კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა სოციალ ქსელ ფეისბუქის გვერდზე
"შენი ონლაეინ კამპანია" უნდა გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებით კამპანიის გეგმებს. გეგმაში წარმოდგენილი იქნება თუ როგორ მოახდენს კონკურსანტი სოციალურ ქსელებში ''სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს'' ან ''ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის'' პოპულარიზაციას .
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებსა და წესებზე იხილეთ ფეისბუქის გვერდზე "შენი ონლაეინ კამპანია"ფინალისტების შერჩევა მოხდება საკონკურსო ხმებისა და ჟიურის გადაწყვეტილებით. კონკურსის დასკვნით ეტაპზე კი ორი ფინალისტი შეეცდება წარმოდგენილი ონლაინ კამპანიის გეგმების სოციალურ ქსელებში პრაქტიკულ განხორციელებას.
გამარჯვებული გამოვლინდება სპეციალურად შემუშავებული სარეიტინგო ქულის მიხედვით და მიიღებს ფულად ჯილდოს - 5 500 ლარს.
დაჯილდოება გაიმართება 1 ივნისს ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის ბაზაზე.
პროექტის ორგანიზატორია სამინისტროს დაქვემდებარებული უწყება "ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი
ტელ: 032 2 30 02 03
ელ.ფოსტა: cync@cync.ge
მის: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