,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე (Summer Job)”


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით:
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ:
•    პროექტის ფარგლებში  ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება;
•    თითოეულ დასაქმებულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 500 ლარი (დარიცხული);
•    სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, მას  შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს პროგრამა ”Summer Job”-ში და აირჩიოს შეთავაზებული 70-მდე სამუშაო სახეობებიდან სასურველი ერთი ვაკანსია (სამშენებლო ორგანიზაციებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ.);
•    დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება ელექტრონულ მისამართზე www.summerjob.ge;
•    რეგისტრაცია მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტით 20 მარტიდან 20 აპრილამდე;
•    პროგრამა ”Summer Job” მიზნად არ ისახავს სტუდენტის დასაქმებას პროფესიის მიხედვით თუმცა, სტუდენტის პროფესია შესაძლოა აღმოჩნდეს ვაკანტური ადგილების ნუსხაში. სტუდენტთა ძირითად ნაწილს  კი, არა პროფესიის მიხედვით მოუწევთ დასაქმება იმ მარტივი მიზეზით, რომ მისი პროფესია შესაძლოა არ იყოს დამსაქმებლების მიერ შემოთავაზებული და მოთხოვნილი.
პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება იმ სფეროში, რომელშიც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან  გამოიყენოს შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და  ა.შ.
მნიშვნელოვანია სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში  სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.
სრულად ნახვა…

ინტერნეტ კონკურსი

ვლადიმერ ვარძელაშვილისპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ვლადიმერ  ვარძელაშვილმა სამინისტროს ახალ  კონკურსთან "შენი ონლაინ კამპანია" დაკავშირებით  პრესკონფერენცია  გამართა. კონკურსის ფარგლებში გამოცხადდა მასშტაბური ინტერნეტ აქცია, რომელშიც დაინტერესებულ პირებს მონაწილეობა შეუძლიათ. გამარჯვებულს სოლიდურ პრიზით დასაჩუქრდება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა სოციალ ქსელ ფეისბუქის გვერდზე "შენი ონლაეინ კამპანია" უნდა გაიარონ რეგისტრაცია და  წარმოადგინონ  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით კამპანიის  გეგმებს.  გეგმაში   წარმოდგენილი  იქნება   თუ  როგორ  მოახდენს  კონკურსანტი  სოციალურ  ქსელებში ''სპორტისა და  ახალგაზრდობის  საქმეთა  სამინისტროს''  ან  ''ბავშვთა და  ახალგაზრდობის  ეროვნული  ცენტრის''  პოპულარიზაციას . დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებსა და წესებზე იხილეთ ფეისბუქის გვერდზე "შენი ონლაეინ კამპანია"
ფინალისტების  შერჩევა  მოხდება  საკონკურსო  ხმებისა  და  ჟიურის გადაწყვეტილებით. კონკურსის  დასკვნით  ეტაპზე კი  ორი  ფინალისტი შეეცდება წარმოდგენილი  ონლაინ  კამპანიის  გეგმების  სოციალურ  ქსელებში პრაქტიკულ განხორციელებას.
გამარჯვებული  გამოვლინდება  სპეციალურად  შემუშავებული  სარეიტინგო  ქულის  მიხედვით  და  მიიღებს  ფულად  ჯილდოს - 5 500  ლარს.
დაჯილდოება გაიმართება   1 ივნისს  ანაკლიის  პატრიოტთა  ბანაკის  ბაზაზე. 
პროექტის ორგანიზატორია სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება "ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
ტელ: 032 2 30 02 03
ელ.ფოსტა: cync@cync.ge
მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ
სრულად ნახვა…

სტუდენტთა ერთი ნაწილი სწავლის შეწყვეტას აპირებს


საქართველოში 10 000 სტუდენტს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტური სტატუსი  აქვს შეჩერებული. ამის შესახებ commersant.ge-ს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციიდან აცნობეს.
„მოვითხოვთ, სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია გამოიყოს. რა ქნან იმ სტუდენტებმა, რომლებიც საფასურს ვერ ფარავენ? მათ არ აქვთ განათლების მიღების უფლება?” - აცხადებს დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე კობაიძე.
ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებას არ უარყოფენ, თუმცა აცხადებენ, რომ სტუდენტური სტატუს-შეჩერებულთა რიცხვი განგაშის საფუძველს არ იძლევა. 
,,სტუდენტური სტატუსი მართლა შეუჩერდა რამდენიმე სტუდენტს, მაგრამ ეს დროებითია. როგორც კი ისინი საფასურის დაფარვას შეძლებენ, ჩვენ დაუყონებლივ აღვუდგენთ  სტატუსს,” - განუცხადა commersant.ge-ს  ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ოთარ ზუმბურიძემ. სტუდენტური სტატუსი  სწავლის გადაუხდელობის გამო სხვა არაერთ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეუჩერდათ, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობა მათგან სწავლის საფასურის დაფარვას ელოდება.
ტექნიკური უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტის განცხადებით კი, რომლებსაც  commersant.ge ესაუბრა, იმ პირობებში, როცა ზოგიერთ ოჯახში ორი და ორზე მეტის სტუდენტი ცხოვრობს, 2250 ლარი რთული გადასახდელია და ისინი იძულებული არიან უნივერსიტეტში სწავლა იძულებით შეწყვიტონ.
სრულად ნახვა…