უჩვეულო ბიზნეს-იდეები
უჩვეულო შინაარსის საიტი
Ashleymadison.com - ეს გაცნობის საიტია, თუმცა მასზე რეგისტრაცია მხოლოდ დაქორწინებული ხალხისთვისაა შესაძლებელი ან მათთვის ვისაც ასეთი ხალხის გაცნობა სურს. საიტის დევიზი დაახლოებით ასე ჟღერს - "სიცოცხლე ხანმოკლეა. მოასწარი ღალატი". გასაკვირია, მაგრამ საიტის მეპატრონე ყოფილი იურისტია, ჰყავს ცოლი და ბედნიერად ცხოვრობს. მის საიტთან დაკავშირებით ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას, თუმცა ფაქტი სახეზეა - დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა 7 მილიონზე მეტია.
ბებოს მურაბა
დღეს ბევრი თინეიჯერი, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიით არიან გატაცებულნი, ისწრაფვის შექმნას თავისი ბიზნესი, რომელიც ციფრული საქონლის გაყიდვასთან არის დაკავშირებული. თუმცა ფრეიზერ დოგერტი სხვა გზას დაადგა. 14 წლის ასაკში მან ბებიის რეცეპტის გამოყენებით მურაბის მზადება დაიწყო. როცა ის 16-ის გახდა, სკოლა მიატოვა, რათა მთელი თავისი დრო და ენერგია ჯემის ბიზნესზე დაეხარჯა. ახლა კომპანია SuperJam წელიწადში 500 000 ქილა ჯემს ყიდის, რაც დიდი ბრიტანეთის ჯემის ბაზრის 10%-ს შეადგენს. დღესდღეობით ამ ახალგაზრდას ჰონორარი 1-2 მლნ. დოლარს შეადგენს.
მზის სათვალეები ძაღლებისთვის
უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. კომპანია Goggles.com-მა ბიზნესი ცხოველების სათვალეების გამოშვებით დაიწყო და ახლა ეს მილიონიანი ბიზნესია. ამის შესახებ წერდა CNN, Women’s World, National Geographic და Animal Planet. ახლა სათვალეების გარდა, შინაური ცხოველებისთვის სხვა აქსესუარების ყიდვაც შესაძლებელია: ზურგჩანთების, სამაშველო რგოლების, მაისურების, კეპების, სათამაშოების და სხვა.
მილიონები ხელოვნურ ძვლებზე
ალბათ გაგიგიათ, რომ ქათმის ძვლებს თამაშშიც აქვს გამოყენება. ორი ადამიანი ერთ ძვალს აქეთ-იქიდან ექაჩება და ძვლის გატეხვის შემდეგ გამარჯვებული ის იქნება, ვისაც უფრო დიდი ნაწილი შერჩება ხელში. თითქოს ძალიან უინტერესოა, თუმცა კენ არონმა ამით მილიონები გააკეთა. მან ბიზნესი პლასტმასის ძვლების გამოშვებით დაიწყო და პროდუქტს LuckyBreak უწოდა. ახლა ყოველდღე 30 000 ასეთი ძვალი იყიდება და შეკვეთა შეიძლება ფერის მიხედვით, წარწერების, რეკლამის და სხვა. ამ ბიზნესის წლიური შემოსავალი 2.5 მლნ. დოლარს შეადგენს.
ბალიში მიკროტალღოვან ღუმელში
დიასახლისმა, კიმ ლევინმა, ალაბამიდან, მარტივი და ორიგინალური რამ მოიფიქრა. მან ბალიში სიმინდის მარცვლებით გაავსო და ისე შეკერა. ასეთი ბალიში ადვილად იწოვს საჭირო სინესტეს და ადვილადვე შრება, მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ის შეგვიძლია მიკროტალღოვან ღუმელში ჩავდოთ და ძილის წინ სითბოთი და კომფორტით დავტკბეთ. ამ ბალიშს Wuvit ეწოდა და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა, ადგილობრივ სუპერმარკეტებში გაყიდვების ჰიტად იქცა. კიმი მალე მიხვდა, რომ ბაზარზე თავისი ნიში აღმოაჩინა და ახლა მილიონებიანი ბიზნესის მეპატრონეა. შემდეგ მან წიგნი დაწერა თავისი წარმატებისა და აღიარების შესახებ.
თავის გამართლების სერვისი
თუ თქვენ სამსახურში დააგვიანეთ და არ იცით როგორ გაიმართლოთ თავი, თქვენს პრობლემას სპეციალისტები მოაგვარებენ კომპანია The Excused Absence Network-დან. მხოლოდ 25 დოლარად ისინი დამაჯერებელ ახსნა-განმარტებას მოიფიქრებენ, მორგის დასკვნას, სასამართლოს დოკუმენტს და სხვა. ასეთი დოკუმენტები თქვენს უფროსს დაარწმუნებს, რომ მართლაც მნიშვნელოვანი საქმის გამო გააცდინეთ დღე. ასევე შესაძლებელია 1000 სხვადასხვა ვარიანტიდან ერთის ამორჩევა სულ რაღაც 9.95 დოლარად. ეს სერვისი ამერიკულია და ამიტომ მხოლოდ ინგლისურენოვან ქვეყნებში შეიძლება მისი გამოყენება. კომპანიის მფლობელი ამბობს, რომ თვეში დაახლოებით 15000 შეკვეთას იღებს, რაც თავითავად საკმაოდ დიდ შემოსავალს ნიშნავს.
წყარო: www.boko.ge
კატეგორია:
ბიზნეს იდეები