 20 ოქტომბერს დიმიტრი მედვედევის აშხაბადში ვიზიტის დროს რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ სეჩინმა ევროპის მთავარ ენეგრეტიკულ პროექტს - გაზსადენ NABUCCO-ს უპერსპექტივო წამოწყება უწოდა.

"ნაბუკოს" პროექტის ღირებულება 7,9 მლრდ ევროა. გაზსადენის წლიური გამტარუნარიანობა 31 მლრდ კუბა-მეტრი იქნება. გაზსადენი კასპიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მოპოვებული გაზის საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში ტრანსპორტირების მიზნით შენდება.

სპეციალურად "ნაბუკოს" მშენებლობისთვის შეიქმნა კონსორციუმი Nabucco Gas Pipeline International GmbH. ამ დროისთვის კონსორციუმის შემადგენლობაში 6 კომპანია შედის - OMV(ავსტრია), MOL (უნგრეთი), Transgaz (რუმინეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), BOTAS (თურქეთი), და RWE Gas Midstream (გერმანია).

მომზადებულია REGNUM-ის მიხედვით.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/ekonomika/28653-irani-nabucco-s-tsinaaghmdeg-ibrdzvis.html#ixzz1f08TD7sr
სრულად ნახვა…

ხელისუფლება კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიაზე მუშაობს

საჯარო უწყებებისთვის „ქცევის წესები“ ამუშავდება
რადიო "კომერსანტი", FM 95,5
საქართველოს ხელისუფლება კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიას ამუშავებს. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი მასშტაბური კიბერშეტევების მიუხედავად, ამ დრომდე საჯარო უწყებებში უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა არ არსებობდა. კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმების ამოქმედების პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო და უშიშროების სამსახური ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაზე მუშაობენ.
საჯარო უწყებების და კრიტიკული ინფრასტრუქტურებისთვის ე.წ. ქცევის წესები ამუშავდება, რომლებშიც დეტალურად გაიწერება ნორმები, რომელიც ამა თუ იმ უწყებამ უნდა დაიცვას. ცვლილებები შეეხება კერძო სექტორსაც. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის გაცემა-მიღება ერთიანი სტანდარტის დაცვით, მხოლოდ ამ პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. კომპიუტერულ ქსელებს კი სპეციალურად შექმნილი ჯგუფები გააკონტროლებენ.
სრულად ნახვა…

ძვირია თუ არა საქართველოში მობილური კავშირი

საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ტარიფები არაადეკვატურად მაღალია და ძვირია ბევრ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებითაც. ეს დასკვნა გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ეკონომისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” ქართული მობილური კავშირის ბაზრის კვლევის საფუძველზე გააკეთა. ასოციაციის კვლევა სხვა მონაცემებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების Informa Telecoms & Media-სა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრის-World Development Indicators database-ს მონაცემებს დაეყრდნო. ამ მონაცემების საფუძველზე, ”აფბა” აცხადებს, რომ საქართველო მობილურ კავშირზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ, ხოლო მსოფლიოს 186 ქვეყანას შორის მესამე ადგილს იკავებს. აქვე საუბარია იმაზეც, რომ საშუალოდ თვეში განხორციელებული 25 ზარისა და 30 SMS-ის ღირებულების სტანდარტული პაკეტის მიხედვით (თვეში 44.09 აშშ დოლარი) საქართველოს მხოლოდ ქუვეითი და სიერა ლეონე უსწრებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, კვლევის ჩატარებისას ”აფბამ” ”ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” (OECD) სტატისტიკური ინფორმაციითაც ისარგებლა, რომლის თანახმადაც, საქართველოსთან შედარებით ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ძვირია მხოლოდ 7 ქვეყანაში. აღებული იქნა ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის გარკვეული პაკეტი (წელიწადში 1680 გამავალი ზარი, ანუ 2952 წუთი, 600 SMS და 12 MMS) და რომლით სარგებლობაც საქართველოში ”აფბას” მონაცემებით, წელიწადში საშუალოდ 621 დოლარი ჯდება და ამ მაჩვენებლით ქვეყანა ისეთ სახელმწიფოებს უსწრებს, როგორიცაა დანია, ჰოლანდია, ნორვეგია, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა. აღნიშნული კვლევის შედეგების სარწმუნოობაში ეჭვი ეპარებათ ქართულ მობილურ ოპერატორებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აბონენტებს შეთავაზებული მრავალფეროვანი ტარიფებიდან თავად შეუძლიათ სასურველის შერჩევა. ”მაგთიკომის” მარკეტინგის მენეჯერის ირაკლი ლობჟანიძის თქმით, ის, რომ საქართველოში აბონენტს საშუალოდ 25 ზარისა და 30 SMS-ის განხორციელება 44,09 დოლარი უჯდება, რეალობასთან ახლოსაც არ დგას: ”მარტივი, ელემენტარული არითმეტიკის საფუძველზე შეგვიძლია დავთვალოთ, რომ ყველაზე ძვირი ტარიფებითაც კი, რომელიც საქართველოს ბაზარზე არსებობს, ეს თანხა არ აღემატება 7 ლარსა და 42 თეთრს, იმიტომ რომ ზარის საშუალო ხანგრძლივობა 40 წამია. ”მაგთიკომი” ორი ბრენდით - ”მაგთითა” და ”ბალით” ოპერირებს. ”ბალის” შემთხვევაში ფასები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა ძირითადი ტარიფები. ”ბალის” აბონენტებს შეუძლიათ 5 თეთრად ესაუბრონ ერთმანეთს, არის 15-თეთრიანი ტარიფიც, ამიტომ რთულია ისაუბრო ერთ ტარიფზე, როდესაც  ტარიფების ძალიან დიდი სპექტრია. 28,8 თეთრი საბაზისოა, მაგრამ ნებისმიერი აბონენტი ყოველთვის ხვდება ფასდაკლების ან პრომოაქციის ფარგლებში. ”ბალის” შემთხვევაში კი ყველა მუდმივი ტარიფია. ამდენად, ადამიანი თავად განსაზღვრავს რამდენის დახარჯვა შეუძლია და შედეგ ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას”,-აღნიშნავს იგი. ირაკლი ლობჟანიძე ”მაგთიკომის” მიერ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში განხორციელებულ ინვესტიციებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტარიფში აისახება ის ინვესტიციები, რომლებიც კომპანიაში ხორციელდება.
            კვლევას საინტერესოს უწოდებს ”ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა ბაღდავაძე, თუმცა განმარტავს, რომ მასში გარკვეული პუნქტები შესაძლოა სადაო იყოს. ”ბილაინმა” ქართულ ბაზარზე პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს სატარიფო გეგმები და აბონენტებს საშუალება მისცა საკუთარი ბიუჯეტის ოპტიმიზაცია მობილური ოპერატორის ხარჯზე გაეკეთებინათ. ჩვენ ამჟამადაც ყველაზე კონკურენტუნარიან ფასებს ვთავაზობთ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს სხვა ბაზრების ტარიფების მიხედვითაც”,- განმარტავს იგი. უნდა აღინიშნოს, რომ ”აფბას” ტარიფების სიძვირესთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები პრეტენზიები ”ბილაინთან” ჰქონდა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მართალია ”ბილაინი” ყველაზე დაბალი ტარიფით ოპერირებს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მისი დაფარვის ზონა მცირეა, ბაზარზე  კომპანიის გავლენა ჯერჯერობით უმნიშვნელოა. რაც შეეხება ”ჯეოსელს”, კომპანიაში განმარტავენ, რომ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ თავად აირჩიონ, თუ როგორი ტარიფით სურთ სარგებლობა: ”დღეს არსებული შემოთავაზებით, აბონენტს შეუძლია ისარგებლოს 5 თეთრად, 10 თეთრად და სხვა. ამას გარდა, არის კორპორატიული მომსახურება, რომელიც ასევე მრავალფეროვან სატარიფო გეგმას სთავაზობს მომხმარებელს. გამომდინარე მათი მოთხოვნებიდან, შეიძლება იყოს მოთხოვნა საერთაშორისო მიმართულებებზე, თანამშრომლებს შორის დაბალი ტარიფებით სარგებლობაზე და ა.