ეფექტური მართვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის ძალაუფლება, რომელიც ლიდერს ესაჭიროება სხვა ადამიანების ქცევების წარსამართად, რათა მათ სწორად იმოქმედონ. არსებობს რამდენიმე სახის ძალაუფლება: კანონიერი, წახალისების, იძულების, ექსპერტის და ეტალონის. ეფექტური ლიდერები დგამენ ნაბიჟებს , რათა დარწმუნდენ , რომ მათ აქვთ საკმარისი დონე თითოეული მართვის თითოეული ფორმისათვის და რომ ისინი იყენებენ ამ ძალაუფლებას მაქსიმალურად.
კანონიერი (ლეგიტიმური) ძალა, არის ძალა, რომელიც მენეჯერს აქვს თანამდებობიდან გამომდინარე ორგანიზაციის იერარქიაში. პერსონალის მართვის სტილი ხშირად ახდენს ზეგავლენას იმაზე, როგორ იყენებს მენეჯერი კანონიერ ძალაუფლებას.
წახალისების ძალაუფლება არის მენეჯერის შესაძლებლობა, მისცეს ან არ მისცეს მატერიალური (ხელფასის გაზრდა, პრემიები, სამუშაოს არჩევანი) და არამატერიალური ჯილდოები ( სიტყვიერი შექება, დაფასება). ორგანიზაციის წევრები მოტივირებულნი არიან სამუშაოს მაღალ დონეზე შესასრულებლად ჯილდოს მოლოდინში. ეფექტური მენეჯერები იყენებნ წახალისების ძალაუფლებას ისე, რომ ხელქვეითებმა მიიღონ ეს, როგორც მინიშნება კარგად შესრულებული სამუშაოსთვის და რომ მათი ძალისხმევა ფასდება. არაეფექტური მენეჯერი იყნებენ ჯილდოებს უფრო ძალის დემონსტრირების მანერით ( როგორც სატყუარას), რაც მიანიშნებს ხელქვეითებს, ვინ არის უფროსი მენეჯერი.
იძულების ძალაუფლება არის მენეჯერის უნარი, დასაჯოს სხვები. დასჯაში შეიძლება იგულისხმებოდეს ყველაფერი – სიტყვიერი შენიშვნიდან დაწყებული ხელფასის ან სამუშაო საათების შემცირებით ან განთავისუფლებით დამთავრებული. ის მენეჯერები რომლებიც მყარად ეყრდნობოდნენ იძულების ძალას ,როგორც ლიდერები, არაეფექტურნი არიან და თავადვე დაზარალდნენ.
ექსპერტის ძალა დაფუძნებულია იმ სპეციალურ ცოდნაზე , უნარზე და გამოცდილებაზე რასაც ლიდერი ფლობს. ექსპერტის ძალა მენეჯერებს აძლევს საშუალებას მნიშვნელოვანი გავლენა იქნონიონ ხელქვეითებზე. ეფექტური ლიდერები იღებენ ზომებს, რათა დარწმუნდნენ რომ აქვთ შესაბამისი ექსპერტის ძალა თავიანთი ლიდერული როლების შესასრულებლად. გამოცდილების ძალა უფრო მეტად გაძღოლისა და წვრთნის მანერით გამოიყენება, ვიდრე ქედმაღლური მანერით.
ეტალონის ძალა გაცილებით არაფორმალურია სხვა სახის ძალაუფლებასთან შედარებით. ეტალონის ძალა ფუნქციაა ლიდერის პერსონალური მახასიათებლებისა; ესაა ძალა, რომელიც მომდინარეობს ხელქვეითების პატივისცემისდან, დაფასებიდან და ლოიალურობიდან. ლიდერები, რომლებიც თანამშრომლების პატივისცემითა და სიმპათიით სარგებლობენ სავარაუდოა, რომ ეტალონის ძალას იყენებენ.
/dbr.ge