თხილის ბიზნესი



13:30 26.01.2011
[თინა შავაძე]
საქართველოს ექსპორტში, უმსხვილეს სასაქონლო პოზიციებს თუ გადავხედავთ,  აღმოჩნდება, რომ პირველ ათეულში, ტრადიციულად, მძიმე მრეწველობა ლიდერობს და მოწინავე პოზიციებს თხილი და ღვინო იკავებს.  ბოლო ინფორმაციით, ექსპორტის წილში, 4 პროცენტი უჭირავს თხილს (გასულ წელს 64 მლნ 035.900 აშშ დოლარის გაიყიდა) ხოლო ღვინოს 2,5 პროცენტი ( 39 მლნ 269 ათასი აშშ დოლარი). 
ევროპაში, გაყიდვების თვალსაზრისით, ქართულ თხილს საუკეთესო პოზიცია გერმანიაში აქვს. ხოლო აზიის ბაზარზე, პროდუქტი მოთხოვნადია ერაყში და ავღანეთში. საგულისხმოა ისიც, რომ გასულ წელს თხილის პატარა პარტიები ირანსა და ჩინეთში გავიდა.
საქართველოში, თხილის ბაზრის სტრუქტურა სამი მიმართულებით ვითარდება. წამყვანი პოზიციები უკავიათ სადისტრიბუციო კომპანიებს, შემდეგ თხილის გადამამუშავებელ ქარხნებს და ბოლოს კი ფერმერებს, რომელთაც თხილის კულტურა მოჰყავთ. თხილს დისტრიბუტორებს ძირითადად წვრილი ფერმერები აბარებენ, მსხვილი მეურნეობები კი ამ მიმართულებით ახლა იდგამს ფეხს.
ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი კომპანია, “თხილის საექსპორტო კომპანია", სამი წელია ბაზარზე ოპერირებს. მას საკუთარი ნარგავები არ აქვს და თხილს ფიზიკური პირებისგან,  ძირითადად გურიაში ყიდულობს.
ომპანიამ, 2009 წელს 1200 ტონა თხილი შეისყიდა, გასულ წელს კი, ეს მაჩვენებელი 1400 ტონას გაუტოლდა.
მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვის ფასი, ბოლო მონაცემებით, 3 ლარი და 50 თეთრია. თითქმის ყველა რეგიონში ფუნქციონირებს თხილის ჩამბარებელი პუნქტები, საიდანაც პროდუქტი გადამამუშავებელ ქარხანაში ხვდება.

ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს: თხილის გამოშრობას, დაკალიბრებას და დატეხვას. შემდეგ კი პროდუქტი სახმელეთო გადაზიდვების მეშვეობით ექსპორტზე გადის. კომპანია “თხილის საექსპორტო კომპანიის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბეგი სიორიძე ამობობს: “თხილი ძირითადად ევროპის ბაზარზე იყიდება, სადაც მოთხოვნა გარჩეულ თხილის გულზეა, ხოლო აზიის ბაზარზე მიმზიდველი გაუტეხავი თხილი და კაკალია. ქართული გარჩეული თხილის ფასი ევროპის ბაზარზე 5 დოლარი და 20 ცენტია. ერაყში კი ნაჭუჭიანი თხილი 2 დოლარი და 10 ცენტი ღირს. ევროპის ბაზარზე მარტივად არ გავსულვართ. ეს რამდენიმეწლიანი შრომის ნაყოფია. გარკვეულწილად, ჩვენი წარმატება იმანაც განაპირობა, რომ IშO სერტიფიკატი ავიღეთ”.
სურსათის და აგროკულტურის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, თხილის კულტურის ფართობები ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: თურქეთი - 345 ათასი ჰა; იტალია - 69 ათასი ჰა; აზერბაიჯანი - 19.5 ათასი ჰა; ესპანეთი 12.1 ათასი ჰა; აშშ - 11.8 ათასი ჰა; ირანი - 11 ათასი ჰა; საქართველო და ჩინეთი - 8-8 ათასი ჰა. მიღებული მოსავლის მიხედვით, ასევე თურქეთი ლიდერობს - 501.6 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან იტალია - 112.3 ათასი ტონა; ესპანეთი - 18.3 ათასი ტონა; აზერბაიჯანი - 18.6 ათასი ტონა; აშშ - 28.5 ათ. ტონა; ირანი, საქართველო და ჩინეთი - 12-12 ათასი ტონა. როგორც მონაცებიდან ჩანს, მსოფლიო ბაზარზე, თხილის ბიზნესში ლიდერი თურქეთია. ქართული თხილის ფასი თურქულთან შედარებით 20 ცენტით მაღალია.
რაც შეეხება საქართველოს რეგიონებს, თხილის კულტურას სამეგრელო-ზემო სვანეთის მეხილეობის ზონაში 10114 ჰა უჭირავს (65.1%,) მეორე პოზიციაზეა გურია - 3339 ჰა, (21.5%); მესამეზე იმერეთი - 1305 ჰა (8.4%), შემდეგ აჭარა - 275 ჰა ანუ 1.8%, და კახეთი - 388.ჰა. თხილის ნარგავების შედარებით მცირე რაოდენობა მოდის ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამაჩაბლოს, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის მეხილეობის ზონებზე. ამ მონაცემების საფუძველზე, დღეისათვის საქართველო თხილის კულტურით დაკავებული ფართობის მიხედვით, ძირითად მწარმოებელ ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა თურქეთის, იტალიის და აზერბაიჯანის შემდეგ. იგი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, ირანი, აშშ და ჩინეთი.
სამომავლო პერსპექტივა, ქართული თხილისთვის მსოფლიო ბაზრის 10-პროცენტიანი ნიშის ათვისებაა. ბაზრის მოთამაშეები იმედოვნებენ, რომ საქართველოში არსებობს პოტენციალი, რომელიც მომავალში მსოფლიო ბაზრის უფრო მეტ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
ბაზრის მეორე და მესამე სეგმენტის მოთამაშეების - ფერმერების და თხილის გადამამუშავებელი ქარხნების მფლობელების ძირითად პრობლემას საბანკო სესხის მაღალი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, ეს სექტორი ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად ვითარდება.
აღმოსავლეთ საქართველოში თხილის ნარგავები ლაგოდეხში, ყვარელში და ახმეტაში ხარობს. რეგიონში თხილის გადამამუშავებელი ერთი ქარხანა ფუნქციონირებს.
შპს “დორანი" ადგილობრივ ბაზარზე თხილის ნარგავებსაც ფლობს და თხილის გადამამუშავებელ ქარხანასაც აშენებს. კომპანიის დირექტორი გიორგი ზირაქაშვილი განმარტავს: “კომპანია თხილის მოყვანით 4 წლის წინ დაკავდა. ამ ეტაპზე ახმეტაში 50 ჰექტარი გვაქვს გაშენებული და ვაგრძელებთ გაფართოებას. კომპანია ქართული კაპიტალით შეიქმნა და ინვესტიციებიც ადგილობრივი მეწარმეების მიერ განხორციელდა. 2 წელია, რაც თხილი გავაშენეთ და მოსავალს 3-4 წლის შემდეგ ველოდებით. კომპანია თხილის გადამამუშავებელ ქარხანას მილენიუმის პროექტის დახმარებით აშენებს. 145 ათასი დოლარი მილენიუმის პროგრამიდან გამოიყო, ამ თანხას ადგილობრივი კაპიტალიც დაემატა. საკუთარი მოსავლის აღებამდე ქარხანა ჩვეულებრივ ექსპორტზე იმუშავებს - მოხდება მოსახლეობისაგან თხილის შესყიდვა, მისი გადამუშავება და ექსპორტირება."
ადგილობრივ ბაზარზე, თხილის მომხმარებელი შოკოლადის ქარხანა “ბარამბო" და საკონდიტრო საწარმოებია. ევროპაში ძირითადი მოთხოვნა თხილის გულზე ანუ გარჩეულ თხილზეა. ამ პროდუქტს ევროკავშირის ქვეყნები მოიხმარენ. ქართული თხილის ნაწილი რუსეთის ბაზარზე ხვდება. ექსპორტში მოწინავე პოზიციები უჭირავს უკრაინას და ყაზახეთს, ბალტიის ქვეყნებს. რაც შეეხება გაურჩეველ თხილს, აქ შესყიდვის კუთხით ლიდერი ერაყი და ირანია. საგულისხმოა ისიც, რომ ქართული თხილი ავსტრალიაში და აშშ-შიც იყიდება. ექსპორტზე გადის ძირითადად ანაკლიური ჯიშის თხილი, რომელიც სამეგრელოს რეგიონში მოდის.