შ. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი მომხმარებელი კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს და კომპანიის ასეთ ლოიალურ დამოკიდებულებას, მემგონი, ჩვენი აბონენტებიც აფასებენ”, - აცხადებს ”ჯეოსელის” კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირმა ცქიტიშვილი.
            კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ”აფბა” თავის კვლევაში საუბრობდა, მსოფლიოში ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის ფასების კლების მიუხედავად, საქართველოში 10-14 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ტარიფის არსებობაა. მობილური მომსახურების საფასურზე კლების ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება, თუმცა არა საქართველოში,-აღნიშნავენ ”აფბაში”. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარებისა და კონკურენციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ბუთბაია მიიჩნევს, რომ ფიჭური კავშირით მომსახურების საცალო ბაზარზე ყველა ქვეყანაში ოპერატორებმა მულტიპროდუქტული რებრედინგი დაიწყეს და აირჩიეს მიმართულება, რომელიც სხვადასხვა ბრენდინგით მომსახურების სახეების შეთავაზებას გულისხმობს. ”ამ სახეებში იგულისხმება ”ლაილაი”, ”ბალი”, ”ბილაინის” სატარიფო გეგმები და ა.შ. ტენდენცია ტარიფების შემცირებისა საქართველოში ზუსტად ისეთივეა, როგორიც განვითარებულ ქვეყნებში, მაგრამ ეს არ ნიშნვას იმას, რომ საბაზისო 28 თეთრი უნდა შემცირდეს. ასეთი სტრატეგია არცერთ ოპერატორს არ აქვს, ყველა მათგანი ცდილობს შეინარჩუნოს მომხმარებლის ინერციულობა, ვინაიდან თუნდაც ნომრების პორტაბელურობა რომ შემოიღო, დარწმუნებული ვარ 28 თეთრიან ტარიფზე ისევ ბევრი დარჩება, აქ რაციონალურ შეფასებაზე ძნელია ლაპარაკი, ეს არის ირაციონალური ქცევის წესი მომხმარებლის, რომელიც გაყინულია ამ 28 თეთრზე და არ სარგებლობს სხვადასხვა აქციებით, რომელთა ფარგლებშიც შეუძლია ნაკლები გადაიხადოს”,-აცხადებს იგი. სხვათა შორის, კვლევის ავტორები აქტიურად მოუწოდებენ მარეგულირებელს გადახედოს მობილური ოპერატორების სატარიფო პოლიტიკას, ”აღმოფხვრას ქართულ ბაზარზე დაუსაბუთებლად მაღალი და ფაქტობრივად კარტელური ფასებით ოპერირების პრაქტიკა და უნდა უზრუნველყოს ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა”. გელა ბუთბაია მიიჩნევს, რომ არსებობს მინიმალური ჩარევის პრინციპი, რისი მიხედვითაც კომისია არ უნდა ჩაერიოს ისეთი საკითხის გადაწყვეტაში, რომლის დარეგულირებაც თავად ბაზარს შეუძლია. ”კომისიამ უნდა გამოიყენოს შესაბამისი ადეკვატური ინსტრუმენტი, რათა ბაზარზე წარმოიშვას ისეთი კონკურენცია, რომ ოპერატორები იძულებულები გახდნენ თავად დაწიონ ტარიფები”,-აცხადებს იგი. გელა ბუთბაიას მსგავს ეფექტურ ინსტრუმენტად ნომრის პორტაბელურობის დანერგვა მიაჩნია: ” პრობლემა სხვა რამეშია: ქართველი აბონენტისთვის სხვა ოპერატორის ქსელში გადართვისას ძალიან მნიშვნელოვანია ნომრის შენარჩუნება. ის სუბიექტური ხარჯი, რომელსაც იგი ნომრის შეცვლისას  წევს, იმდენად დიდი და ძვირფასია მისთვის, რომ სატარიფო უპირატესობას ნაკლები  მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, პორტაბელურობის არარსებობის გამო აბონენტის გადასვლა ძვირი ტარიფიდან იაფ ტარიფზე შეუძლებელი ხდება, რაც ხელს უშლის აბონენტს თავისუფალი არჩევანის გაკეთებაში. სწორედ ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას”,- აღნიშნავს ბუთბაია. ნომრების პორტაბელურობა ის სიახლე იქნება, რომელსაც მობილური ოპერატორების ტარიფებზე ზეგავლენის მოხდენა ნამდვილად შეუძლია. პორტაბელურობის შემოღების შემდეგ ფიჭური კავშირის აბონენტი მობილურ ტელეფონზე მარტივი კომბინაციის აკრეფით ისე გადაერთვება სხვა ოპერატორის ქსელში და ისე შეძლებს მისი მომსახურებებითა და ტარიფებით სარგებლობას, რომ ტელეფონის ნომერი იგივე დარჩება. ”ცხადია, ამ შემთხვევაში ოპერატორი შეეცდება, აბონენტი რომ არ დაკარგოს, ზუსტად იგივე დონის ტარიფები შესთავაზოს”,- აცხადებს ბუთბაია. როგორც ცნობილია, პორტაბელურობის დანერგვაზე მარეგულირებელს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და როგორც გელა ბუთბაია ამბობს, პირველი პორტაბელური ნომერი მიმდინარე წელს უნდა გაჩნდეს. ასე რომ, მობილური კავშირის ტარიფებში ცვლილებები სავარაუდოდ ამის შემდეგ ნამდვილად მოხდება.
ავტორი: ნინო ნატროშვილი
სრულად ნახვა…