ელ. მენიუ


ქართული ფორუმებისა და სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებში ქექვისას ბევრ საინტერესო იდეას შემოთავაზებას და ბიზნეს წააწყდებით. აი ერთ ერთი მათგანი, რომელსაც forum.ge-ზე წავაწყდი. მე კპირდებით რომ საინტერესო წინადადებებს მომავალშიც შემოგთავაზებთ.




სენსორული მართვა
კერძების დათვალიერება
კომპაქტურობა
შეკვეთის გადაცემა wifi ქსელში
ერთიანი ბაზა

ელ-მენიუს საშუალებით ეძლევა შესაძლებლობა დაათვალიეროს კერძები, გაეცნოს კერძის შემადგენლობას,
თავისით გადაფურცლოს მენიუ და გააგზავნოს შეკვეთა სენსორული მენიუს მეშვეობით

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
მის. თბილისი თარხნიშვილის 9 მე-4 სართული
ტელ 855425398
E-mail: llazika@gmail.com




წყარო: http://forum.ge/?f=41&showtopic=34168748


წარმატებები ბიზნესში!!!


რეკომენდირებული სტატია: ბიზნეს ბლოგი
სრულად ნახვა…

მოემსახურეთ ორგანიზაციებს პოპულის მზა პროდუქტებით


თუ ორგანიზაციებს პოპულიდან მზა კერძების მიტანის სერვისს შესთავაზებთ, ალბათ კარგი ბიზნესის აწყობაა შესაძლებელი.

დღეს ორგანიზაციები, რომელთაც ყოველდღე უწევთ პოპულში საკვაბის შეძენა, ალბათ დიდი სიამოვნებით ისარგებლებდნენ თქვენი სერვისით. ამისათვის თქვენ უნდა მიაწოდოთ პოპულის მზა კერძების სრული სია და მათი ღირებულებები, საიდანაც ისინი შეძლებენ ყოველდღიური შეკვეთების გაკეთებას.

პოპულის მზა კერძებით მომსახურების ძირითადი უპირატესობაა ის, რომ თქვენ არ დაგჭირდებათ პროდუქტების შეძენა, მათი მომზადება და შეფუთვა, რაც მცირე, მაგრამ გარკვეულ ინვესტირებას საჭიროებს. თქვენ მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯი გექნებათ.

ამ სერვისისთვის შეგიძლიათ გამოართვათ გაკეთებული შესყიდვების რაღაც პროცენტი, რომელიც შეგიძლიათ პროდუქციის პირვანდელ ღირებულებაში შეიყვანოთ. ასევე შესაძლოა მოელაპარაკოთ პოპულს და მიიღოთ შედარებით ფასდაკლებით გასაყიდი პროდუქტი.

ამ სერვისის განვითარების შემდეგ თქვენ ასევე შეგიძლიათ იგივე ორგანიზაციებს საკანცელარიო ნივთებით მომარაგება შესთავაზოთ, რაც ასევე ძალიან მოსახერხებელი უნდა იყოს მათთვის.

წარმატებები ბიზნესში!!!

წყარო:startup.ge
სრულად ნახვა…

გააკეთეთ ავტომანქანების სერვისცენტრების ქსელი


ავატომანქანის შეკეთება დღეს ბევრ სირთულეს უკავშირდება. მათ შორის განსაკუთრებით მანდილოსნებისთვის. უსუფთაო გარემო, ნაკლებად სანდო ხელოსნები, რომლეთაგან მნიშვნელოვან ნაწილს ერთი სული აქვს რამე მოგატყუოს და რაც ყველაზე მთავარია არავინ არ არის პასუხისმგებელი შეკეთების ხარისხზე. კარგი იქნება თუ ვინმე გააკეთებს ერთიან ქსელს ისეთი სერვისცენტრების, სადაც ერთიან სტანდარტებში და ერთიანი ბრენდის ქვეში იქნება გაერთიანებული კვალიფიციური ხელოსნები, ადეკვატური გარემო და საიმედო მომსახურება. ამისათვის კი სულ არ არის საჭირო ახალი ცენტრების მშენებლობა.

საკმარისია მოიფიქროთ რამე დასახელება ასეთი ქსელისთვის, იქირავოთ რომელიმე არსებული ერთი ცენტრი და დაიწყოთ მის ბაზაზე მომსახურების სტანდარტების შექმნა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოთ თქვენი ახალი ბრენდის აქტიური რეკლამირება ერთის მხრივ და თქვენთვის საინტერესო პროფილაქტიკების მფლობელებთან მოლაპარაკებები პარალელურად.

რაც უფრო ცნობადი იქნება თქვენი ბრენდი მით უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების თქვენთვის სასურველი შედეგებით დასრულება. სავარაუდოდ ბევრი მფლობელი მოგაქირავებთ თავის სერვისცენტრს რის შემდეგაც უკვე ხელოსნებთან მოლაპარაკებებზე შეგიძლიათ გადახვიდეთ.

ხელოსნებიდან ყოველთვის ჯობს დაიტოვოთ დაუზარელი და მონდომებული შეგირდები ვიდრე დიდი ხნის გამოცდილი მაგრამ ისეთი ხელოსნები, რომლებისთვისაც თქვენი მომსახურების წესების მიღება ძნელი იქნება.

ქსელის გაკეთება უმჯობესია დასაწყისში თბილისში ერთი და დიდ ქალაქებში თითო ცენტრით დაიწყოთ. რის შემდეგაც თბილისში შეიძლება დაამატოთ 2-3 და შედარებით პატარა ქალაქებშიც გააკეთოთ შეზუღული მომსახურების სპექტრის მქონე წერტილები.

ყველაზე მნიშვნელოვანია ბრენდის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა რაც აუცილებლად მოიცავს:

ა) მომსახურების ხარისხის მუდმივ და ძალიან სკურპულოზურ კონტროლს. რაც თავის მხრივ მოიცავს მუდმივ უკუკავშირს მომხმარებელთან;

ბ) ცნობადობის მუდმივ ამაღლებას.

გ) სერვისცენტრების და მომსახურების წერტილების გეგმაზომიერ გაფართოვებას

რაც შეეხება გაყიდვებს. თქვენი უპირველესი კლიენტები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები, რომლებსაც ხარისხიანი მომსახურება უნდა შესთავაზოთ ერთის მხრივ ზარალის შეფასების, ხოლო მეორეს მხირვ ნაავარიები მანქანების აღდგენის მიმართულებით.

მეორე დიდი ჯგუფი იქნება სამთავრობო და კორპორატიული სექტორი, რომელსაც ესაჭიროვება ჩამოყალიბებული იურიდიული სტატუსის მქონე, ხარისხზე პასუხისმგებელი პარტნიორი ავტოპარკის მომსახურებისათვის.

ამ ორი სეგმენტის ათვისების შემდეგ შეგიძლიათ საცალო ბაზაზეც გადახვიდეთ და მოსახლებოს ფართო

ფენებს შესთავაზოთ სტანდარტული ხარისხის, მისაღები ფასების მომსახურება შეკეთების ხარისხის გარანტიით.
სტატიის რეიტინგი

წარმატებები ბიზნესში!!!

წყარო:startup.ge
სრულად ნახვა…

თანამგზავრული სატელევიზიო ანტენების დაყენება


ალბათ სულ უფრო ხშირად შეგიმჩნევიათ სახლებზე თანამგზავრული ანტენების მომრავლება. სამწუხაროდ საკაბელო ტელევიზიები ზოგიერთ შემთხვევაში არ იძლევიან ყველა მომხმარებლისათვის საინტერესო არხის ნახვის შესაძლებლობას და ყველაზე მნიშვნელოვანია რომ საკაბელო ტელევიზია ყოველთვიურ სააბონენტოს ახდევინებს. თანამგზავრული სატელევიზიო ანტენის შემთხვევაში ერთ-ჯერადი გადასახადი აპარატურაშია მხოლოდ საჭირო შემდგომ მიიღებთ არადაშიფრულ არხებს რომელთა რაოდენობა 50-100 შეადგენს.

