„გაზპრომი“ უკრაინაში ავტოგასამართი სადგურების ქსელს შეიძენს
რუსული კომპანია „გაზპრომ ნავთობი“ უკრაინაში ავტოგასამართი სადგურების შეძენას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრ დიუკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, „გაზპრომ ნავთობი“ აპირებს ავტოგასამართი სადგურების გაფართოებას ბულგარეთშიც, თუმცა ამ ქვეყანაში აქტივების შეძენის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და მოლაპარაკებები გრძელდება.
რაც შეეხება უკრაინულ გეგმებს, დიუკოვის განცხადებით, ეს ბაზარი რუსული კომპანიისთვის ძალიან საინტერესო და პერსპექტიულია.
თუმცა მან ისიც განაცხადა, რომ მის კომპანიას მიზნად არ აქვს დასახული, უკრაინულ ბაზარზე ნებისმიერ ფასად გავიდეს, და ამჟამად შესაძლებლობების შესწავლის პროცესი მიმდინარეობს.
ავტოგასამართი სადგურების მოცულობისა და შესაძლო აქტივების შესახებ არაფერია ცნობილი. „ზომას მნიშვნელობა არ აქვს,“ – აღნიშნა დიუკოვმა.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები