უცხოელებმა იაპონური აქციების რეკორდული რაოდენობა შეისყიდეს
11-დან 18 მარტის ჩათვლით უცხოელმა ინვესტორებმა იაპონიის საფონდო ბირჟაზე აქციები რეკორდულ დაბალ ფასად - 891 მლრდ იენად (11 მლრდ დოლარი) შეიძინეს. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით Bloomberg-ი აქვეყნებს.
ტოკიოს საფონდო ბირჟის შეფასებით, მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში უცხოელმა ინვესტორებმა 955 მლრდ იენით მეტი აქციები შეისყიდეს, ვიდრე - გაყიდეს. 2005 წლიდან ეს ინვესტიციის მაქსიმალური მაჩვენებელია.
თავის მხრივ, ვაჭრობის იაპონელმა მონაწილეებმა უფრო მეტი უცხოური აქტივები შეისყიდეს, ვიდრე გაყიდეს. უცხოური აქტივების შესყიდვებმა გაყიდვებს 291 მლრდ იენით გადააჭარბა.
უცხოელი ინვესტორების წილი იაპონიის საფონდო ბაზარზე 70%-ს შეადგენს. სტიქიური უბედურებების შემდეგ მრავალი იაპონური კორპორაციის აქციათა ღირებულება მნიშვნელოვნად დაეცა. მაგალითად, "ფუკუსიმა-1"-ის ოპრატორ კომპანია Tepco-ს აქციები 11 მარტიდან 50% გაიაფდა. იაპონიის ძირითადი საფონდო ინდექსი Nikkei 225 11 მარტის შემდეგ საერთო ჯამში 8%-ით გაიაფდა. თუმცა 18 მარტის შემდეგ ის 1%-ით გაძვირდა, 22 მარტის შემდეგ კი - 4%-ით.
მომზადებულია Bloomberg-ის შემდეგ.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები