ნავთობისა და გაზის აზიის უმსხვილესი კომპანია PetroChina ზარალს განიცდის. მიზეზი „შავი ოქროს“ ფასების ზრდაა ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ნავთობის გადამუშავება რომ მომგებიანი იყოს, ნედლეულის მსოფლიო ფასები ბარელზე მაქსიმუმ 90 დოლარს უნდა შეადგენდეს.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის ფასები საკმარისად მაღალია და უახლოეს მომავალში მათ მნიშვნელოვანი ზრდა არ უნდა განიცადონ, თუკი ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კრიზისის ახალი ტალღა არ დაიწყება.