 თხილის ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე მამუკა თოდუას შეფასებით: “გასულ წელს 2009 წელთან შედარებით, თხილის გადამამუშავებელი ქარხნების საქმიანობა ადგილობრივ ბაზარზე უფრო გააქტიურებულია. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ბანკები ამ სექტორის დაკრედიტების კუთხით უფრო გააქტიურდნენ. ამ ინდუსტრიის დაფინანსება გაიზარდა და კრედიტები უფრო გაიაფდა. თუ გასულ წელს ბანკები ბიზნესსესხებს 18-20 პროცენტად გასცემდნენ, ახლა საპროცენტო განაკვეთი 13 პროცენტია. თუმცა 2008 წლის კრიზისისის შემდეგ თხილის გადამამუშავებელი ბევრი ქარხანა დაიხურა, უცხოური კაპიტალისთვის ეს ბიზნესი დიდად მიმზიდველი არ არის.
თუმცა ექსპერტის შეფასებით, ქართული თხილის ~საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაძლებელია. საქართველოში თხილის მოსაყვანად თავისუფალი მიწა ბევრი არ არის. თხილის მოსავალი მცირე პროცენტით 10 წლის განმავლობაში გაიზრდება და როცა თავისუფალი მიწების რესურსი ამოიწურება, პროდუქციის რაოდენობის ზრდა შეჩერდება.
მსოფლიო ბაზარზე თხილის გაყიდვის თვალსაზრისით, თურქეთს 75-პროცენტიანი წილი აქვს. რაც შეეხება საქართველოს, მისი ნიშა დაახლოებით 2-3 პროცენტია. ქვეყანას ცოტათი მეტი პროდუქტი ექნება თუ ნაკლები, ეს მსოფლიო ბაზარზე ამინდს ვერ შექმნის. მაგრამ საქართველოში წარმოებული თხილი მაღალი ხარისისაა და თურქულთან შედარებით 20 ცენტით ძვირია და მსოფლიო მასშტაბით მოთხოვნა იზრდება.
სრულად ნახვა…

2011 წლის ეკონომიკური შედეგები და 2012 წლის პერსპექტივები

2011 წლის ეკონომიკურ შედეგებსა და 2012 წლის ეკონომიკურ პერსპექტივებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ ხადური და ლადო პაპავა.

2011 წლის ეკონომიკური თვალსაზრისით შეფასება

ნოდარ ხადური - ეკონომიკაში, 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს თვისობრივი ცვლილებები არ მომხდარა

ლადო პაპავა - 2011 წელი წინა წლებისგან დიდად არ განსხვავდებოდა, ტენდენციები, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ჩამოყალიბებული იყო, წელსაც გაგრძელდა


ნოდარ ხადურის აზრით, წლევანდელი წელი ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის ამოვარდნილი იმ დინებიდან, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით წინა რამოდენიმე წელში ჩამოყალიბდა. ეკონომიკური თვალსაზრისით წლევანდელი წელი წინა პერიოდისგან განსხვავებული არ ყოფილა. "ეკონომიკაში, 2010 წელთან შედარებით, 2011 წელს თვისობრივი ცვლილებები არ მომხდარა. იმავე თვითდინებით მიდის ქვეყნის ეკონომიკა, რაც წინა წელს იყო. ხელისუფლებას ჰქონდა გარკვეული სურვილები, თუმცა ამ სურვილების აღსრულების მექანიზმების პოვნა მთვარობამ ვერც წელს ვერ შეძლო", - აღნიშნავს ნოდარ ხადური.

მისივე თქმით, მსოფლიო ეკონომიკაში ჯერაც დაუძლეველი კრიზისის ფონზე დიდი ოპტიმიზმი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის გზაზე დადგებოდა და ყველა პრობლემას გადაწყვეტდა, არ უნდა გვქონოდა. ექსპერტის აზრით, მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ წლის მეორე ნახევარში მოხერხდა თითქმის 15%-იანი ინფლაციის მოთოკვა. როგორც ჩანს, ეკონომიკური ზრდა არის, თუმცა, არა ორნიშნა, რომლის სურვილი გვაქვს. სამწუხარო იყო ის, რომ ამ პერიოდში ძალიან გაძვირდა სურსათი, ტრანსპორტი; ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი არც თუ ისე მაღალია, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და, შესაბამისად, ქვეყანაში სოციალური პრობლემების წინა პლანზე წამოწევა მოხდა. "ინფლაცია დაძლეულ იქნა, რომლის ყველაზე მაღალი დონე მაისში იყო, მიუხედავად ამისა, საქართველოში სურსათზე ფასები უკანასკნელი ორი წლის მანძილზე დაახლოებით 25-30%-ით გაძვირდა", - დასძენს ექსპერტი ნოდარ ხადური.

ლადო პაპავას აზრით, 2011 წელი დიდად არ არის განსხვავებული ყველა წინა წლისგან, რადგანაც ტენდენციები, რომელიც იყო ჩამოყალიბებული ქართულ ეკონომიკაში, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა სფეროში წელსაც გაგრძელდა. მაგრამ, განსაკუთრებით აღსანიშნავია თვისობრივად ახალი მოვლენა, რომელსაც მანამდე ადგილი არ ჰქონდა და ხელისუფლების მხრიდან "ქართუ" ბანკის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებას უკავშირდება. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და მთავრობა ზრუნავენ ბანკებზე, ასე იყო საქართველოში წლების განმავლობაში, მაგრამ "რაც 2011 წელს ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებით მოხდა, არის ძალიან ცუდი პრეცედენტი და მე მას გამოვყოფდი, როგორც ხელისუფლების მიერ დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომას და უარყოფით მოვლენას",- აღნიშნავს ლადო პაპავა.

ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისუფლების რომელი გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ წარმატებულად?

ნოდარ ხადური - მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების გამარტივების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნიმშვნელოვანესი იყო

ლადო პაპავა - ევროობლიგაციების დაფარვის ვადა გადავადებულია 2021 წლამდე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია

სრულად ნახვა…

"ბანკების მომხმარებლებმა ეროვნულ ბანკში კეთილი პოლიციელი დაინახეს"

საბანკო რეგულირების ახალი ნორმებისგან  commersant.ge–ს მკითხველთა უმრავლესობა ეფექტურ შედეგებს ელის.
ამას საიტზე ჩატარებული გამოკითხვა ადასტურებს, რომლის შეკითხვაც ასე იყო დასმული: „რისი შეცვლა მოუწევთ ბანკებს რეგულირების ახალი ნორმების ამოქმედების შემდეგ?“
რესპონდენტთა 27.1% აცხადებს, რომ ბანკები მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებენ, 29,5% დარწმუნებულია, რომ ბანკები მომხმარებლის უფლებებს უკეთ დაიცავენ, 33,7%  მიიჩნევს, რომ რეგულირების ახალი ნორმები არაფერს შეცვლის. ნორმების შესახებ კი ინფორმაცია გამოკითხვაში მონაწილე მომხმარებლის 9.6%–ს არ აქვს.
შეგახსენებთ: პირველი ივნისიდან ოფიციალურად ამოქმედდება საბანკო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი რეგულაციები, რომელთაგან ერთ-ერთი ბანკებში საჩივრების განყოფილებების შექმნას გულისხმობს. მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბანკებმა მათი უფლებები დაარღვიეს, შესაძლებლობა ექნებათ საჩივრები შეიტანონ. თუ გაირკვევა, რომ კომერციულმა ბანკმა მოქალაქეს პასუხი არ გასცა, ან კლიენტი პასუხმა არ დააკმაყოფილა, მაშინ საკითხი ეროვნული ბანკის განხილვის საგანი გახდება.
გარდა ამისა, ბანკები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებებში გამჭვირვალედ ასახონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტით და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიასთვის, მკითხველთა ის 56,6%, რომელიც ცვლილებისგან დადებით შედეგებს (ბანკების მომსახურების გაუმჯობესებასა და მომხმარებლის უფლებების დაცვას) ელოდება, მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ წლის ბოლოს იგივე გამოკითხვაში ეს მონაცემი მინიმუმ 86% იქნება.
„დრო გვაჩვენებს, რომ ამ 56%–ის მოლოდინები გამართლებულია. საბანკო სექტორი საკუთარ მომხმარებელზეა ორიენტირებული, რადგან როდესაც კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ეს სერიოზული დარტყმაა ბანკის იმიჯსა და, შესაბამისად, მოგებაზე. ამასთან, მომხმარებელი ახალი ნორმების შესახებ მედია–საშუალებებით კარგადაა  ინფორმირებული,“ – აცხადებს გვასალია.
ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, გიორგი აბაშიშვილისთვისაც მოულოდნელი არ ყოფილა, რომ commersant.ge–ს მკითხველთა უმრავლესობამ ახალ ნორმებს ნდობა გამოუცხადა. მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ, როდესაც მომხმარებლებმა ბანკების მხრიდან არაერთი დარტყმა მიიღეს, მათი დიდი ნაწილი კარგად გაერკვა საბანკო სისტემის მუშაობაში.
„ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რა შეიძლება მოუვიდეთ, თუ ბანკი მათთვის საზიანო გადაწყვეტილებას მიიღებს. ასეთ სიტუაციაში კი მათ „მხსნელად“ მოევლინა ეროვნული ბანკი. მასში მომხმარებელმა კეთილი პოლიციელი დაინახა,“ – ამბობს აბაშიშვილი.
იგი კიდევ ერთ ტენდენციაზე საუბრობს: გაჩნდა სიმპტომები, რომ ბანკები ახალი რეგულირების ნორმების აფიშირებას არ ახდენენ და ზოგჯერ, მომხმარებელთან ურთიერთობისას. მათ მიჩქმალვასაც კი ცდილობენ. გამონაკლისი, აბაშიშვილის განცხადებით, მხოლოდ „პროკრედიტია,“ რომელმაც რეგულაციის ახალი წესების შესახებ სპეციალური სარეკლამო კამპანიაც კი დაიწყო.
„ყველაზე დაინტერესებული მხარე ამ პროცესში ეროვნული ბანკია, რომელსაც სურს, მომხმარებელთა რაც შეიძლება ფართო ფენამ იგრძნოს ახალი რეგულაციების შედეგები,“ – ამბობს გიორგი აბაშიშვილი.
სრულად ნახვა…

უმუშევრობის შემცირება ხელოვნურად ხდება

საქართველოში უმუშევრობის დონე 2010 წელს 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებაში 0.6 პროცენტით შემცირდა და 16.3 პროცენტი შეადგინა - ამ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. ექსპერტების ერთი ნაწილი ამ ერთგვარ წინსვლას უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიას უკავშირებს და ქვეყანაში უმუშევრობის კატასტროფულ მაჩვენებლებზე საუბრობს.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი რეალურად 60%-ს აღწევს. ოფიციალურ მონაცემებსა და ექსპერტის მიერ დასახელებულ მაჩვენებელს შორის სხვაობა, გამომდინარეობს იმ ფაქტორიდან, რომ ოფიციალური სტატისტიკა, იმ ადამიანებსაც დასაქმებულებად თვლის, რომლებიც კონტრაქტის გარეშე იღებენ გარკვეული ტიპის შემოსავლებს, ხოლო სოსო ცისკარიშვილის მიერ დასახელებული მაჩვენებლები, მხოლოდ კონტრაქტის საფუძველზე დასაქმებულ ადამიანებს გულისხმობს.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც მუშაობს და გარკვეული ტიპის სამუშაოს ეწევა შემოსავლის მიღების მიზნით, ყველა ადამიანი ითვლება დასაქმებულად. შემიძლია მარტივი მაგალითი მოგიყვანოთ: ის ადამიანები, რომლებიც არავისგან არ არიან დაქირავებულნი, მაგალითად, ესენი არიან რეპეტიტორები, ანდა ავიღოთ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ და მხოლოდ აქედან აქვთ შემოსავალი; ის ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან საკუთარ მეურნეობაში და სოფლის მეურნეობაში. გასაგებია, რომ ძალიან მძიმეა მდგომარეობა სოციალურად და სახარბიელო არ არის, შემოსავალი ძალიან ბევრი არ აქვს, მაგრამ ჩვენ უფლება არ გვაქვს არ ჩავთვალოთ ეს ადამიანები დასაქმებულად", - აცხადებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძე. საქსტატის ხელმძღვანელის განცხადებით, მისი უწყების მონაცემები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მეშვეობით შეგროვდა და ამ მეთოდოლოგიას იყენებენ მთელ მსოფლიოში უმუშევრობის დონის დასადგენად.

ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევრობის 16 პროცენტიანი მაჩვენებლის სისწორეს ეჭვქვეშ არ აყენებს კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია. თუმცა ის სტატისტიკაში თვითდასაქმებულთა და დაქირავებულთა გამიჯვნის მომხრეა, - "ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობას და წესებს ეყრდნობა, თვითდასაქმებულ ადამიანებსაც დასაქმებულად თვლის. ეს მეთოდოლოგია ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, თუმცა სხვა ქვეყნები ცალკე ითვლიან თვითდასაქმებულებს და დასაქმებულებს. შესაბამისად, უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალება არის", - აცხადებს ნარმანია.

მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია, მსოფლიო შრომის ორგანიზაციის კანონმდებლობას და წესებს ეყრდნობა, აუცილებელია საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინება და ამ მეთოდოლოგიაში უფრო დახვეწილი კლასიფიკაციის შემოტანა. ბატონი ზაზა საუბრობს რეპეტიტორებზე ანაც ტაქსის მძღოლებზე, რომლებსაც შესაძლოა მართლაც აქვთ სამუშაო კონტრაქტის მქონე პირებზე მეტი შემოსავალი, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ოფიციალური სტატისტიკა დასაქმებულად თვლის ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც შესაძლოა, ასეთი საქმიანობიდან ოფიციალური საარსებო მინიმუმის ტოლ შემოსავალსაც კი ვერ იღებენ, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმებულად ითვლებიან ადამიანებიც, რომლებსაც შეიძლება შემოსავალი საერთოდ არ ჰქონდეთ. მაგალითად, შესაძლებელია ადამიანი უმუშევრად ცხოვრობდეს ქალაქში და მის სახელზე იყოს გაფორმებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომელსაც არ ან ვერ ამუშავებს და ის მაინც დასაქმებულად ითვლება.

უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიის ნაკლოვანებებზე მიუთითებს ის სურათი, რომელიც უმუშევრობის ტერიტორიული პრინციპით ანალიზისას იკვეთება. საუბარია იმაზე, რომ რეგიონებში დასაქმების მაჩვენებელი იზრდება, ხოლო დედაქალაქში მცირდება. მას შემდეგ, რაც რეგიონებში მიწის ფლობასთან არსებული ადმინისტრაციული საკითხების გარკვევა ერთგვარად სავალდებულო გახდა, გაცილებით მეტი მიწის მესაკუთრე ფიქსირდება, ვიდრე წინა პერიოდში, სანამ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების დაკანონება მასობრივად დაიწყებოდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები დაიკანონეს, უკვე დასაქმებულებად ითვლებიან.

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"


სრულად ნახვა…

commersant.ge–ს გამოკითხვა: ყველაზე წარმატებული ტურისტული პროექტი ბათუმია

რომელი ტურისტული პროექტია ყველაზე წარმატებული? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას commersant.ge–ს მკითხველი პრაქტიკულად ერთსულოვანია – მისი 68.6% ბათუმს ასახელებს. დანარჩენ კურორტებს შორის კი გამოკითხვაში მონაწილეთა ხმები ასე გადანაწილდა:
მესტია 7.6%
ანაკლია 5.5%
გუდაური 4.9%
სიღნაღი 3.5%
ბორჯომი–ბაკურიანი 3.2%
სათაფლია    2.3%
წყალტუბო 2.3%
საირმე 2.0%.
„NTG მარკეტინგის“ დირექტორის ნიკო თევდორაშვილის შეფასებით, ბათუმის ერთპიროვნული ლიდერობა სავსებით ლოგიკურია, რადგან ეს ქალაქი არა მხოლოდ კარგად „გაპიარებული,“ არამედ უკვე შექმნილი პროდუქტია, რომელსაც ქართველი მომხმარებლის უმრავლესობამ უკვე „გემო გაუსინჯა.“ რაც შეეხება მესტიას, მართალია, ამ კურორტის პოტენციალს ჯერ მხოლოდ დამსვენებლის მცირე ნაწილი გაეცნო, მაგრამ სამაგიეროდ მის მიმართ, პიარ–კამპანიის შედეგად განსაკუთრებული მოლოდინები გაჩნდა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის ბექა ჯაყელის განცხადებით, ბათუმის უპირობო ლიდერობა სრულიად გასაგებია, თუმცა ეს მხოლოდ პიარ–კამპანიის დამსახურება არაა, რადგან პირველი ეტაპი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იყო. ჯაყელის თქმით, ბათუმის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ის მხოლოდ ერთი სეზონის კურორტი აღარაა და სხვადასხვა კონცერტისა და გასართობი ღონისძიების წყალობით იქ დასვენება ნებისმიერ სხვა სეზონზე შეიძლება.
რაც შეეხება მესტიას, ჯაყელის განცხადებით, იქ განთავსების ადგილები ჯერჯერობით საკმარისი არ არის და კურორტის მოსაწყობად ინვესტორებთან მუშაობა მიმდინარეობს. შესაბამისად, მესტიის მეორე ადგილი ძირითადად პიარ–კამპანიის დამსახურებაა,
სხვა სიტუაციაა რეიტინგის აუტსაიდერ საირმესთან მიმართებაში, რომელიც, ბექა ჯაყელის განცხადებით,  სპა–კურორტის კონცეფციით მოწყობა. ანუ ეს იქნება იმ კონკრეტული სეგმენტზე მიმართული კურორტი, რომელსაც გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება სურს, და არა მასობრივი ტურიზმის ადგილი, როგორც ბათუმია.
ჯაყელის პროგნოზით, მას შემდეგ, რაც ინვესტორი საირმეს რეაბილიტაციას განახორციელებს, პიარ–კამპანიაც დაიგეგმება და ამ კურორტის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
სრულად ნახვა…

ყველაზე ძლიერ ბრენდად Coca-Cola დასახელდა


კომპანია CoreBrand–მა Brand Power–ის („ბრენდის სიძლიერე“) სავაჭრო ნიშნების ტოპ–ასეული წარმოადგინა, რომლის პირველ ადგილზეც Coca-Cola აღმოჩნდა. კონცერნის ძირითადი კონკურენტი PepsiCo კი რეიტინგის მე–12 ადგილს იკავებს.
მეორე პოზიციაზე შოკოლადის კანფეტების ბრენდი Hershey–ა, მესამეზე კი დაკონსერვებული სუპების მწარმოებელი Campbell Soup.
CoreBrand–ი  რეიტინგის შედგენისას უმსხვილესი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების მოსაზრებას ეყრდნობა. წელს ორგანიზაციამ 8 ათასამდე ტოპ–მენეჯერი გამოკითხა და გაარკვია, რამდენად გათვითცნობიერებულნი არიან ისინი ამა თუ იმ ბრენდში და რამდენად კეთილგანწყობილნი არიან სხვადასხვა სავაჭრო ნიშნისადმი. ამასთან, ანალიტიკოსები ითვალისწინებდნენ ბრენდის რეპუტაციასა და პოტენციალს მომავალი ინვესტიციების თვალსაზრისით.
მკვლევარების დასკვნაში ნათქვამია, რომ ასიდან 58 ბრენდმა 2009 წელთან შედარებით საკუთარი პოზიციები გააუმჯობესა.
Brand Power–ის გარდა ბრენდების სხვა რეიტინგებიც არსებობს. კერძოდ, BrandZ Top-100, რომელშიც ბრენდები მათი ღირებულების მიხედვითაა შეფასებული. რეიტინგის ლიდერი კი 2010 წლის მონაცემებით Google–ია, რომელიც 114 მილიარდ დოლარზე მეტი ღირს.
სრულად ნახვა…

