საქართველო ევროპის ერთიან საჰაერო სივრცეს უერთდება
საქართველო უკვე ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის წევრია. ოფიციალურ დოკუმენტს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ბრიუსელში მოაწერა ხელი. ხელშეკრულების მიხედვით, ქართულ კომპანიებს ევროპაში ფრენისას შეზღუდვები მოეხსნებათ და ევროპულ კომოპანიებთან თანაბარი პირობებით ისარგებლებენ. თავის მხრივ, ქართული კომპანიები უნდა მიუახლოვდნენ საერთაშორისო სტანდარტებს და შეუძლიათ უსაფრთხოების გარანტიები შექმნან. პარალელურად, ეკონომიკური დატვირთვის გარდა, ხელშეკრულებას პოლიტიკური დივიდენებიც მოაქვს. საქართველოს საჰაერო სივრცე უფრო დაცული აღმოჩნდება, ერთიან სანავიგაციო ქსელში ჩართვა რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტების აღნუსხვას უზრუნველყოფს.
კატეგორია:
ბიზნეს სიახლეები