ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე თვეში ქართულმა ბანკებმა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები უპრეცედენტოდ დასწიეს, იტყობინება რადიო კომერსანტი.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ საქართველოში საბანკო სესხებზე დაახლოებით წელიწად-წელიწადნახევარში შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი შემცირება მოხდეს.
როგორც მაშინ გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები არაადეკვატურად მაღალია ეკონომიკის იმ სტადიისათვის, რომელზეც საქართველო იმყოფება. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საპროცენტო განაკვეთები წლიურ 12-13%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
გასული კვირის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ორმა ქართულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შეამცირა.