საქართველოში მაღალი კლასის ავტომობილებზე მოთხოვნა არ გაზრდილა

ავტოიმპორტიორები 2010 წელს განსხვავებულად აფასებენ
commersant.ge
მიმდინარე წელი ავტოიმპორტიორებისთვის ერთნაირად წარმატებული არ გამოდგა. კომპანიების ნაწილი კრიზისის დაძლევაზე საუბრობს, ნაწილი კი ასეთ განცხადებებს ნაადრევად მიიჩნევს. ავტოიმპორტიორთა განცხადებით, სხვებზე უკეთეს სიტუაციაში ის კომპანიები არიან, რომელთა პროდუქცია საშუალო შემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. მაღალი კლასისა და შესაბამისად მაღალი ფასის მანქანებზე კი კრიზისის შემდეგ საქართველოში მოთხოვნა ჯერ კიდევ არ გაზრდილა. 
მიმდინარე წლის შედეგებით „იბერია ბიზნეს ჯგუფი“ კრიზისამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დავით გოგორიშვილი commersant.ge-სთან საუბარში აცხადებს. მისი თქმით, 2008 წლის მეორე ნახევარში ომმა და ფინანსურმა კრიზისმა გაყიდვების მაჩვენებელი მკვეთრად, თითქმის 50%–ით შეამცირა, თუმცა გაცილებით მძიმე 2009 წელი გამოდგა. ამ წელს გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა პრობლემები პროდუქციის მომწოდებლებსაც შეუქმნა. 2008 წელს ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა და იაპონურმა კომპანიებმა კრიზისთან გასამკლავებლად სამთავრობო დახმარებები მიიღეს. 2009 წელს კი კრიზისი გაღრმავდა და ეს დახმარება შეწყდა. გერმანიასა და იაპონიაში ბევრმა ქარხანამ თანამშრომლები შეამცირა და წარმოება შეზღუდა. ბაზარზე მანქანების დეფიციტი გაჩნდა და გაყიდვებიც შემცირდა. 2010 წლის დასაწყისიდან ვითარება გამოსწორდა. წლის მეორე ნახევრიდან კი გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
დავით გოგინაშვილის განცხადებით, „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ მიმდინარე წლის 11 თვის ფინანსური მონაცემები გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებლებს 72%–ით აღემატება. მისი განმარტებით, თუკი 2009–2010 წელი კომპანიისათვის თვითგადარჩენის წელი იყო, მომავალი წელი უკვე გაზრდისა და განვითარების წელი იქნება. ამიტომ „იბერია ბიზნეს ჯგუფს“ 2011 წლისთვის ამბიციური გეგმები აქვს.
კრიზისის ნაწილობრივ დაძლევაზე საუბრობს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ გენერალური დირექტორი დავით გიორგობიანი. მისი თქმით, 2007 წლის მაჩვენებელზე გასვლა ჯერ კიდევ ნაადრევია, თუმცა გასულ წელთან შედარებით კომპანიის გაყიდვები 30%–ით გაიზარდა. გიორგობიანის განმარტებით, „ჰიუნდაი ავტო საქართველოსთვის“ ყველაზე მძიმე 2009 წელი და 2010 წლის პირველი ნახევარი იყო. ზაფხულიდან კი ვითარება მკვეთრად შეიცვალა და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, ზრდის ასეთი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კომპანიას კრიზისამდელ მაჩვენებელზე გასვლა არ გაუჭირდება.
გაყიდვების ზრდის ტენდენციას „ტოიოტა ცენტრ კავკასიაშიც“ ადასტურებენ. კომპანიის გენერალური დირექტორის ირაკლი გურჩიანის განცხადებით, მიმდინარე წლის მაჩვენებელი გასული წლისას 10%–ი აღემატება, თუმცა ასეთი ზრდა ძირითადად ბოლო რამდენიმე თვის ხარჯზე დაფიქსირდა. მისი თქმით, თუკი ეკონომიკური აფეთქება არ მოხდა და გაყიდვების ზრდის ასეთი ტემპი შენარჩუნდა, 2007 წლის მაჩვენებელზე გასვლისათვის 2–3 წელი მაინც არის საჭირო.
რადიკალურად განსხვავებულ განცხადებებს აკეთებენ commersant.ge-სთან საუბარში „მერსედესის“ ქართულ წარმომადგენლობაში. „აკა–მერსედესის“ კომერციული დირექტორის ლაშა ლომიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით 2010 წელს კომპანიის გაყიდვები პრაქტიკულად არ გაზრდილა. მისი თქმით, სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა ზაფხულის პერიოდში, თუმცა ბოლო თვეების მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე უარესია. ლომიძის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ „მერსედესის“ მანქანები საკმაოდ ძვირადღირებულია და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი. ამ კლასის მანქანების ახლით შეცვლას კი ეს სეგმენტი ფინანსური კრიზისის გამო ისევ სიფრთხილით ეკიდება. მისი თქმით, ძნელია იმის თქმა, როდის დაუბრუნდება კომპანია 2008 წლის მონაცემებს, როცა გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სრულად ნახვა…

გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 61-ე ადგილზეა

გადასახადების გადახდის სიმარტივით საქართველო 183 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა. ყოველწლიურ რეიტინგი მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერაა შედგენილი, რომელშიც საქართველომ წინ სამი საფეხურით წაიწია. რეიტინგის ავტორები მსოფლიოს 183 ეკონომიკაში როგორც გადასახადების სიმარტივეს, ასევე ადმინისტრაციულ ნაწილს იკვლევენ.
დგინდება, როგორ შეიცვალა საგადასახადო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებში, რამდენი დღე სჭირდება საშუალოდ ერთ კომპანიას გადასახადების გადახდისთვის. რეიტინგის ლიდერი მალდივია, ხოლო ბოლო ადგილს ბელორუსი იკავებს.
საქართველოს მეზობელი სომხეთი 159-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 103-ზე, უკრაინა 181-ზე, რუსეთი კი 106 ადგილს იკავებს. საქართველო იმ 10 ქვეყანას შორისაც მოხვდა, სადაც საგადასახადო ტვირთი მსუბუქია.
სრულად ნახვა…

commersant.ge–ს რეიტინგი: მობილური ტელეფონების ყველაზე პოპულარული მოდელები საქართველოში

ჩინურ მობილურებზე მოთხოვნა შემცირდა
საქართველოში ყველაზე კარგად მობილურ ტელეფონებს შორის Nokia 2700 იყიდება, რომელიც 185 ლარი ღირს. მერე ადგილზე ასევე „ნოკიას“ მოდელი 1280–ა, რომლის ფასიც 55 ლარია. მესამე ადგილზე კი გაყიდვების მოცულობით Samsung B7722–ია – ორბარათიანი „დუოს“ ტელეფონი, რომლის ფასიც 566 ლარია. 
რეიტინგი commersant.ge–მ მობილური ტელეფონებით მოვაჭრე რამდენიმე ობიექტის გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.
ყველაზე გაყიდვადი მოდელების ხუთეული ასეთია:
Nokia 2700 (185 ლარი) 
Nokia 1280 (55 ლარი) 
Samsung B7722 (566 ლარი) 
Nokia 3730 (196ლარი) 
Samsung E 1080T (55 ლარი)
მომდევნო ხუთეულში შემდეგი ბრენდების მოდელები შედის:
Sony ericsson
HTC 
Philips  
Motorola
Siemens
მობილური ტელეფონებით მოვაჭრე ქსელებში აცხადებენ, რომ ყველაზე ბევრი მყიდველი დაბალფასიან პროდუქციას ჰყავს. 700 ლარზე ძვირადღირებულ ტელეფონებზე კი კლიენტურის 15–20% მოდის.
„ნოკიას“ ცენტრის ხელმძღვანელის ბონდო გოლეთიანის თქმით, საქართველოში მობილური ტელეფონების ბაზარზე დიდი ხანია „ნოკია“ ლიდერია, რაც, მისი თქმით, მოდელების ყველაზე დიდი (60–მდე მოდელი) რაოდენობით და ასევე ფასების ფართო სპექტრით აიხსნება: ცენტრში წარმოდგენილი ტელეფონების ფასები 55 ლარიდან იწყება და 1500 ლარს აღწევს. არის პრემიუმ–კლასის აპარატები, რომელთა ღირებულებაც 3 000 ლარია. 

„ბაზარზე 1998 წლიდან ვართ და გვაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე კარგი სერვისით გამოვირჩევით - კერძოდ, მომხმარებელს გაყიდვის შემდგომ მომსახურებას ვთავაზობთ, ასევე ლოიალურები ვართ საგარანტიო ვადის შემდგომ პერიოდში მომსახურების დროსაც,“ – აცხადებს გოლეთიანი.
რაც შეეხება კონკურენციას, მთავარ კონკურენტად ის „სამსუნგს“ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ „ნოკიას“ მობილურებს „სამსუნგი“ სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევს, რადგან, მართალია, „სამსუნგი“ სოლიდური ფირმაა, თუმცა პროდუქციის დიდი დივიზიონი აქვს –  იგი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობს,  „ნოკია“ კი მხოლოდ მობილურებზეა სპეციალიზებული. ამიტომაც, ბონდო გოლეთიანის განცხადებით, „ნოკიას“ ხარისხი ამ პროდუქციის ბაზარზე საუკეთესოა.
კომპანია “ტელეფონის” გაყიდვების მენეჯერის დიანა კელასოვას თქმით, ჩინური მობილურები, რომლებიც ერთ დროს საქართველოში საკმაოდ პოპულარული იყო, მყიდველებში დიდი მოთხოვნით აღარ სარგებლობს, რადგან ექსპლოატაციის პროცესში ბევრი წუნი აღმოაჩნდა. თანაც, კელასოვას განცხადებით, ეს აპარატები მაღალი გამოსხივებით გამოირჩევა, ამიტომ მომხმარებელს ურჩევს, იგივე ფასად შედარებით დაბალი კლასის, მაგრამ ცნობილი ბრენდების მობილური აპარატები შეიძინოს.
სრულად ნახვა…

commersant.ge-ს გამოკითხვა: საუკეთესო საკრედიტო პირობები „პროკრედიტ ბანკშია“

ლიდერი ბანკები მეორე-მესამე ადგილებს დასჯერდნენ
commersant.ge
ქართულ ბანკებს შორის კლიენტებს საუკეთესო საკრედიტო პირობებს „პროკრედიტ ბანკი“ სთავაზობს. ასე ფიქრობს commersant.ge-ს მკითხველთა ყველაზე დიდი ნაწილი.
ბანკების მიერ კლიენტებისადმი გატარებული პოლიტიკა ამ კვირის განმავლობაში ჩვენი საიტის ძირითადი თემა იყო. 
ასეთი ინტერესი ბანკ „რესპუბლიკის“ განცხადებამ გამოიწვია. ბანკის წარმომადგენელმა ღიად განაცხადა, რომ კომპანიების გაკოტრების გზით მოგების მიღებაზე უარი თქვა და ზედიზედ სამი კვარტალი ზარალით ამიტომაც დაასრულა. ბანკის ერთ-ერთი დირექტორის ირაკლი ასლანიშვილის თქმით,  ბევრ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, ბანკი კი მათი ლიკვიდაციის გზით არ წასულა.
რას ფიიქრობს ბანკების საკრედიტო პოლიტიკაზე თავად მომხმარებელი? ამის გასარკვევად commersant.ge-მ მკითხველს დაუსვა შეკითხვა: რომელი ბანკი სთავაზობს კლიენტებს საუკეთესო საკრედიტო პირობებს?
გამოკითხვაში მონაწილეობა საიტის 832-მა უნიკალურმა მომხმარებელმა მიიღო. მათი ხმები ასე გადანაწილდა:

