LOVE ბარათი „საქართველოს ბანკისგან” - პლასტიკური ბარათი მოგონებებით
„საქართველოს ბანკმა”, ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციური მომსახურების დანერგვის შესახებ განაცხადა. მიმდინარე წლის მაისიდან, ბანკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება ახალი პროდუქტი - LOVE ბარათი. LOVE ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ თავად შექმნან საკუთარი პლასტიკური ბარათის დიზაინი, სასურველი ფოტოსურათით. LOVE ბარათი მოიცავს შემდეგი ტიპის პლასტიკურ ბარათებს: Visa Electron, Visa Classic, Cirrus Maestro, MasterCard Standard.
ყოველ ჯერზე, როდესაც მომხმარებელი LOVE ბარათს გამოიყენებს, სასიამოვნოდ მოაგონდება ის, რაც ბარათზე იქნება გამოსახული. ნებისმიერი სხვა პლასტიკური ბარათისგან განსხვავებით, მისი დიზაინის ავტორი იქნება თავად პლასტიკური ბარათის მფლობლი. LOVE ბარათის ღირებულება 15 ლარი იქნება.
მომხმარებლის დიზაინით შექმნილ LOVE ბარათს ექნება ყველა სტანდარტული ფუნქცია, რომელიც გააჩნია Visa Electron, Visa Classic, Cirrus Maestro, MasterCard Standard ბარათებს. ხსენებულ ბარათებზე დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.lovecard.ge .
კატეგორია:
ბანკები