პარაბოლური ანტენები საკმაოდ გაიაფდა, ჩინეთში მათი ყიდვა რამოდენიმე დოლარად არის შესაძლებელი, აქვს ანტენები ადგილობრივ კომპანიებსაც, უნდა გაერკვეთ აპარატურაში და შეერთების ხერხებში რაც საკმაოდ მარტივია და ინტერნეტში უამრავი საინტერესო სტატიაა განთავსებული. მოიმარაგოთ დრელი სპეციალური სამაგრები და ა.შ შემდგომ კი განათავსეთ განცხადებები გაზეთში სიტყვა და საქმე და სხვა უფასო განცხადებების საშუალებებში. ფული რო გაგიჩნდებათ შეგიძლიათ აგარაკებზე ა4 ფორმატის პლაკატებიც გააკრათ. მოკლედ ბიზნესი შესაძლოა სამაოდ მომგებიანი გამოვიდეს. ამას ისიც ემატება რომ წელიწადში ერთხელ ანტენები კორექტირებას საჭიროებენ და ამაში დამატებითი სააბონენტო შეგიძლიათ გამოართვათ კლიენტებს.
სრულად ნახვა…

პირადი მძღოლის ალტერნატივა


საჭიროა თუ არა პირადი მძღოლის ყოლა სამსახურში? თუ ეს საშუალო ან დიდი კომპანიაა, რომელშიც თანამშრომლებს პერიოდულად შეხვედრებზე უწევს სიარული ან კიდევ პერსონალს სხვა და სხვა სახის სამეურნეო საკითხებზე რათქმაუნდა მძღოლის ყოლა აუცილებელია. მძღოლი იზრუნებს თქვენს უსაფრთხოდ მიყვანაზე დანიშნულების ადგილას, დაგელოდებათ, ზედმეტ ნერვიულობას აგაცილებთ თავიდან , მითუმეტეს ახლანდელ საცობებში და ა.შ. ამითი იმის თქმა მინდა რომ პირადი მძღოლის მომსახურება საკმაოდ მნიშვნელოვანია ბიზნესის უკეთ წარმართვისათვის.

ეხლა კი ბიზნეს იდეა: კრიზისის ფონზე კომპანიები სულ უფრო უფიქრდებიან საკითხს, როგორ გააკეთონ ეკონომია. გთავაზობთ შექმნათ ცენტრალიზებული ტაქსების მომსახურების სერვისი.

საჭიროა შეუთანხმდეთ ტაქსო კომპანიებს რომ გადაუხდით თვეში მოჭრილ თანხას მაგ 500 ლარს და როცა თქვენს კლიენტს დასჭირდება ახლოს მდებარე ტაქსი უნდა მივიდეს დანიშნულების ადგილას და წამოიყვანოს პიროვნება შეხვდრაზე თუ სადმე კიდე. არც ერთ ტაქსო კომპანიას არ აქვს 100% დატვირთვა, და არც 70%-იც კი. შესაბამისად თქვენი შეთავაზებით მათ დამატებით შემოსავალს პირდება. კონტაქტი შეიძლება ქონდეთ რამოდენიმე კომპანიასთან.

რაც შეეხება კიდე კომპანიებს, მათ უნდა ყოველთვიური მოჭრილი გადასახადი გამოართვათ იმისდა მიხედვით თუ რა დატვირთვა ექნებათ თვის განმავლობაში.

ბიზნენის დაწყებამდე საჭიროა ზუსტი გათვლების გაკეთება.
სრულად ნახვა…