იანვრის ბოლოს პროგრამას „აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე ბიზნესის კომპონენტი დაემატება. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რადიო „კომერსანტთან" განმარტავს, მიკრო მეწარმეობის პროექტი ნიშნავს, რომ თითოეულ რეგიონში მოხდება შეღწევა და მოსახლეობას ექნება საშუალება ისარგებლოს პროგრამით. ქეთი ბოჭორიშვილის ინფორმაციითვე, პროექტი ორ კომპონენტს მოიცავს. ესენია: წვდომა განათლებაზე , უნარების გამომუშავება და ასევე თანადაფინანსება გრანტის სახით
ბოჭორიშვილის განცხადებით, გრანტის მოცულობა 5 ათასი ლარი იქნება, თუმცა სამ მეწარმეს შეეძლება გაერთიანება და 15 ათასის მიღება. მინისტრის მოადგილის განცხადებითვე , პროგრამის ფარგლებში მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს," პროგრამის ფარგლებში 50 -მდე პროექტისთვის 225 მილიონის დაფინანსებაა გაცემული, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2500 სამუშაო ადგილის შექმნას ელოდება.
Commersant.Ge