რადიო "კომერსანტი", FM 95,5 „პრივატბანკი“ მომხმარებლისთვის აქციას „თბილი სახლი“ ახორციელებს. ბანკის ინფორმაციით, ზამთრის განმავლობაში აქციის ფარგლებში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განვადებით, დღეში ერთი ლარიდან გამოიტანოს პროდუქცია, რაც ზამთარში სახლისთვისაა საჭირო.
„პრივატბანკმა“ გამათბობლებზე, ტექნიკაზე და მეტალოპლასტმასის ნაწარმზე საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით ერთი მესამედით შეამცირა, ხოლო განვადების ვადა ცამეტი თვიდან ორ წლამდე გაზარდა. მენეჯმენტის ინფორმაციით, აქციაში 60–მდე კომპანიაა ჩართული და მათში რეგიონების მცხოვრებთათვის გაზგაყვანილობის კომპანიებიც შედის.