აშშ-მ ლიბიელი აჯანყებულებისგან ნავთობის პირველი პარტია შეიძინა. ამის შესახებ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით "როიტერი" იუწყება. ნავთობი ჰავაის კუნძულების ერთ-ერთ პორტში ტანკერმა "ეკვატორმა" შეიტანა.
გარიგების თანახმად, ლიბიელმა აჯანყებულებმა აშშ-ს 1.2 მლნ ბარელი ნავთობი მიჰყიდეს. შეთანხმება 25 მაისს გაფორმდა. კონტრაქტის ღირებულება არ სახელდება.
აპრილის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიბიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან მლნ ბარელი ნავთობით დატვირთული პირველი ტანკერი გავიდა. თუმცა არ სახელდებოდა, ვინ იყო ნავთობის მიმღები ქვეყანა. 100 მლნ დოლარის ღირებულების ნავთობი ტანკერმა "ეკვადორმა" გადაიტანა.
ლიბია სამოქალაქო ომის დაწყებამდე აშშ-ში ნედლეულის საკვანძო მიმწოდებელი იყო და დღე-ღამეში 1.69 მლნ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.
მომზადებულია reuters.com-ის მიხედვით.