“საქართველოს ბანკმა” საქველმოქმედო აქცია დაიწყო
სს “საქართველოს ბანკმა”, დღეს განაცხადა სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის “მეოცნებე ბავშვები” დაწყების თაობაზე. პროექტის ფარგლებში, ქ. რუსთავში არსებული ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლის ცხრავე აღსაზრდელის სახელზე, “საქართველოს ბანკმა” გახსნა საბავშვო ანაბარი და თითოეულზე 1,000 ლარი ჩარიცხა. ამასთან, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ყოველ თვე ბანკი გააკეთებს დამატებით შენატანს 50 ლარის მოცულობით.პროექტში “მეოცნებე ბავშვები” წვლილის შეტანა, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. 31 დეკემბრამდე, “საქართველოს ბანკში” გახსნილი ყველა საბავშვო ანაბრის პირველადი შენატანის 1%-ის შესაბამის თანხას, ბანკი დამატებით გამოყოფს და ჩარიცხავს “მეოცნებე ბავშვების” არსებულ ანაბრებზე. თანხა თანაბრად განაწილდება ცხრავე ბავშვის ანაბარზე. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, ბავშვები ანაბარზე დაგროვილ თანხას თავად განაგებენ.“საქართველოს ბანკის” საბავშვო ანაბრის პირობები შემდეგია: ანაბრის გახსნა უფასოა; ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარში, ისე აშშ დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში; მინიმალური შენატანის ოდენობა სულ 10 ერთეულია, შესაბამის ვალუტაში; დამატებითი შენატანის მოცულობა არაა შეზღუდული და არაა სავალდებულო დამატებითი შენატანის განხორციელება; ანაბარს ერიცხება რთული სარგებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დარიცხული სარგებლის თანხა, ემატება ანაბრის ანგარიშზე არსებულ თანხას და მომდევნო პერიოდიდან ამ უკვე გაზრდილი ანბარის თანხას, დაერიცხა სარგებელი. პროექტს “მეოცნებე ბავშვები”, წინ უძღოდა სატელევიზიო რგოლებისა და ბილბორდების სერია, სადაც მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა საკუთარი სურვილები წარმოაჩინეს. სატელევიზიო რგოლებისა და ბანერების მიზანი, ზოგადად ბავშვებზე ზრუნვის საკითხზე ყურადღების გამახვილება იყო.“საქართველოს ბანკისა” და ხსენებული ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელების ურთიერთობა, რომელსაც ოპერირებას უწევს ორგანიზაცია “ბავშვი და გარემო”, თითქმის ერთ წელიწადს ითვლის. გასულ წელს, ბანკმა, მისი “მომავლის ფონდის” სახელით, ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლისთვის ქალაქ რუსთავში შეიძინა და გაარემონტა, ასევე ავეჯით აღჭურვა ბინა, სადაც 2009 წლის 6 დეკემბერს დასახლდა სხვადასხვა ბავშვთა სახლის ყოფილი ცხრა აღსაზრდელი. “პროექტი “მეოცნებე ბავშვები” კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნათელი მაგალითია, როდესაც კომპანია ახდენს სოციალურ თუ გარემოსდაცვით საკითხზე ზრუნვის ინტეგრაციას მის ბიზნეს ოპერაციებში და უერთიერთობაში მომხმარებლებთან. “საქართველოს ბანკს” უკვე აქვს დიდი წარმატებით განხორციელებული კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი, “მწვანე ანაბრის” აქციის სახით, რომელსაც მნიშვნელოვანი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლის მხრიდან”, განაცხადა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
წყარო: www.onlinenews.ge
რეკომენდირებული სტატია: უფრო მეტი ბიზნესმენი საქართველოში
კატეგორია:
ბანკები