ღვინო, ამ წლის იანვარ-თებერვლის სავაჭრო სტატისტიკით, ნომერ მესამე საექსპორტო პროდუქტია.
„საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 1 წლის განმავლობაში ღვინის ექსპორტი 320%-ით არის გაზრდილი და ამ წლის იანვარ-თებერვალში $32.044 მლნ შეადგინა.
ღვინო, იანვარ-თებერვლის მთლიან ექსპორტში 7.3% იყო, ხოლო შარშანდელ პირველ ირ თვეში - 2.1%.
ასეთი რადიკალური ცვლილებები ღვინის საექსპორტო გაყიდვებში შეიტანა რუსეთის ბაზრის გახსნამ შარშანდელი ზაფხულიდან. ამ წლის 2 თვეში მთელი ექსპორტირებული ღვინის 70% სწორედ რუსეთზე მოდის. რუსეთში იანვარ-თებერვალში $22.52 მლნ-ის ქართული ნატურალური ღვინოები გავიდა.