„ფუკუშიმა 1“-ის სიახლოვეს მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა
„ფუკუკშიმა 1“-ის სიახლოვეს ზღვის წყალში რადიაციის შემცველობა საგანგაშო ნიშნულს გაუტოლდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო France Presse ავრცელებს.
კომპანია Tokyo Electric Power Company-ს მიერ აღებულ სინჯებში ჩანს, რომ ზღვის წყალში რადიოაქტიული იოდის შემცველობა დაშვებულ ნიშნულს 12508-ჯერ აღემატება. ადგილობრივი ტელეკომპანია NHK-ის განმარტებით, სინჯები ავარიული ელექტორსადგურიდან 300 მეტრის დაშორებით აიღეს.
ამასთან, რადიაციის მაღალი დონე ასევე ფუკუშიმას პრეფექტურის სასურსათო პროდუქტებშიც აღმოაჩინეს. იაპონური პროდუქტების იმპორტი უკვე აკრძალეს მთელ რიგ ქვეყნებში. მათ შორისაა აშშ და რუსეთი.
იაპონიაში დამანგრეველი, 9,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა. მიწისძვრამ ცხრა მეტრის სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. პოლიციის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 10 ათასს, დაკარგულთა რაოდენობა კი 17400 აჭარბებს. მიწისძვრის შემდეგ „ფუკუშიმა-1"-ზე ავარიების სერია მოხდა, რამაც რადიაციის გაჟინვა გამოიწვია
კატეგორია:
სხადასხვა