დაიწყეთ ორშაბათიდან, ის ხომ უკვე დადგა! მიამაგრეთ რჩევები კედელზე, მიჰყევით მათ და თქვენ აუცილებლად იქნებით წარმატებული!
1. ირგვლივ შემოიკრიბეთ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც აგამაღლებთ. ცხოვრება ისედაც სავსეა ისეთი ადამიანებით, ვინც დაბლა გექაჩებათ.
2. დღეს გააკეთეთ ის, რაც სხვებს არ სურთ, ხვალ ისე იცხოვრებთ, როგორც სხვებს არ შეუძლიათ.
3. თუკი იპოვით ადამიანს, რომელთანაც შეძლებთ ისევე თავისუფლად მოიქცეთ, როგორც მარტო საკუთარ თავთან იქცევით, მაშინ დააფასეთ იგი როგორც ჰაერი.
4. თუკი გეტყვიან, რომ თქვენმა მატარებელმა ჩაიარა, გახსოვდეთ - არსებობენ კიდევ თვითმფრინავები და იახტები.
5. ეკლის გულში ჩადებით, მაშინაც კი, თუკი მას ბოდიშებით ამოიღებთ, მაინც დატოვებთ მასში ხვრელს, რომელიც დიდხანს განაგრძობს შეხორცებას და დატანჯავს თავის მფლობელს. ნუ ატკენთ მათ, ვისაც მთელი გულით უყვარხართ.
6. არასოდეს იმართლოთ თავი, არც მასთან ვისაც უყვარხართ და მითუმეტეს მასთან, ვისაც არ უყვარხართ. ის, ვისაც არ უყვარხართ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ, ხოლო ვისაც უყვარხართ თვითონაც მოძებნის თქვენთვის გამართლებას.
7. თუკი თქვენზე ხმები დადის ე.ი. პიროვნება ხართ. გახსოვდეთ: არასოდეს განიკითხავენ და შურთ მისი, ვინც ცუდია. შურთ საუკეთესოების, განიკითხავენ საუკეთესოებს.
8. არ შეგიძლიათ ქალის გაბედნიერება? მაშინ სხვას ხელს ნუ შეუშლით.
9. შეძელით პატიება, ეს ძლიერების თვისებაა. სუსტები არასოდეს პატიობენ.
10. იბრძოლეთ, ქალი ხომ ძლიერებს, თამამებსა და მედგრებს ირჩევს და არა მათ, ვინც პატარა ჩხუბის შემდეგ ხელებს ჩამოუშვებს და მიდის.
11. ნურასოდეს იკამათებთ იდიოტებთან, ამით თქვენ მათ დონემდე დაეშვებით, სადაც ისინი დაგჯაბნიან თავისი გამოცდილებით.
12. ყოველთვის გახსოვდეთ, ადამიანები ახლობლები ხდებიან დროთა განმავლობაში, ხოლო უცხოები მომენტალურად.
13. ისწავლეთ იყოთ ბედნიერი ალკოჰოლის გარეშე, იოცნებოთ ნარკოტიკის გარეშე, იკონტაქტოთ ინტერნეტის გარეშე და ინერვიულოთ სიგარეტის გარეშე.
14. სამუშაო გულით აირჩიეთ და არც ერთი დღე მოგიწევთ მუშაობა.
15. ცხოვრებაში ძალიან ნურავის დაეყრდნობით, რადგან თქვენი აჩრდილიც კი გტოვებთ, როცა სიბნელეში ხართ.
16. არ ინანოთ თქვენი შეცდომების გამო, რადგან მათ გარეშე ვერასოდეს ისწავლით როგორ გააკეთოთ რაიმე სწორად.
17. თუ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, მოგიწევთ გააკეთოთ ის, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ.
18. როცა აგებთ, უბრალოდ გაიღიმეთ. გამარჯვებული კარგავს მოგების გემოს.
19. თქვენ უნდა გქონდეთ ოცნება, აუცილებლად! რომ შეძლოთ დილაობით ადგომა.
20. თუკი დათვი ხესთან გაბამთ და ლათინურად საუბრობს, დაიძინეთ. ნებისმიერ გაურკვეველ სიტუაციაში დასაძინებლად წადით.
21. თუკი უკმაყოფილო ხართ იმ ადგილით, რომელსაც იკავებთ, შეცვალეთ იგი, თქვენ ხომ ხე არ ხართ!
22. თუ მდიდარი ხართ ნუ იფიქრებთ ამაზე, ხოლო თუ ღარიბი ხართ თქვენს სიღარიბეს სერიოზულად ნუ მიიღებთ. თუ შეგიძლიათ იცხოვროთ სამყაროში და გახსოვდეთ, რომ სამყარო მხოლოდ სპექტაკლია, თქვენ იქნებით თავისუფალი, ვერ შეგეხებათ ტანჯვა. ტანჯვა შედეგია ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულების, ნეტარება - თამაშის. მიიღეთ ცხოვრება როგორც თამაში, იმხიარულეთ მისით!
23. არასოდეს ისაუბროთ საკუთარ თავზე ცუდად, ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთები, ვინც ამას თქვენს ნაცვლად გააკეთებს.