რუსთავში კავკასიის ავტო ცენტრი გაიხსნა
რუსთავის შესასვლელში კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიერ აშენებული თანამედროვე სტანდარტების მქონე ავტობაზრობა – „კავკასიის ავტო ცენტრი“ ამუშავდება. ობიექტს, რომლის მშენებლობაშიც „იბერია ბიზნეს ჯგუფმა“ 4 მილიონი ლარი ინვესტიცია განახორციელა, საზეიმო ვითარებაში, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და კომპანიის მენეჯმენტი დღეს 13.00 საათზე გახსნიან.
კომპანიის პრეზიდენტის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, გარდა მეორადი ავტომობილებისა, ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაიყიდება ახალი ავტომობილებიც. ამასთან, ბაზრობაზე შესვლის წესები მარტივია - მომხმარებელს შესვლისას გადაეცემა სპეციალური ბარათი, რომელიც მომხარებლის შესვლის თარიღს, ადგილსა და შემდეგ გასვლის დროს დააფიქსირებს.ავტობაზრობა პირველი ორი კვირა მომხმარებლებს უფასოდ მოემსახურება. 46 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ავტობაზრობა ჯამში 2000 მანქანას მოემსახურება.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები