რადიო „კომერსანტი,“ FM 95,5
წვენების მწარმოებელი ქართული კომპანიები ზაფხულის სეზონს სიახლეებით ხვდებიან. კომპანია „კულას“ გენერალური დირექტორი ვანო გოგლიძე რადიო „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ივნისიდან მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა „კულას“ წარმოების ლიმონათი და დიაბეტური წვენი შეიძინოს. ამჟამად „კულა“ მხოლოდ წვენს აწარმოებს, რომელთა ფასი 1,90–დან 3,70 ლარამდე მერყეობს.
წვენების კიდევ ერთი მწარმოებელი კომპანია „კამპა“ კი უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე ცივ ჩაის გამოიტანს. ჩვენთან საუბარში კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ კომპანიაში ზაფხულის სეზონზე გაყიდვების მკვეთრ ზრდას არ ვარაუდობენ, რადგან წვენების ბიზნესში ყველაზე აქტიური პერიოდი თებერვლის, მარტის და აპრილის თვეებია.