ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას გაზრდიან
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია ОПЕК-ის გავლენიანი წევრები - ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ნიგერია ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ. მათი მიზანი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების დაწევაა.
ამგვარად ОПЕК-ის წევრებმა ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორისა და კარტელის მთავარი წევრის - საუდის არაბეთის მიმართ თავიანთი მხარდაჭერა გამოხატეს. ორგანიზაცია ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს აცხადებდა, რომ ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 700 000 ბარელით გაზრდიდა.
მოპოვების გაზრდა ლიბიაში ნავთობის წარმოების მკვეთრ დაცემას უკავშირდება, რომელიც ასევე ОПЕК-ის წევრია. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მონაცემებით, ლიბიაში ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში მლნ ბარელით შემცირდა, რაც 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორი-მესამედით ნაკლებია.
ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ნიგერია ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 300 000 ბარელით გაზრდიან. ამდენად ლიბიაში წარმოების შემცირების კომპენსაცია მოხდება.
მომზადებულია The Financial Times-ის მიხედვით.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები