სამწლიანი ლოდინის შემდეგ, ყოფილი „დეზერტირების ბაზრის“ ტერიტორიაზე „თბილისი მოლის“ მშენებლობა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება. ამის შესახებ „თბილისი მოლის“ დირექტორი რევაზ ქადაგიძე აცხადებს.
მისი თქმით, დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება, თუმცა პირველი ეტაპი „საკოლმეურნეო ბაზარი“ ექსპლუატაციაში წელიწად-ნახევარში შევა.
ქადაგიძის განმარტებითვე, პროექტი უკვე მზადაა. 5 ოქტომბერს კი თელავივში დამფუძნებელთა კრება გაიმართება, სადაც მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი. „თბილისი მოლის“ მშენებლობა ქართულ-უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 55 მილიონი დოლარია.