პროკრედიტ ბანკი   21 % 
 
საქართველოს ბანკი   14.6 %
თიბისი ბანკი   12.7 %
ვითიბი ბანკი ჯორჯია  9.2 %

რესპუბლიკა  8.1 %
ხალიკ ბანკი საქართველო    4.3 % 

ქართუ  3.8 %
ლიბერთი ბანკი  3.5 %

ბაზისბანკი 3 %
HSBC ბანკი საქართველო 2.8 %
ბითიეი ბანკი და კონსტანტა  2.7–2.7 % 


ტაოპრივატბანკი  და კორ სტანდარტ ბანკი  2.2– 2.2 % 
 
სხვა – 7.3 % 
გამოკითხვის შედეგების კომენტარი რეიტინგის ლიდერს „პროკრედიტ ბანკს“ და დამოუკიდებელ ექსპერტს დავით ნარმანიას ვთხოვეთ.
„პროკრედიტში“ ამბობენ, რომ მომხმარებლის დიდი ნდობა მაღალი პასუხისმგებლობით დაიმსახურეს. ბანკში აცხადებენ, რომ კლიენტებს არასდროს აძლევენ იმდენ თანხას, რომლის გადახდასაც ისინი ვერ შეძლებენ, სესხს კი ისეთი პირობებით გასცემენ, რომ მომხმარებელს მთელი თანხა კრედიტის დაფარვაში არ დაეხარჯოს და ყოველდღიური ხარჯების გაწევის შესაძლებლობა ჰქონდეს. კრედიტის დაფარვისას კი თითოეულ შემთხვევას ინდივიდუალურად უდგებიან.
ბანკში ამბობენ, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით ომით  დაზარალებულებს მოეკიდნენ, რადგან გააცნობიერეს, რომ კლიენტებს მათგან დამოუკიდებელი პრობლემები შეექმნათ. ამიტომ „პროკრედიტმა“ მათ ვალების რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური სქემები შესთავაზა.
ექსპერტ დავით ნარმანიას შეფასებით, გამოკითხვის შედეგები სრულიად ლოგიკურია, რადგან „პროკრედიტი“ ის ბანკია, რომელმაც ფინანსური კრიზისისა და ომის შედეგების მიუხედავად, ლიბერალური პოლიტიკა არჩია.
მეორე უკიდურესობად ექსპერტი იმ ბანკებს ასახელებს, რომლებიც ნაკლებად რისკიანი გზით წავიდნენ  და კლიენტების ნაწილის დაკარგვის საფრთხის მიუხედავად მათ მიმართ მკაცრი პოლიტიკა გაატარეს.
ექსპერტის თქმით, ეს სფერო საქართველოში ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი არ არის - და ეს არც იქნებოდა მიზანშეწონილი. შესაბამისად, კონკრეტული ბანკის გადასაწყვეტია, რა პოლიტიკას გაატარებს მომხმარებლის მიმართ.
„ბანკმა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზე ფიქრობს, იცის,  რომ კრიზისი ადრე თუ გვიან დასრულდება და კლიენტებისგან მიღებული შემოსავლები მომდევნო წლებშიც დასჭირდება. ამიტომ ის უფრო ლიბერალურ პოლიტიკას ატარებს. ხოლო ბანკი, რომელიც ფიქრობს, რომ მთავარია, დღეს გადარჩეს, ხოლო მომავალში მომხმარებელს ახალი პროდუქტებით მიიზიდავს, მკაცრი გზით მიდის,“ - ამბობს ნარმანია.
ექსპერტი ბანკ „რესპუბლიკის“ განცხადებაში ამორალურს ვერაფერს ხედავს, რადგან ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებები პოტენციური კლიენტების მისამართითაც კეთდება - მათ ბანკი ეუბნება, რომ თუ მასთან ითანამშრომლებენ, გაჭირვების შემთხვევაში მკაცრად არ მოექცევა.
  
„რესპუბლიკამ ბიზნეს-ეთიკის ფარგლებში, ისე რომ კონკურენტები არ დაუსახელებია, სხვა ბანკები გააკრიტიკა, რომლებიც კლიენტებს მკაცრად მოექცნენ და უძრავი ქონება ჩუმად გაუყიდეს. ჩემი აზრით, ეს უფრო ამორალური საქციელია, ვიდრე რომელიმე კომერციული ბანკის ხელმძღვანელის განცხადება იმის შესახებ, რომ სხვა ბანკებისგან განსხვავებით კომპანიების ლიკვიდაციაზე არ მიდიან. ამით „რესპუბლიკამ“ პოტენციურ კლიენტებს საკუთარ სანდოობაზე მიანიშნა მიუხედავად იმისა, რომ არა მგონია, მისი ზარალის მიზეზი მხოლოდ ეს იყოს,“ - აცხადებს ნარმანია.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა საბანკო სექტორზეც აისახა და სხვა ქვეყნებთან შედარებით რეგულირების თვალსაზრისით ქართული ბაკები გაცილებით თავისუფლად გრძნობენ თავს. ამიტომ, ნარმანიას თქმით, ბანკების ნაწილმა ომისა და კრიზისის შემდეგ უხეშად დაარღვია მომხმარებლის უფლებები, ეროვნულ ბანკს კი ამ სფეროს კონტროლის მექანიზმი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, არ გააჩნია. შესაბამისად, ექსპერტის შეფასებით, განმსაზღვრელი ფაქტორი სახელმწიფოს და არა ბანკების პოლიტიკაა.
სრულად ნახვა…

ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა რეკორდულ მასშტაბებს აღწევს

ტრადიციული რეკლამა მომხმარებელს კარგავს
Korrespondent.net
2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტში 6,4 მილიარდი დოლარის რეკლამა გაყიდეს, რაც ინტერნეტის მთელ ისტორიაში კვარტალური რეკორდია.
ინტერაქტიური რეკლამის ბიურის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტში 17%-ით გაიზარდა.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეკლამის დამკვეთები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ინტერნეტ-რეკლამაზე, რადგან მისი დახმარებით უფრო მარტივია მომხმარებელთან კონტაქტის მიღება. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბევრი კლიენტი ტრადიციული მედიიდან ინტერნეტში მიდის.
წინასწარი მონაცემებით, რომლებიც 2010 წლის დასაწყისში Outline Incorporated-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს, აშშ-ში ინტერნეტ-რეკლამაზე გაღებული ხარჯები რეკლამის ბეჭდურ სახეობებს გაუსწრებს.
გასულ წელს კი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-ში ინტერაქტიური რეკლამა 300 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ საქმიანობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მშპ-ის 2,1%-ს შეადგენს.
სრულად ნახვა…

„ლიბერთი ბანკს“ მომხმარებლის რაოდენობა 10%–ით გაეზარდა

რადიო "კომერსანტი", FM 95,5
კომუნალური გადასახადების უფასოდ მომსახურების დანერგვიდან ერთი თვის თავზე „ლიბერთი ბანკს“ მომხმარებელი 10%–ით გაეზარდა. კომუნალური გადასახადების მომსახურებისას საკომისიოს დაწესებისთვის კომერციული ბანკები პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა. 
“ლიბერთი ბანკმა” კრიტიკის პასუხად თბილისში 25 სერვის–ცენტრი აამუშავა, სადაც გადასახადების გადახდა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. ახალი მომსახურების პრეზენტაციაზე მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯით კლიენტების ზრდას ელოდებიან. ინფორმაციისთვის: კომერციული ბანკების უმრავლესობა კლიენტს კომუნალური გადასახადების მომსახურებაში საკომისიო სახით საშუალოდ 2,5 ლარს ართმევს. გამონაკლისი „პროკრედიტ ბანკია“, რომლის არცერთ ფილიაში საკომისიოს გადახდა არ ხდება.
სრულად ნახვა…

Twitter-ის აუდიტორიამ 175 მილიონ ადამიანს მიაღწია

ოქტომბრის თვის მონაცემებით, პოპულარული მიკრობლოგი Twitter 175 მილიონ დარეგისტრირებულ მომხმარებელს ითვლის. აღნიშნული რაოდენობა 30 მილიონით აღემატება გასული თვეების მაჩვენებელს. აპრილის თვიდან Twitter-ზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა 70 მილიონით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ Twitter-მა გააკეთა ვებ-გვერდის დიზაინის, ვიჯეტების და მთელი რიგი ფუნქციების განახლება. 
სრულად ნახვა…

გამოკითხვის შედეგები

6 დღის გამოკითხვის შედეგები. ძალიან მესიამოვნა, რომ არცერთ ადამიანს ცუდად არ შეუფასებია ჩემი ბლოგი. ახალგაზრდა ბლოგია და ესეც წარმატებაა. იმედი მაქვს თქვენი აქტიურობის ჩემო ძვირფასო მკითხველებო.

წარმეტებები თქვენ და მე! :)
სრულად ნახვა…

საქართველოში უცხოური ინვესტიციები იზრდება

ავტორი კახა მჭედლიძე
გასულ კვირაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, ელოდებიან, რომ წლის ბოლოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 750 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ეკონომიკის ექსპერტები კი ეჭვს გამოთქვამენ მთავრობის ოპტიმიზმთან დაკავშირებით. რა მონაცემებს ეფუძნება პრემიერ-მინისტრის განცხადებები?

საქართველოში 2010 წლის განმავლობაში 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა ...
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ხშირად ლაპარაკობენ უცხოური ინვესტიციების აუცილებლობაზე - ინვესტიციებისა, რომელთა გარეშეც ქვეყნის ეკონომიკის განვითარება თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს და ყოველი წლის დასაწყისში ინვესტიციების სავარაუდო მოცულობასაც ასახელებს. მაგრამ ბოლო ორი წელია პროგნოზები და რეალობა ერთმანეთს დასცილდა. ამის მიზეზი, ძირითადად, გლობალური კრიზისი და რუსეთ-საქართველოს ომი იყო. შედეგად, 2009 წელს საქართველომ ნავარუდევი ინვესტიციების მხოლოდ ნახევარი მიიღო. მიუხედავად პოსტკონფლიქტური და პოსტკრიზისული არასტაბილურობისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური დარწმუნებულია, რომ წელს ქვეყანაში, შარშანდელთან შედარებით, უფრო მეტი უცხოური კაპიტალი შემოვა. ეს განცხადება ნიკა გილაურმა ტელეკომპანია ”სი-ენ-ბი-სი-სათვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:


ნიკა გილაური, საქართველოს პემიერ-მინისტრი
”საქართველოში 2010 წლის განმავლობაში 750 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვა. პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, რაც აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის დასავლეთს შორის მდებარე ქვეყანას რეგიონალურ საინვესტიციო ცენტრად აქცევს.”

ნიკა გილაურის ოპტიმიზმს ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი არ იზიარებს, რადგან, სტატისტიკის სამსახურის მონცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა დაახლოებით 260 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნოდარ ხადური ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ინვესტიციების მოცულობა 600 მილიონამდე იქნება. იგი იმ მიზეზებზეც საუბრობს, რომელიც ინვესტიციების სიმწირეს განაპირობებს:

”შარშან გაცილებით ოპტიმისტური პროგნოზი იყო, რომ დაახლოებით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა. მაშინვე ვთქვით ჩვენ, რომ ეს ძალიან ოპტიმისტური იყო ბევრი მიზეზის გამო: ომი ახალი დამთავრებულია, პოლიტიკური სიტუაცია დარეგულირებული არ არის, მსოფლიოში ფინანსური კრიზისი არ დასრულებულა. ამიტომ ჩვენ ვამბობდით, რომ პროგნოზი გადაჭარბებულია. პირველმა კვარტალმა გვაჩვენა, რომ ეს ასე იყო.”

საქართველოს მთავრობაში კი აცხადებენ, რომ, შარშანდელისგან განსხვავებით, წელს ინვესტორებს კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს სთავაზობენ, რამაც უცხოური კაპიტალდაბანდების მოცულობის ზრდა უნდა გამოიწვიოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი ერთ-ერთ ასეთ პროექტზე საუბრობს:

”საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში არის სერიოზულად წარმოდგენილი - თუნდაც ბოლო პროექტი, რომელიც ტურისტულ ზონებს ეხება. პრაქტიკულად ნახევარი აპლიკაციების უკვე შემოსულია, ერთ კვირაში გამოცხადებიდან, და კიდევ არის ერთი თვე განაცხადების მისაღებად. მხოლოდ ამ შემთხვევაში ლაპარაკია ათეულობით მილიონი ლარის დაბანდებაზე ამ კონკრეტულ პროექტში.”


ქობულეთის "თავისუფალი ტურისტული ზონის" პროექტი
თუმცა ეკონომიკის ექსპერტები მაინც კრიტიკულად აფასებენ მთავრობის ოპტიმიზმს, რადგან მსოფლიოში საინვესტიციო შიმშილის პირობებში არასტაბილურმა საქართველომ ძნელია კონკურენცია გაუწიოს უფრო სტაბილურ ბაზრებს. საქართველოს საინვესტიციო არასტაბილურობის მიზეზებზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ნოდარ ხადური საუბრობს:

”ჯერჯერობით არავინ იცის როგორია ახალი საგადასახადო კოდექსი. ქვეყანა მუშაობს ახლა კონსტიტუციაზე. შესაბამისად, ეს ყველაფერი უცხოელ ინვესტორებს აიძულებთ გაჩერდნენ და დაელოდონ, ვიდრე ეს დოკუმენტები ამოქმედდება. ანუ არასტაბილურობა, როდესაც ასეთი რადიკალური ცვლილებები ხდება ქვეყნის სამართლებრივ სივრცეში, ასევე ხელს უშლის ინვესტიციების განხორციელებას.”

ასეთია ნოდარ ხადურის აზრი. ეკონომიკის კიდევ ერთი ექსპერტი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი, ისევე როგორც ლიბერალური ეკონომიკის სხვა მიმდევრები, მთავრობას მოუწოდებს გადასახადები შეამციროს:

”წინააღმდეგობები, რაც შეიძლება ინვესტორებს შეხვდეთ, უნდა გავაუქმოთ და პლუს უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ და ესტონეთს ერთი და იგივე პირობები გვაქვს, მაგრამ ესტონეთს უფრო მაღალი გადასახადები აქვს. ამიტომ გირჩევთ ჩვენთან ინვესტირებას.”

ჯერჯერობით საქართველოს მთავრობას ასეთი განცხადების გაკეთება არ შეუძლია, რადგან ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღება და, აქედან გამომდინარე, გადასახადების გაზრდის შეზღუდვებისა თუ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების საკანონმდებლო გარანტიებით განმტკიცება დროებით გადაიდო.
სრულად ნახვა…

უფრო მეტი ბიზნესმენი საქართველოში

ბიზნეს კურიერის ცნობით საქართველოში წელს უკვე 33 601 ახალი ბიზნესი ამოქმედდა, რაც გასულ წელის მონაცემებს 15.5%–ით. გაჩნდა ოპტიმიზმი კრიზისი ან მისი ყველაზე ცუდი მხარე წარსულს ჩაბარდა. ხალხი ფულს აბანდებს ბიზნესში და ეს მაჩვენებლები იზრდება. დიდად მესიამოვნა ეს ინფორმაცია რადგან არსებობს ხალხი, რომელიც ჩემი ბლოგის შაუალებით თუ ვერ დაიწყო ბიზნესი დაკვალიანდება დაინც და 1000 იდეა გაუჩნდება. რაც შეეხება ახალ ბიზნესმენებს მათგან 75 % ინდმეწარმეა 23% კი შპს. შეადგენს, სს კი მხოლოდ 2%  . ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა; შოთა მურღულიამ (ექსპერტი) მისი განცხადებით ხალხს იმიტომ ურჩევნია შედარებით პრიმიტიული ივრიდული წარმონაქმნით ბიზნესში შეხწევა, რომ სახელმწიფოსგან უფრო მეტი შეღავათები აქვს ვიდრე დანარჩენებს.
სრულად ნახვა…