დღევანდელ დღეს, მეწარმეებს
სჭირდებათ ახალი უნარები, რათა მოიპოვონ წარმატება, თანამედროვე კონკურენტულ
გარემოში. წარმოგიდგენთ ოთხ ასეთ ძირითად უნარ-ჩვევას:
1. წერითი უნარები
გამართულად და დამაჯერებლად წერა გეხმარებათ დაარწმუნოთ ადამიანები, არამხოლოდ იყიდონ თქვენი პროდუქტი/მომსახურება,
არამედ შთააგონოთ ისინი, მოახდინოთ მათზე პოზიტიური გავლენა,
რაც მომავალში დაგეხმარებათ თქვენი მიზნების განხორციელებაში.
2. ისწავლეთ პროგრამირების ძირითადი უნარები
ტექნოლოგია არის ბიზნესის აწმყო და მომავალი. აუცილებელი არ არის იყოთ პროგრამისტი, რათა აითვისოთ ინოვაციური
ტექნოლოგიები, მაგრამ მნიშვნელოვანია გესმოდეთ პროგრამირების და ტექნოლოგიების ძირითადი საკითხები. აღნიშნული ძალიან დაგეხმარებათ თქვენს ბიზნეს საქმიანობაში, რადგან მომავლის ბიზნესი მთლიანად
ტექნოლოგიურ ინოვაციებზე იქნება დამოკიდებული.
3. ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ ვორდპრესი
ვორდპრესის ვებ-საიტებს უკავიათ უმნიშვნელოვანესი როლი ინტერნეტ სივრცეში, ასეთი ტიპის ვებ-საიტები სულ უფრო მეტად იძენს პოპულარობას. მათი აწყობა და შესწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მათ შორის იმათ, ვინც არ არის პროგრამისტი.
ამდენად, ვორდპრესის ცოდნა დაგეხმარებათ ეფექტური საიტის დამზადებაში და
მრავალი ხარჯის თავიდან აცილებაში.
4. ისწავლეთ როგორ მუშაობენ საძიებო სისტემები
ინტერნეტ სივრცის განვითარებამ რევოლუცია მოახდინა კლიენტების მოზიდვის ხერხებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალება ეფექტურად მოიზიდოთ კლიენტები არის საძიებო სისტემებში თქვენი საიტის წამოწევა.
ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ფლობდეთ ცოდნას კონტენტ მარკეტინგის პრინციპებისა და SEO ოპტიმიზაციის საფუძვლების შესახებ.
კონტენტ მარკეტინგი გულისხმობს საინტერესო სტატიების შექმნასა და განთავსებას თქვენს ვებ-საიტზე, ხოლო SEO ოპტიმიზაციის მეშვეობით ხორციელდება საიტის საძიებო სისტემების მიმართ ეფექტური ურთიერთკავშირის დამყარების უზრუნველყოფა.