რჩევები დამწყებ მეწარმეებს

ყველას გვსმენია მცირე ბიზნესხრიკების შესახებ. ჩვენ ვიცით წესები, თუმცა ისინი ხშირად არ მუშაობენ რეალურ სამყაროში. ამიტომ, დროდადრო ინტერპრეტაციას ვუკეთებთ მათ.
  1. ჩამოწერეთ თქვენი შიშები და არა მიზნები
როდესაც შენი შიშები ფურცელზე გადაგაქვს, ანიჭებ მათ მნიშვნელოვნების დონეს და ფურცელზე ყოფნისას ისინი ნაკლებად გამოიყურებიან შემზარავად. როდესაც გადაარჩევთ თქვენს შიშებსა და რისკებს, თავადვე გაგიკვირდებათ რაოდენ მამაცურად მიუდგებით საქმეს.
  1. დაუშვით შეცდომები
კრის ბროგანი, CEO of owner Media Group და New York Times ბესტსელერი ავტორი, ამბობს, რომ ერთადერთი შემთხვევა როდესაც შეცდომა სავალალოდ მთავრდება არის მაშინ, როდესაც ვერაფერს სწავლობ. თუ თქვენ წარუმატებლად დაასრულებთ საქმეს, განსაზღვრეთ იგი როგორც უბრალოდ მოულოდნელი შედეგი. აქტიურად იმუშავეთ მის გამოსწორებაზე.
  1. გააკეთე ის, რაც კარგად გამოგდის
მაიკლ საკა, WithCircle-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ შეიძლება არ იცოდეთ მარკეტინგი ან ბუღალტერია, თუმცა თქვენი ბიზნესის ყოველი დეტალის ცოდნა სავალდებულოა.
  1. დრო

  2. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ აკეთოთ მეტი ფული, მაგრამ ვერ შეძლებთ მეტი დროის ქონას. დრო თქვენი ყველაზე ძვირფასი იარაღია და სანამ გადაწყვეტთ დახარჯოთ ის აზრიანად, ის უკვე გაუფასურდება.

    მარიამ ფაღავა 
    www.startup.ge

სრულად ნახვა…

დამწყები ბიზნესმენის შეცდომები

ადამიანებს ყველაზე მეტად ვერ იტანენ წარუმატებლობას, პირველი პატარა წარუმატებლობა და ადამიანების უმრავლესობა თავს ანებებს დაწყებულ საქმეს.

ბიზნესიც არ არის გამონაკლისი.

დამწყები ბიზნესმენების შეცდომები:

1. თითქმის ყველას უნდა ნულიდან გახდეს სერიოზნული ბიზნესის მფლობელი.

მართველი. დიდი ბიზნესმენების უმრავლესობამ ნულიდან ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყეს ბიზნეს იმპერიების შენება, ხოლო სანამ მწვერვალ მიაღწევდნენ ყველაზე შეუფასებელი გამოცდილება და ცოდნა მიიღეს, ამის გარეშე ისინე ვერ გახდებოდნენ "დიდი ბიზნესმენები".

2. უსარგებლო ან ზედმეტად გავრცელებული პროდუქცია. 

ზოგიერთ ბიზნესმენი კრეატიურლი პროდუქტის ძიების პროცესში ფანტასტიკაში გადადის და ბაზარსე სრულიად უსარგებლო პროდუქტი გააქვს გასაყიდად. მეორე შემთხვა კი პირიქითა ბიზნესმენს არ ყოფნის ფანტაზია და ბაზარზე ისეთ პროდუქტი გააქვს, რომელსაც ,,ნახევარი მსოფლიო აწამოებს'' და თავს ყოფს ბაზარზე სადაც უკვე გამოდილი მონოპოლისტები ოპერირებენ.

3. ზედმეტად თეორიული მიდგომა ბიზნესის მიმართ. 

რათქმაუნდა ბიზნესმენი შემოქმედებითად უნდა იყოს თავის საქმიანობას, მაგრამ არ უნდა დავიწყდეს, რომ იგი თავისი საქმის მენეჯერია პირველრიგში და პრაქტიკულობაა მთავარი ვიდრე ბიზნეს ფილოსოფიის გენერირება.

4. ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გარშემომყოფთა აზრს. 

აუცილებლად უნდა მოუსმინოთ და გაანალიზოთ სხვისი რჩევები, მაგრამ თვენი ბიზნესისთვის შეიძლება დამღუპველი იყოს გაუაზრებლად სხვისი ნათქვამის ათვეისება და განხორცეილბა. ყოველთვის დაფიქრდით თქვენს გადაწყვეტილებებზე, გადადგით გაწონასწორებულად რისკიანი ნაბიჯები.

5. პროდუქციის არასწორი რეკლამირება. 

უმრავლესობა დამწყები ბიზნესმენის ცდილობს თავის პროდუქციაზე მიაწოდოს ინფრომაცია, რაც შეიძლება ბევრ ადამიან სწორედ აქ არის შეცდომა, ეს გაგიზრდით ხარჯების და არ გაგიზრდით შემოსავლებს. მთავარია შეარჩიოთ ის აუდიტორია, რომელიც შეიძენს თქვენს პროდუქტს და სწორეთ მათზე იმუშაოთ.
სრულად ნახვა…

23 სასარგებლო რჩევა წარმატებისთვის

დაიწყეთ ორშაბათიდან, ის ხომ უკვე დადგა! მიამაგრეთ რჩევები კედელზე, მიჰყევით მათ და თქვენ აუცილებლად იქნებით წარმატებული!

1. ირგვლივ შემოიკრიბეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აგამაღლებთ. ცხოვრება ისედაც სავსეა ისეთი ადამიანებით, ვინც დაბლა გექაჩებათ.

2. დღეს გააკეთეთ ის, რაც სხვებს არ სურთ, ხვალ ისე იცხოვრებთ, როგორც სხვებს არ შეუძლიათ.

3. თუკი იპოვით ადამიანს, რომელთანაც შეძლებთ ისევე თავისუფლად მოიქცეთ, როგორც მარტო საკუთარ თავთან იქცევით, მაშინ დააფასეთ იგი როგორც ჰაერი.

4. თუკი გეტყვიან, რომ თქვენმა მატარებელმა ჩაიარა, გახსოვდეთ - არსებობენ კიდევ თვითმფრინავები და იახტები.

5. ეკლის გულში ჩადებით, მაშინაც კი, თუკი მას ბოდიშებით ამოიღებთ, მაინც დატოვებთ მასში ხვრელს, რომელიც დიდხანს განაგრძობს შეხორცებას და დატანჯავს თავის მფლობელს. ნუ ატკენთ მათ, ვისაც მთელი გულით უყვარხართ.

6. არასოდეს იმართლოთ თავი, არც მასთან ვისაც უყვარხართ და მითუმეტეს მასთან, ვისაც არ უყვარხართ. ის, ვისაც არ უყვარხართ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ, ხოლო ვისაც უყვარხართ თვითონაც მოძებნის თქვენთვის გამართლებას.

7. თუკი თქვენზე ხმები დადის ე.ი. პიროვნება ხართ. გახსოვდეთ: არასოდეს განიკითხავენ და შურთ მისი, ვინც ცუდია. შურთ საუკეთესოების, განიკითხავენ საუკეთესოებს.

8. არ შეგიძლიათ ქალის გაბედნიერება? მაშინ სხვას ხელს ნუ შეუშლით.

9. შეძელით პატიება, ეს ძლიერების თვისებაა. სუსტები არასოდეს პატიობენ.

10. იბრძოლეთ, ქალი ხომ ძლიერებს, თამამებსა და მედგრებს ირჩევს და არა მათ, ვინც პატარა ჩხუბის შემდეგ ხელებს ჩამოუშვებს და მიდის.

11. ნურასოდეს იკამათებთ იდიოტებთან, ამით თქვენ მათ დონემდე დაეშვებით, სადაც ისინი დაგჯაბნიან თავისი გამოცდილებით.

12. ყოველთვის გახსოვდეთ, ადამიანები ახლობლები ხდებიან დროთა განმავლობაში, ხოლო უცხოები მომენტალურად.

13. ისწავლეთ იყოთ ბედნიერი ალკოჰოლის გარეშე, იოცნებოთ ნარკოტიკის გარეშე, იკონტაქტოთ ინტერნეტის გარეშე და ინერვიულოთ სიგარეტის გარეშე.

14. სამუშაო გულით აირჩიეთ და არც ერთი დღე მოგიწევთ მუშაობა.

15. ცხოვრებაში ძალიან ნურავის დაეყრდნობით, რადგან თქვენი აჩრდილიც კი გტოვებთ, როცა სიბნელეში ხართ.

16. არ ინანოთ თქვენი შეცდომების გამო, რადგან მათ გარეშე ვერასოდეს ისწავლით როგორ გააკეთოთ რაიმე სწორად.

17. თუ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ.

18. როცა აგებთ, უბრალოდ გაიღიმეთ. გამარჯვებული კარგავს მოგების გემოს.

19. თქვენ უნდა გქონდეთ ოცნება, აუცილებლად! რომ შეძლოთ დილაობით ადგომა.

20. თუკი დათვი ხესთან გაბამთ და ლათინურად საუბრობს, დაიძინეთ. ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში დასაძინებლად წადით.

21. თუკი უკმაყოფილო ხართ იმ ადგილით, რომელსაც იკავებთ, შეცვალეთ იგი, თქვენ ხომ ხე არ ხართ!

22. თუ მდიდარი ხართ ნუ იფიქრებთ ამაზე, ხოლო თუ ღარიბი ხართ თქვენს სიღარიბეს სერიოზულად ნუ მიიღებთ. თუ შეგიძლიათ იცხოვროთ სამყაროში და გახსოვდეთ, რომ სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, თქვენ იქნებით თავისუფალი, ვერ შეგეხებათ ტანჯვა. ტანჯვა შედეგია ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულების, ნეტარება - თამაშის. მიიღეთ ცხოვრება როგორც თამაში, იმხიარულეთ მისით!

23. არასოდეს ისაუბროთ საკუთარ თავზე ცუდად, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს.
სრულად ნახვა…