ცუნამმა იაპონურ ავტო–კომპანიებს ამბიციურ გეგმებზე უარი ვერ ათქმევინა
იაპონიაზე თავსდამტყდარი სტიქიური უბედურების მიუხედავად, ადგილობრივი ავტომწარმოებლები აქტიურად ვითარდებიან. სუპერ–ქარების კლასშიც კი მუდმივად სიახლეებია: ახლახანს Honda–მ სუპერქარ NSX–ის აღდგენის შესახებ განაცხადა, „ნისანი“ ახალ კუპე GT-R–ზე მუშაობს, ახლა კი უკვე „ტოიოტამ“ დაიწყო Lexus LFA–ს მეორე თაობის შექმნა.
ავტომოყვარულები და სპეციალისტები სრულიად ახალ მოდელს ელოდებიან, თუმცა შესაძლოა, LFA II არსებული მოდელის მოდიფიკაცია აღმოჩნდეს. ამის მაგალითია LFA Nürburgring Edition–ი, რომელიც სუპერქარის სპეც ვერსიაა.
ნებისმიერ შემთხვევაში აღფრთოვანების ღირსია „ტოიოტას“ სპეციალისტების მონდომება და სიმამაცე, რომლებიც ასეთი სპეციფიური პროექტების განვითარებას აგრძელებენ იმის მიუხედავად, რომ ავტოწარმოების სფეროს უამრავი პრობლემა აქვს და ფინანსურ ზარალს განიცდის.
შეგახსენებთ, პირველად LF-A კონცეპტი 2003 წლის ივნისში იქნა წარმოდგენილი. Nürburgring Edition–ის მოდიფიკაცია გასულ წელს გამოვიდა.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები