ელიტურ ბინებზე მოთხოვნა იზრდება

კრიზისს მაღალი კლასის საცხოვრებელზე მოთხოვნა არ შეუმცირებია, რადგან მომხმარებლის ამ სეგმენტს მატერიალური პრობლემები ნაკლებად შეეხო. ამის შესახებ „ბაგები სითის“ დირექტორი შოთა ხატიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, სადღეისოდ „ბაგები სითის“ ელიტურ კორპუსებში 1 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი 1500–დან 2000 დოლარამდე მერყეობს, თუმცა მომავალი წლის დასაწყისიდან ფასის მომატებას არ გამორიცხავს. ხატიაშვილის განმარტებით, კომპანია ელიტური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას გააგრძელებს, თუმცა პარალელურად ეკონომ-კლასის ბინების მშენებლობასაც დაიწყებს.
კომპანია „ევორდში“ კი ამბობენ, რომ ელიტურ ბინებზე მოთხოვნა კრიზისამდელ მაჩვენებელს ვერ უახლოვდება, თუმცა მისი ზრდა საგრძნობია. მათი ინფორმაციით, „ევორდს“ დღეს 3 მიმდინარე მშენებლობა აქვს, აქედან ერთი ელიტური კორპუსია, რომელიც ფიქრის გორაზე შენდება. დღეისათვის კვადრატული მეტრის ღირებულება 1500–დან 1800 დოლარამდე მერყეობს, თუმცა კომპანიასი ფასის გაზრდას არ გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური კრიზისის დასრულების შემდეგ თბილისში გააქიტურდა მოთხოვნა ელიტურ მინი ქალაქებზეც.
„არქი ჯგუფი“, რომელმაც ელიტური მინი-ქალაქის შექმნა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო, ქოშიგორის ნახევარმილიარდიანი პროექტის მშენებლობას მომავალი წლიდან დაიწყებს.
ელიტური დასახლების პროექტს საქართველოში ცნობილი ამერიკელი მილიარდერიც განახორციელებს.
სრულად ნახვა…

სამწლიანი პაუზის შემდეგ „დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე მშენებლობა იწყება

სამწლიანი ლოდინის შემდეგ, ყოფილი „დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე „თბილისი მოლის“ მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამის შესახებ „თბილისი მოლის“ დირექტორი რევაზ ქადაგიძე აცხადებს.
მისი თქმით, დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება, თუმცა პირველი ეტაპი „საკოლმეურნეო ბაზარი“ ექსპლუატაციაში წელიწად-ნახევარში შევა.
ქადაგიძის განმარტებითვე, პროექტი უკვე მზადაა. 5 ოქტომბერს კი თელავივში დამფუძნებელთა კრება გაიმართება, სადაც მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი. „თბილისი მოლის“ მშენებლობა ქართულ-უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 55 მილიონი დოლარია.
სრულად ნახვა…

Future Batumi (potostatia)






სრულად ნახვა…

სამშენებლო ტეხნიკა

დღეს ჩვენ შევეხებით სამშენებლო სფეროს. როგორც, იცის საქართველოში ბოლო პერიოდში ეს ბიზნესი ძალიან მაღალი ტემპით იზრდება. კრიზისმა მაინც თავისი დაღი დაასვა სამშენებლო ბიზნესს, მაგრამ დღესდღეობით იგი კვლავ აღმასვლის პროცესშია. ამას ხელს უწყობს საზღვარგარეთიდან შემოსული ინვესტიციები და სახელმწიფოს სხვადასხვა სახის პროექტები, რომლებიც ინფრასტუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს.
 ამ ბიზნეს იდეის განსახორციელებლად საჩიროა ინვესტიცია ინვესტიციის მოსაზიდად არსებობს სხვადასხვა გზა და მე ამას აუცილებრად შევეხები მომავალ ფოსტებში. ახლა კი თვითონ ბიზნეს იდეა.

თქვენ უნდა შექმნათ კომპანია, რომელის საკუთრებაშიც იქნება სხვადასხვა სახის სამშენებლო ტეხნიკა, ტეხნიკა უნდა იყოს თანამედროვე რათა უფრო მეტი კლიენტი გამოგიჩნდეთ. შემდეგ თქვენ აიყვანთ კომპეტენტურ თანამშრომლებს, რომლებიც ერკვევიან იმ ტეხნიკაში, რომლებსაც თქვენ ჩააბარებთ. შემდეგ თქვენ ტეხნიკას გააქირავებთ. რათქმაუნდა მანამდე გაურიგდებით თანამშრომლებს პირობებზე. შემდეგ თქვენი ტეხნიკა იმუშავებს სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე, რაც აუცილებრად მოგიტანთ კარგ შემოსავლებს. მაგალითად ე.წ. ''პომპა" გააქირავეთ და თქვენ ერთ დღეში მიიღებს 1000 ლარს აქედან 500 ლარი თქვენ დაგრჩებათ ხოლო დანარჩენი იმ თანამშრომელს რომელიც უშუალოდ მუშაობს ამ ტეხნიკაზე.




წარმატებები ბიზნესში!!!
სრულად ნახვა…